საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „ხის გადარგვაზე რა ამბებს ატრიალებდნენ, არადა ჯაჯგურის შემდეგ გაირკვა, რომ საუკეთესო მიწა ნაცებს ჰქონდათ გასხვისებული“

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხის გადარგვის საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟს ”ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს.

 ”გახსოვთ, ხის გადარგვაზე რა ამბებს ატრიალებდნენ - იქ გზის გაყვანა არ შეიძლებაო. ორი კვირის ჯაჯგურის შემდეგ კი გაირკვა, რომ 10 ჰექტარი საუკეთესო მიწა რკინიგზის აქეთ ნაცებს ჰქონდათ გასხვისებული. რეესტრში გვარიც კი არ იყო მითითებული ავტორის”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.