პოლიტიკა
ობამამ საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობისა და აშშ–ზე დამოკიდებულების 25–ე წლისთავი მიულოცა (საქინფორმი)

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტისა და ამერკელი ხალხის  სახელით მილოცვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნავს, რომ „საქართველო, დემოკრატიული პროგრესის კუთხით, რეგიონული ლიდერია (თუ შევადარებთ საქართველოში აშშ–ის ხელდასხმული პრეზიდენტი სააკაშვილის მმართველობას, რომლის დროსაც საქართველო აშშ–ის მერე მე–2 ადგილზე იყო მსჯავრდებულთა რიცხვით და პირველზე – ევროპაში (350 ათასი), მაშინ პროგრესი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, უზარმაზარია! – საქინფორმი).

 „პრეზიდენტ ობამასა და ამერიკელი ხალხის სახელით, ნება მომეცით, საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი. 26 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას მეოთხედი საუკუნე უსრულდება. საქართველო რეგიონული ლიდერია დემოკრატიული პროგრესის კუთხით. ეს უდიდესი მიღწევაა - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია“, - ნათქვამია მილოცვაში.

 „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პარტნიორობას და მის მიერ ერისა და რეგიონის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ავღანეთში გაღებულ მსხვერპლს. ვულოცავ ქართველ ერს ამ საამაყო დღესასწაულს და მომავალშიც მოუთმენლად ველი პარტნიორობის გაღრმავებას დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოსთა“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მილოცვაში.

 როგორც ჩანს,საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა აქამდე არ იციან, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არ წარმოადგენს: საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა 1989 წლის 9 აპრილს, ხოლო 1918 წლის 26 მაისს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, მენშევიკმა ნოე ჟორდანიამ ხელი მოაწერა აქტს, რომლის მიხედვითაც გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი საქართველო საძარცვად გადაეცა ატლანტის ქვეყნებს – ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის სამხედრო კორპუსებს.