რელიგია
„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სრულიად მართლმადიდებელთა კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი ჩვენთვის მიუღებელია“ - საქართველოს პატრიარქი

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. 12 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, 12 ივნისი მირიან და ნანას ხსენების დღეა, რომლებიც პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი არიან.

 „17-დან იწყება მსოფლიო საეკლესიო კრება საბერძნეთში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, ღმერთი მოწყალეა და ღმერთი დაგვეხმარება, რომ ჩვენ დავიცვათ ის მცნებები, რომელიც გადმოგვცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ…

 უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც დაადგება უფლის გზას”, – განაცხადა, კერძოდ, პატრიარქმა.

 ცნობისათვის: მართლმადიდებელთა კრების (მერვე მსოფლიო კრება) გამართვა დაგეგმილია კრეტაზე ამა წლის 16-26 ივნისს, თუმცა ზოგიერთი ეკლესიის უართან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღოს მოსალოდნელ კრებაში მისი ზოგიერთი არასრულად დამუშავებული დოკუმენტისა და პროცეუდრის გამო, შესაძლოა კრება მოგვიანებით ჩატარდეს.