პოლიტიკა
ალექსანდრე ჭაჭია: “უახლოეს მომავალში საქართველოში ეროვნული ძალები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ” („ასავალ - დასავალი“ №№ 23-24)

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი.

ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია დიდი ხნის დუმილს არღვევს და იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გადაჯიშებით, გადაგვარებით ან სულაც გადაშენებით ემუქრება. ვფიქრობთ, ასავალ-დასავალის მკითხველი განსაკუთრებული ინტერესით გაეცნობა ვიწრო ქართული და გლობალური პოლიტიკური პროცესების იმ უაღრესად კომპეტენტურ და მაღალმეცნიერულ ანალიზს, რომლითაც ქართული პრესა განებივრებული ნამდვილად არ გახლავთ.

 - ბატონო ალექსანდრე, საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. რას ელით ამ არჩევნებისგან?

- საქართველოში არჩევნები კარგა ხანია, აღარ არის ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატულების აქტი. საქართველოში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კლასისგან ქვეყნის უცხოელი კურატორების მიერ იქმნება ხელისუფლების ის კონფიგურაცია, რომელსაც ისინი თვლიან საჭიროდ მოცემულ ეტაპზე. Aასე მაგალითად, როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ სააკაშვილისა და მისი ჯგუფის ხელისუფლებაში დატოვებამ შეიძლება ქვეყნის მართვის სადავეების დაკარგვა და სოციალური აფეთქებაც კი გამოიწვიოს, ფსონი დადეს ივანიშვილზე. მას შეუკოწიწეს პოლიტიკური ძალა მათ მიერვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური კლასის იმ ნაწილისგან, რომელსაც მანამდე ოპოზიციაში ამყოფებდნენ. იცოდნენ რა, რომ ახალი ხელისუფლება ვერანაირ პრინციპულ წარმატებას ვერ მიაღწევდა (ეს არც იყო მისი ამოცანა), ამერიკელებმა წინდაწინ დაიწყეს მისთვის ოპოზიციის შექმნა _ კოალიციისგან ნაწილების მოწყვეტითა და პარალელურად ახალი სტრუქტურების შექმნით. მე არ ვიცი, ხელისუფლების როგორი კონფიგურაციის შექმნას ჩათვლიან ისინი საჭიროდ უახლოესი 4 წლისთვის, მაგრამ ახალი ხელისუფლებაც იქნება იმ პოლიტიკური კლასის ნაწილი, რომელიც ამერიკელებმა ჩამოაყალიბეს რეგიონში თავიანთი ინტერესების სარეალიზაციოდ. შეხედეთ რესპუბლიკურ პარტიას. რეიტინგი ნულოვანი, მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ეს პარტია სძულს, მაგრამ ისინი არც კი ცდილობენ მოსახლეობის სიმპათიის მოპოვებას, მათ არ აღელვებთ ხალხის აზრი და ნება, ვინაიდან იციან, რომ ამერიკელების მჭიდში სხედან და პატრონები უსაქმურად არ დატოვებენ.

პარლამენტში, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხვდეს ეროვნულ-პატრიოტული ორიენტაციის 5-7 პიროვნება, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებაზე მათ, ბუნებრივია, არანაირი გავლენა არ ექნებათ.

- არის იმის ალბათობა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პატრიოტული ძალები მოვიდნენ?

- არა, ასეთი ალბათობა უახლოეს მომავალში არ არის. პირველ რიგში, საქართველოში არ არსებობს ეროვნულ ფასეულობებსა და პატრიოტულ მიზნებზე ორიენტირებული სერიოზული პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვეყნის ალტერნატიული განვითარების კონცეფცია გააჩნია. თითქმის ყველა პარტია და პოლიტიკური ლიდერი შევარდნაძის მიერ შექმნილი `მოქალაქეთა კავშირის~ პროდუქტია. ისინი პერიოდულად, საჭიროების მიხედვით _ ამერიკული სქემის შესაბამისად _ გამოეყოფოდნენ ხოლმე „დედა-პარტიას“, გადადიოდნენ ოპოზიციაში, შემდეგ, სარგებლობდნენ რა რეჟიმისადმი საყოველთაო სიძულვილით, მოდიოდნენ ხელისუფლებაში. ჩვენთან ხომ ყოველი ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისადმი სიძულვილის ტალღაზე მოდის. სააკაშვილი იმიტომ აირჩიეს, რომ სძულდათ შევარდნაძე, ივანიშვილი  _ იმიტომ, რომ სძულდათ სააკაშვილი. გონიერი ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ივანიშვილის ყველა დაპირება _ აფხაზეთის დაბრუნება, საქართველოს გადაქცევა დუბაიდ, ასობით ფაბრიკა-ქარხნის აგება, სამართლიანობის აღდგენა - ფუჭია.  მაგრამ რადგან ნათელი იყო, რომ მან სააკაშვილის გადაყენების ნებართვა მიიღო, აქტიურად დავუჭირეთ მხარი ივანიშვილის კოალიციას, რომლის ძირითადი ფიგურები `მოქალაქეთა კავშირის~ წიაღში იშვნენ, მათი მსოფლმხედველობა კი არაფრით განსხვავდება სააკაშვილისა და მისი კომპანიის მსოფლმხედველობისგან. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ყველა ამ პოლიტიკური დაჯგუფების კადრების სამჭედლოს წარმოადგენს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ეგიდით შექმნილი სოროსული არასამთავრობო ორგანიზაციები. როდესაც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო ამ ე.წ. არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბების პროცესი, ჩვენი საზოგადოებრიობა გაკვირვებას ვერ მალავდა: სად პოულობენ ამ ფიზიკურად და ზნეობრივად მახინჯებს და რისთვის სჭირდებათ ისინი ამერიკელებსო? იმხანად „ასავალ-დასავალში“ ვწერდი, რომ ეს მახინჯები ხვალ საქართველოს ხელისუბლებაში მოვლენ მეთქი. ჩვენი ინტელიგენციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სასაცილოდ აიგდო ჩემი ეს სიტყვები, წერდნენ, რომ ჩემი ფანტაზიებით ხალხს ვაშინებ. მაგრამ, როგორც ვხედავთ სწორედ ეს მახინჯები შეადგენენ ქართულ პოლიტიკურ კლასს, მათგან ყალიბდება პარლამენტი და მთავრობა, სწორედ ისინი მართავენ ქვეყანას ბოლო 20 წლის განმავლობაში. სხვათა შორის, ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის. ანალოგიური ვითარებაა ამერიკელების მიერ კონტროლირებად  ყველა ქვეყანაში. უფრო მეტიც, გაიხსენეთ, როგორი ნაძირალები მართავდნენ რუსეთს ელცინის პერიოდში, როდესაც იქ ვითარებას ამერიკელები აკონტროლებდნენ. ან შეხედეთ ევროპელ პოლიტიკოსებს, მათი უმეტესობა ხომ დეგენერატია _ პედერასტი, ლესბოსელი, ხეპრე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ თავიანთი ხალხების ეროვნულ ინტერესებზე. ყველა გაჰყვირის ადამიანის უფლებებზე, თუმცა, მათ სულ არ აინტერესებთ ადამიანის ბუნებრივი, ფუნდამენტური უფლებები _ სიცოცხლის უფლება, შრომის, ჯანდაცვისა და განათლების უფლება, არც ხალხების უფლება იცხოვრონ თავიანთი ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, აღმსარებლობის შესაბამისად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ აშშ-მა 30 ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა, დაამხო ან შეეცადა დაემხო კანონიერი ხელისუფლება 50 ქვეყანაში, დახოცა მილიონობით ადამიანი. ადამიანის რომელ უფლებებზე ლაპარაკობენ ისინი? სიცოცხლის უფლებას ფაქტობრივად  უგულებელყოფენ და თავს გვახვევენ ადამიანის უფლებების გაგებას როგორც ცხოველური ინსტინქტების, ყველაზე ქვენა გრნობების რეალიზაციას, რასაც მსოფლიოს ყველა რელიგია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, ვინაიდან ცდილობს იხსნას ადამიანების საზოგადოება გაპირუტყვებისგან. `ევროპული ფასეულობების~ ნიღბით ამ პირუტყვული ინსტინქტების ხალხებისთვის თავსმოხვევით, ძალები, რომლებიც აკონტროლებენ დასავლურ სამყაროს, ზრდიან დეგენერატების თაობას, ქმნიან დეგენარატიულ პოლიტიკურ კლასს, რომლისგანაც აყალიბებენ პარტიებს, მთავრობებს, პარალელურად კი ხელში იგდებენ დაქვემდებარებული ქვეყნების რესურსებს.

- თვითონ ქართველ საზოგადოებას არ შეუძლია ჩამოყალიბება პატრიოტული პოლიტიკური ძალისა, რომელიც შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას?

- არა, არ შეუძლია. ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოება, რომელიც ბევრჯერ მოატყუეს, მნიშვნელოვანწილად დემორალიზებულია. მეორე - ინტელექტუალურად, პროფესიონალურად და მორალურად გამოსადეგი ადამიანების უმრავლესობამ ზურგი აქცია პოლიტიკას. მე არ ვიცი ქართველი საზოგადოების არც ერთი ავტორიტეტული წარმომადგენელი, რომელსაც სურვილი ექნებოდა დამჯდარიყო ამჟამინდელ ან მის წინამორბედ პარლამენტში, ჩართულიყო დისკუსიაში უვიც, დეფექტიან `ნაციონალებთან~, „რესპუბლიკელებთან“ ან უნებისყოფო, უნიათო `მეოცნებეებთან.~ ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ კოლონიურად დამოკიდებული ქვეყანა დამოუკიდებელ პოლიტიკას ვერ აწარმოებს. მახსოვს, როდესაც ფრაქცია `ქართული ოცნების~ ხელმძღვანელს დაუსვეს შეკითხვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დაწესების შესახებ, მან განაცხადა: ვიდრე პასუხს გაგცემთ, ამ საკითხზე ამერიკელი მეგობრების აზრი უნდა გავიგოო. ანუ, გარდა იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელს თავისი თვალსაზრისი არ აქვს, აპირებს რჩევის მისაღებად მიმართოს არა პარტიის ან ფრაქციის წევრებს, არამედ ამერიკელებს! ასეთი მონური დამოკიდებულების პირობებში რომელ ეროვნულ პოლიტიკაზე შეიძლება ლაპარაკი? და ღირსების მქონე რომელი ადამიანი დათანხმდება ამერიკელთა დირექტივების გამხმოვანებელ თუთიყუშად იქცეს?

თუკი ქართველი საზოგადოების პატრიოტული ძალები ეროვნული  განვითარების პროგრამის ბაზაზე მაინც შეძლებენ კონსოლიდირებას, მოიძიებენ სახსრებს საორგანიზაციო და საინფორმაციო-პროპაგანდისტული სამუშაოებისთვის და მიიღებენ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერას (საჭიროა ისეთი მხარდაჭერა, რომ 20-პროცენტიანი ფალსიფიკაციის შემთხვევაშიც კი ლიდერად დარჩე), მაშინ აშშ, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნების შედეგების დასაცავად საჭირო იქნება საერთო სახალხო მხარდაჭერა, პირდაპირი კონფრონტაცია ქვეყნის მეპატრონეებთან. მზად არის კი ქართველი ხალხი ასეთი კონფრონტაციისთვის? ვფიქრობ, არა. იცით, რამდენიმე დღის წინათ რა მოხდა ავსტრიაში? იქ საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებდა ეროვნული ორიენტაციის პოლიტიკოსი, რომელიც ავსტრიის როგორც ეროვნული სახელმწიფოს შენარჩუნების მოწოდებით გამოდის. ავსტრიაში ხომ კატასტროფული მდგომარეობაა. რად ღირს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავსტრიელი მოსწავლეების 50 პროცენტისთვის გერმანული მშობლიური ენა არ არის _ ისენი ემიგრანტები არიან... მაგრამ ბოლო მომენტში მის მოწინააღმდეგეს _ ლიბერალს მწვანეთა პარტიიდან - 50,1% დაუწერეს და გამარჯვებულად გამოაცხადეს.

- წინა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ივანიშვილი ხალხს რუსეთთან ურთიერთობის რეგულირებას დაჰპირდა, აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემების მოგვარების საქმეში წინ წაწევას. არაფერი გაკეთებულა. პრინციპში, არსებობს კი პერსპექტივები ამ მიმართულებებით?

- რუსეთთან ურთიერთობა - ეს არის საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა კი საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივა არ არის, ეს ამერიკელი კურატორების პრეროგატივაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სასაცილოდ არ ეყოფათ, თუკი შეიტყობენ საქართველოს დამოუკიდებელი საგარეო-პოლიტიკური ინიციატივის შესახებ. ამერიკელებმა საქართველოს ხელისუფლების სტრუქტურაც კი ისეთი შექმნეს, რომ საგარეო პოლიტიკური აქტიურობა სრულიად გამორიცხულია. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა საქართველოს ხელმძღვანელებს ორმხრივ პრობლემებზე დაელაპარაკოს. ვის უნდა შეხვდეს? საქართველოს პრეზიდენტს? განა ის რამეს წყვეტს? წარმოგიდგენიათ პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრა? რაზე უნდა ილაპარაკონ? ან იქნებ, პრემიერს შეხვდეს? მაგრამ პრემიერს შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება? იქნებ ივანიშვილს შეხვდეს? და ვინ არის ივანიშვილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეხვდეს და მასთან რაღაც საკითხებზე იმსჯელოს? ანუ, საქართველოში არ არის თანამდებობის პირი, რომელთანაც რეალურად შეიძლება მაღალ დონეზე შეხვედრა და საერთაშორისო ურთიერთობებზე მსჯელობა. ამიტომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს (ასეთი იშვიათად, მაგრამ მაინც წარმოიქმნება ხოლმე) რუსეთი ამერიკელებთან დიალოგში წყვეტს. სხვათა შორის, ასევე იქცევა თურქეთიც და ევროკავშირიც. 

შესაბამისად, ლაპარაკი არც არის რაღაც პროგრესზე აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობებში. ჩვენი ყველა ხელისუფლება, შევარდნაძის ხელისუფლებით დაწყებული, არანაირ რეალურ ძალისხმევას არ იჩენდა ტერიტორიული პრობლემის მოსაგვარებლად. მუშაობის ამ უბანზე ყოველთვის ინიშნებოდნენ უვარგისი, უფერული, კომიკური ფიგურები, რომლებსაც მოწინააღმდეგე მხარესთან დალაპარაკების შანსიც კი  არ ჰქონდათ. და ეს გასაგებიცაა. ამერიკელები არ დაუშვებენ ჩვენს დაახლოებას გამოყოფილ ტერიტორიებთან და ხალხებთან იმიტომ, რომ ასეთი დაახლოება გამორიცხავს რიტორიკას ნატოში შესვლაზე, ამერიკის ბაზებზე, ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ა.შ. _ ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია აფხაზებისა და ოსებისთვის. სწორედ ამიტომ რჩება ტერიტორიული პრობლემა მოუგვარებელი და ამ საკითხში არანაირი წინსვლა არც ამჟამინდელი და არც მომავალი ხელისუფლების პირობებში მოსალოდნელი არ არის. იმ პოლიტიკურმა კლასმა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, უკვე დიდი ხანია უარი თქვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. თუმცა, მოსახლეობა მზად უნდა იყოს, რომ პოლიტიკოსები ამ თემაზე დაიწყებენ სპეკულირებას, როგორც სპეკულირებდნენ შევარდნაძეც, სააკაშვილიც და ივანიშვილიც, როდესაც ხალხს ამ პრობლემის „ორ წელიწადში“ გადაწყვეტას ჰპირდებოდნენ.

- ბევრი იმედოვნებდა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამდა აფხაზებსა და ოსებთან დიალოგის დასამყარებლად, კრიზისიდან გამოსვლის ურთიერთმისაღები გზების მოსაძებნად...

- დიახ, იყო ასეთი იმედები. იგი ახალი ადამიანი გახლდათ ქართულ პოლიტიკაში, ხელები სისხლში არ ჰქონდა გასვრილი და შეეძლო თავისი მოღვაწეობა ამ მიმართულებით `სუფთა ფურცლიდან~ დაეწყო. იმხანად მე გამოვედი წინადადებით, ურთიერთობა აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, რუსეთთან, მათ შორის ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებთან, სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლეს რანგში აგვეყვანა და ამისათვის ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი გამოგვეყენებინა. ამ მიმართულებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება პრეზიდენტს უნდა დაევალოს. ეს, რა თქმა უნდა, უკვე აღარ იქნება კომფორტული თანამდებობა, რომელიც ევროპის დედაქალაქებში უსარგებლო ყიალისა და ბრტყელ-ბრტყელი ლაყბობის საშუალებას იძლევა. საჭირო იქნება წასვლა სოხუმში, გუდაუთაში, ცხინვალში, აუცილებლად _ ვლადიკავკაზში, მაიკოპში, გროზნოში, ნალჩიკში, მახაჭყალაში და, რა თქმა უნდა, მოსკოვში. თუ ეს იქნება მასპინძელი მხარეებისთვის მისაღები ადამიანი, იგი მაღალი სახელმწიფო სტატუსის მეშვეობით და დიალოგის გამართვის უნარის მქონე მაღალკვალიფიციური გუნდის დახმარებით შეძლებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებით გარღვევის უზრუნველყოფას. გარღვევად მივიჩნევ საზღვრების გახსნას, საერთო ეკონომიკური და ჰუმანიტარული სივრცის შექმნას მუშახელისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილებით. მაგრამ ივანიშვილმა განგვიცხადა, რომ საქართველოსთვის იპოვა `იდეალური პრეზიდენტი~, რომელმაც, უკვე სამი წელიწადია, ქვეყანას თავი მოაბეზრა თავისი ვეტოს უფლებით და რომელიც აღტაცებით გვიყვება საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებზე. ცხადი შეიქნა, რომ ივანიშვილი არაფერს გააკეთებს ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და ის ვერ გახდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამომხატველი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. და ეს გასაკვირი არც არის. შეუძლებელია, ფლობდე დიდ პირად კაპიტალს და თავისუფალი იყო ამერიკის დიქტატისგან. ეს გამორიცხულია.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ძალ-ღონეს არ იშურებს ქართული არმიის მოდერნიზაციისათვის, მისი ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. შეუძლია კი არმიას გახდეს გავლენის ფაქტორი ტერიტორიულ პრობლემაზე?

- ქართული არმია არსებობს იმდენად, რამდენადაც სჭირდება ის ამერიკელებს. როგორც კი აღარ დასჭირდებათ ამერიკელებს, არანაირი ქართული არმია აღარ იქნება. საქართველოს არ აქვს და არც ჩანს ეკონომიკური შესაძლებლობები არმიის შესანახად იმიტომ, რომ არ აქვს ეკონომიკა. ის დღესაც ყველაზე სუსტი არმიაა ამიერკავკასიაში. უფრო მეტიც, 2008 წლის აგვისტოს გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ქართული არმია არ არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფაქტორი. ამბობენ, ხარისხობრივად დღეს უკეთესი არმიააო, მაგრამ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მინისტრ ხიდაშელის არმია სჯობია მინისტრ კეზერაშვილის არმიას. ან განა როგორი უნდა იყოს ქართული არმია, რეგიონში მთავარ სამხედრო მოთამაშეებს რომ დაუპირისპირდეს? შეგახსენებთ, რომ რეგიონში მთავარი მოთამაშეები არიან რუსეთი, თურქეთი და ირანი. თითოეული შესაძლო კონფლიქტის უკან დადგება ამ მოთამაშეთაგან ერთ-ერთი თავისი სამხედრო ძალით. ჰიპოთეტურადაც კი რომელ მათგანს შეიძლება დავუპირისპირდეთ? მოვიყვან მაგალითს. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა შექმნა შესანიშნავად აღჭურვილი ძლიერი არმია, რომელშიც მილიარდობით დოლარი ჩაიდო. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გათვალეს, რომ ყარაბაღის დასაბრუნებლად მათ 4 დღე დასჭირდებოდათ. მაგრამ, როგორც კი დაიწყო საომარი მოქმედებები, მოსკოვიდან ალიევს უთხრეს, რომ ეს აზერბაიჯანისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევდა. სამხედრო მოქმედებები მყისვე შეწყდა.

ვფიქრობ, თუ საქართველო ოდესმე იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ უარს ვიტყვით რეგულარულ არმიაზე ამჟამინდელი სახით. რა თქმა უნდა, იქნება სამხედრო კონტინგენტი როგორც სახელმწიფოებრიობის ატრიბუტი, მაგრამ  ეროვნული გვარდიის სახით და შესაბამისი ფუნქციებით. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ მაღალკვალიფიციური დიპლომატიური სამსახურის გასავითარებლად. ჩვენ გვჭირდება მაღალი დონის დიპლომატები, საერთაშორისო სამართლის, საგარეო ვაჭრობის, რეკლამის სპეციალისტები. ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება და ქართველი ერის განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ დახვეწილ პოლიტიკას და დიპლომატიას შეუძლია.

- რა ძირითადი ამოცანები დგას დღეს საქართველოს წინაშე?

- ამოცანები იგივეა, რაც 5-10-15 წლის წინათ იყო, რადგან ხელისუფლების მორიგი შეცვლის მიუხედავად ქვეყნის ძირითადი პრობლემები არ გვარდება. ზოგიერთი პრობლემა გადადის წინა პლანზე, ზოგი _ მეორე, მესამეზე, მაგრამ კვლავ მოუგვარებელი რჩება. მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უკვე აღარ დგას დღის წესრიგში, ქვეყნის ხელმძღვანელობა მას უკვე აღარც ახსენებს, იზრდება ქართველთა ახალი თაობები, რომელთათვისაც ეს პრობლემა აქტუალური აღარ არის. ჩანს, ამ ტკივილს ჩემი თაობა თან წაიღებს...

ჩემი აზრით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი ამოცანებია: პირველი _ ქვეყნის შემდგომი დაშლა-დანაწევრების არდაშვება; მეორე - ეროვნული ეკონომიკის შექმნა; მესამე _ ემიგრაციის ნაკადის შეჩერება და მოსახლეობის რეალური რაოდენობის გაზრდა 4 მილიონამდე მაინც; მეოთხე _ ქართველი ხალხის სოციოკულტურული თვითმყოფადობის, ზნეობის და სულიერების შენარჩუნება.

ამ ამოცანების გადაწყვეტა მოგვცემს შესაძლებლობას მიმდინარე ეტაპის სტრატეგიულ მიზანს მივაღწიოთ _ ეს გახლავთ ქართველი ერის გადარჩენა ფიზიკური განადგურებისა და ზნეობრივი დეგრადაციისგან.

- მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელობა მთავარ ამოცანად ნატოსა და ევროკავშირში შესვლას მიიჩნევს...

- მე და თქვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვართ ვალდებულნი, ჩვენი მოსახლეობის მოსატყუებლად ამერიკის ელჩის დირექტივები შევასრულოთ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ სიმართლე და მოსახლეობას თავს არ მოვახვიოთ აბსურდული ფანტაზიები. ისე კი,  საერთაშორისო სტრუქტურებში გაერთიანება - ეს არის ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი ამოცანის გადაწყვეტის საშუალება და არა თვით ამოცანა.

- დღის წესრიგში დგას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი. ბევრი მიიჩნევს, რომ ამას მოჰყვება საქართველოს შესვლა ევროკავშირში...

- ის, ვინც ლაპარაკობს ევროკავშირში საქართველოს შესვლის შესაძლებლობაზე, ან სულელია ან მოსყიდული პროპაგანდისტი. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოიღებენ, ეს მხოლოდ ემიგრაციის ახალ ტალღას გამოიწვევს. ჩვენი უმუშევარი ახალგაზრდობა ევროპის ქვეყნებს მიაწყდება, ოფიციალურად მუშაობის უფლების არქონის გამო გადავა არალეგალურ მდგომარეობაში და შავი სამუშაოების შესრულებით შეეცდება ფულის შოვნას. საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში საქართველოს უკვე თვლიან ქურდებისა და ბანდიტების ქვეყნად, საბერძნეთისთვის ქართველები მოსამსახურეები, მოხუცების მომვლელები არიან, თურქეთისთვის კი საქართველო იაფფასიანი მეძავების მიმწოდებელია. ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც თავისი ეკონომიკის აშენება არ შეუძლია, უმუშევარი მოსახლეობის გადინება, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს. მაგრამ აძლევს კი ეს ხელს ქართველი ერისა და ქვეყნის მომავალს? სხვათაშორის, ამერიკელი სპეციალისტები თვლიან, რომ სახელმწიფოებს, სადაც მოსახლეობა 10 მილიონზე ნაკლებია, მომავალი არ აქვთ.

- თქვენ ბრძანეთ ტრადიციული ზნეობის შენარჩუნების აუცილებლობაზე. მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ ის, თუკი ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები ჩვენგან ითხოვენ `მოძველებულ მორალურ ნორმებზე~ უარის თქმას, ითხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, გეი-აღლუმების ჩატარებას. როგორ გავუძლოთ ამ შემოტევას?

- იმისათვის, რომ გავუძლოთ, კოლონია აღარ უნდა ვიყოთ. მაგრამ ეს ძალიან რთულია, შეუძლებელი უახლოეს მომავალში. სექსუალური გარყვნილების, მათ შორის პედერასტიის პროპაგანდა, მნიშვნელოვანი საშუალებაა ტრადიციული ხალხების გასახრწნელად. სხვათა შორის, სწორედ ამით დაიწყო ევროპის დექტრისტიანიზაცია. ახალგაზრდებზე დასავლური პროპაგანდის გავლენის სიძლიერე აკრძალვების უარყოფაშია. `ძირს მონობა! ყველაფერი დასაშვებია!~ _ გაჰყვირიან ეს პროპაგადისტები. ეს მოწოდება ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ტრადიციულ საზოგადოებაში ბავშვობიდან ესმით: `ეს არ შეიძლება! ეს აკრძალულია! ეს არ შეეფერება ადამიანს! ეს კაცს არ ეკადრება!~ ტრადიციული საზოგადოება ხომ ადამიანურ მორალზეა აგებული, მორალი კი, ფაქტობრივად, აკრძალვების სისტემაა. და უცებ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ: `მორალური ნორმები, ტრადიციები, ადათ-წესები - ეს ყველაფერი სისულელეა, ატავიზმი, წარსულის გადმონაშთი! ყველაფერი შეიძლება! - მორალური ნორმების უარყოფა, ზნეობრივი აკრძალვების გაუქმება ადამიანებს აქცევს პირუტყვებად, რომელთა მართვაც ძალიან ადვილია. ერი ნახირად რომ არ იქცეს, საჭიროა სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს გამხრწნელი გავლენისგან დაიცავს, არ დაუშვებს უზნეობის პროპაგანდას, გარყვნილებას, იზრუნებს ერის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. კოლონია ვერ იქნება ასეთი სახელმწიფო. როდესაც პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონებისა, თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, თუ გახსოვთ, ვთქვი, რომ მას მოუწევს პოსტის დატოვება. ასეც მოხდა. კოლონიის ადგილობრივ ხელმძღვანელს არ შეიძლება ჰქონდეს პატრონებისგან განსხვავებული თვალსაზრისი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს თვალსაზრისი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის განწყობას ასახავს. თოფაძის, მეჭიაურის, ჯაჭვლიანის მაგალითზე ხომ ხედავთ, რომ პარლამენტის წევრობაც არ შეიძლება, თუკი სკეპტიკურად ხარ განწყობილი ნატოს მიმართ და არ გსურს შენი ვაჟების გათხოვება. ამიტომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ახალი პარლამენტი დააკანონებს, და პედერასტიის პროპაგანდა საჭირო მასშტაბს მიიღებს _ საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტამდე. შეძლებს კი ქართველი საზოგადოება, სახელმწიფოს დაუხმარებლად, თვითონ დაუპირისპირდეს ამას? არა მგონია. საზოგადოებაში ძალიან ბევრია კონფორმისტი, გულგრილი ადამიანი, ბევრია ისეთიც, ვინც დასნებოვნებულია ზნეობრივი გახრწნილების ბაცილით. ქართული ტელეარხები უკვე მრავალი წელია, ურცხვად ეწევიან გარყვნილების, ამორალურობის პროპაგანდას, მასხრად იგდებენ ეროვნულ ტრადიციებსა და ზნეობრივ ნორმებს, მაგრამ ეს განა იწვევს საზოგადოების მასობრივ პროტესტს? არადა, მდგომარეობა კატასტროფულია! საქართველოს „კავკასიის ბორდელს“ ეძახიან! თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები თბილისსა და ბათუმში იმისთვის ჩამოდიან, რომ ქართველ `გოგონებთან დაისვენონ". სირცხვილით დავიწვი, როდესაც მოვისმინე, რომ ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებიდან ახალგაზრდა მამაკაცებს „დასავაჟკაცებლად“ თურმე საქართველოში გზავნიან. როდესაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ, კავკასიელები მეძავებისა და პედერასტების ერს დაგვიძახებენ. სამაგიეროდ, ჩვენს პოლიტიკოსებს დასავლეთში თავზე ხელს გადაუსვამენ და „ცივილიზებულებს“ უწოდებენ. ალბათ, ასე სურთ ჩვენს პოლიტიკოსებს საქართველოს გადაქცევა მომხიბვლელ ქვეყნად აფხაზებისა და ოსებისთვის, ასე სურთ მათი სტიმულირება გაერთიანებისკენ, როგორც ამას გვპირდებიან ხელისუფლებაში მყოფი ყბედები. გასულ წელს აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში აფხაზმა დეპუტატმა თქვა: `მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დროულად გავთავისუფლდით ქართული გავლენისგან, ახლა საქართველოს შემადგენლობაში რომ ვიმყოფებოდეთ, ისინი ჩვენს ახალგაზრდობას თავს მოახვევდნენ ჰომოსექსუალიზმს. ვის რა ჯანდაბად უნდა აფხაზეთში პედერასტები?!”

- როგორც ჩანს, უახლოეს წლებში არ ელით რაიმე თვისებრივ ცვლილებას ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. მაგრამ, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საქართველო მომავალში? ის, რასაც `ქართული ოცნება~ გვპირდებოდა, ბლეფი აღმოჩნდა. როგორი უნდა იყოს ქართული ოცნება ბრჭყალების გარეშე?

- ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს წარმოდგენებს საქართველოს როლისა და ფუნქციის შესახებ საერთაშორისო კონტექსტში. შევარდნაძემ და სააკაშვილმა გარე ძალების მითითებით საქართველოს თავს მოახვიეს „პრობლემური ქვეყნის“, მბჟუტავი ცხელი წერტილის~ როლი. რუსეთთან დაპირისპირებაზე სპეკულირებით, თავიანთი რეჟიმის რეგიონში დემოკრატიის ფორპოსტად წარმოჩენით დასავლეთს კრედიტები, სუბსიდიები, გრანტები დასტყუეს, პარალელურად ჰყიდდნენ ეროვნულ სიმდიდრეს, მათ შორის, მიწას. მიღებულ ფულს იპარავდნენ, ამავდროულად წაახალისებდნენ ემიგრაციის, შობადობის შემცირების, მოსახლეობის კვდომის მასტიმულირებელ სოციალურ პროცესებს. პოლიტიკური ელიტისა და მასთან დაახლოებული ბიზნესისთვის ჩაგრული `დემოკრატიის კუნძულის~ როლი ძალიან სარფიანი აღმოჩნდა, მაგრამ ეს როლი ქვეყანას და ხალხს სასიკვდილოდ სწირავს.

- მოგვცემენ კი იმის უფლებას, რეგიონში თავსმოხვეული როლი შევცვალოთ?

- არა, ნებაყოფლობით არ მოგვცემენ. ასეთი კარდინალური ცვლილებისთვის საჭიროა მოსახლეობის უმრავლესობის ერთსულოვანი ნება და პატრიოტულად განწყობილი პოლიტიკური კლასი, რომელიც საქართველოში არ არის და არც ჰორიზონტზე ჩანს. მაგრამ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური, ცივილიზაციური, რელიგიურ-ეთნიკური პროცესები, რომლებიც, ალბათ, მსოფლიოს ახალი გადანაწილებით, გლობალური ძალების ახალი კონფიგურაციით დასრულდება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აიძულებს უარი თქვას ეროვნული სახელმწიფოების განადგურებასა და საკვანძო ადგილებში კონფლიქტების გაჩაღებაზე. ასეთ შემთხვევაში მისთვის საქართველო საჭირო აღარ იქნება და არ არის გამორიცხული, რაღაც პერიოდში საკუთარი თავი `ჩვენადვე გვეყუდნოდეს~.

- თუკი ასე მოხდება, როგორი საქართველო უნდა ავაშენოთ?

- ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საქართველო უნდა შეუდგეს რეგიონში იმ როლის შესრულებას, რომელიც  ისტორიულად განპირობებულია მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, ბუნებრივი პირობებით, მოსახლეობის ეროვნული და კონფესიური შემადგენლობით, ქართველი ხალხის, როგორც სახელმწიფოს წარმომქმნელი ერის მენტალიტეტით.

საქართველო მდებარეობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიჯნაზე, ცივილიზაციების გზაჯვარედინზე, ქრისტიანობისა და ისლამის შეხების ადგილას, მეტიც, ქრისტიანობის ძირითადი განშტოებების - მართლმადიდებლობის, კათოლიკობის, გრიგორიანობისა და ასევე ისლამის ძირითადი განშტოებების - სუნიტებისა და შიიტების შეხების ადგილას. აქვე ისტორიულად არსებობს იუდაიზმი, ასევე ქურთების, იეზიდების, ასირიელებისა და მთელი რიგი ხალხების რელიგიები. და მიუხედავად ამისა, ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოში რელიგიური უთანხმოების ნიადაგზე მომხდარიყოს სერიოზული შეტაკება, მით უფრო რელიგიური ომები.

ამიტომ საქართველო, ღვთისა და ისტორიის ნებით, წარმოადგენს ბუნებრივ მოედანს კონფესიათაშორისი, ეროვნებათაშორისი, ცივილიზაციათაშორისი ურთიეთობების შესწავლისთვის, ანუ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანური თანაარსებობის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შემეცნებისთვის. მართალია, შევარდნაძემ და სააკაშვილმა საკუთარ მოსახლეობასთან ომის გაჩაღებით, რამაც ეთნოკონფლიქტების სახე მიიღო, უდავოდ სერიოზულად შელახეს საქართველოსა და ქართველების რეპუტაცია, მაგრამ, ვფიქრობ, საკითხის გონივრულად დასმით ეს გამოცდილებაც შეიძლება ვაქციოთ კვლევის საგნად, როგორც მაგალითი ავანტიურისტი ხელისუფლების ვოლუნტარისტული ჩარევისა ხალხების ბუნებრივად მიმდინარე თანაცხოვრებაში.

იდეალურ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება იქცეს დემილიტარიზებულ ქვეყნად, თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების შემსწავლელ ლაბორატორიად, რეგიონში წამოჭრილი სერიოზული საკითხების დასარეგულირებლად საერთაშორისო შეხვედრების ადგილად, სადაც მთელი რიგი მსხვილი საერთაშორისო  ინსტიტუტები განთავსდებიან. სწორედ სხვადასხვა ხალხებთან და რელიგიებთან  მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების გამოცდილების გამო საქართველოს შეუძლია დიალოგების არენად იქცეს ისეთი საკითხების გადასაწყვეტაში, როგორიცაა თურქულ-ქურთული, სომხურ-აზერბაიჯანული, ირანულ-თურქული, ირანულ-აზერბაიჯანული, თურქულ-სომხური პრობლემები, რამეთუ საქართველოში თითოეული მხარე დაინახავს მონათესავე გარემოს უკონფლიქტო თანაცხოვრების ჩვენეული გამოცდილებით. მსგავსი საქმიანობისთვის უზარმაზარ მოედანს წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიაც. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ჩვენ შევძლებდით მათ არსებით დახმარებას პრობლემების დარეგულირებაში, რომლებიც მუდმივად წარმოიშობა ხოლმე საქართველოსთან ისტორიულად მრავალი ძაფით დაკავშირებულ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის. საქართველოს აქვს ასევე ყველა წინაპირობა, რომ მსოფლიო რელიგიურ კონფესიათა შორის დიალოგის ადგილი გახდეს.

ასეთი როლი - ჟენევის როლი ჩვენს რეგიონში - უზრუნველყოფდა საქართველოს საჭიროებას ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის, შესძენდა მას პატივისცემას და შეუქმნიდა ავტორიტეტს რეგიონის ხალხებში, რაც თავისთავად უზრუნველყოფდა ჩვენ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შეძენა გამოიწვევდა ქვეყანაში ძალიან სოლიდური ფინანსური სახსრების მოზიდვას, მოახდენდა განათლებისა და მეცნიერების განვითარებას, კვლევითი მუშაობის სტიმულირებას ისტორიის, რელიგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და სხვა დარგებში. ჩვენ უკვე დაგვავიწყდა, რომ თბილისი, რუსეთის იმპერიის დროიდან მოყოლებული, კავკასიის შესწავლის ცენტრი იყო, ხოლო გასული საუკუნის 30-70-იან წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სკოლა პირველი იყო საბჭოთა კავშირში.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება უნდა ემყარებოდეს ინტელექტუალურ, მეცნიერებატევად დარგებს. მაგალითად, ჩვენ ჯერჯერობით მთლიანად არ დაგვიკარგავს საბაზო პოტენციალი ბიოტექნოლოგიის, მიკროელექტრონიკის, ფარმაცევტიკის განსავითარებლად. ამასთან, საქართველოს თავისუფლად შეუძლია იქცეს საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრად, მაღალი კლასის კლინიკებითა და სანატორიული ბაზით. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია გახდეს მეზობელი ხალხებისთვის მათი კულტურული მიღწევების დემონსტრირების ადგილი: აქ შესაძლებელია საერთაშორისო თეატრალური და კინოფესტივალების, სამხატვრო გამოფენების, მუსიკალურ ღონისძიებათა ჩატარება; ჩვენ ხომ გვქონდა ამის გამოცდილება, უბრალოდ, საჭიროა აღვადგინოთ და გავაღრმაოთ იგი.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველო იყო ფუნდამენტურ მეცნიერებათა განვითარების მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი ცენტრი, არსებობდა ქართული მათემატიკური სკოლა, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა. ბევრ ერს არ შეუძლია მოიწონოს თავი ეროვნული სამეცნიერო სკოლებით. გონივრული მიდგომით ამ ყველაფრის  აღორძინება შეიძლება, ყველაფერი ეს მოთხოვნადია თანამედროვე მსოფლიოში, ყოველივე ეს საქართველოს მოუტანს პოზიტიური, მშვიდობისმოყვარე, ეფექტურად განვითარებადი ქვეყნის სახელს, ხოლო ქართველებს _ თანამედროვე, ინტელექტუალური ერის რეპუტაციას, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით მეცნიერებასა და კულტურას ავითარებს.

ვოცნებობდი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ავაშენებდით. სწორედ ასეთ მოდელს ვთავაზობდი 90-იან წლებში და იმედი მქონდა, რომ შევარდნაძე, თავისი საერთაშორისო გამოცდილებიდან და მაშინდელი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ამ გზით წავიდოდა. მაგრამ მან საგარეო დიქტატისადმი მორჩილება, ქვეყნის დეინდუსტრალიზაცია, სამეგრელოსა  და აფხაზეთში ძმათაკვლა ამჯობინა. სააკაშვილმა კი გააგრძელა თავისი სულიერი მამის მოღვაწეობა. საქართველო დაიქცა, დაიშალა, მისი განვითარება შეჩერდა, დაიწყო ერის დეგრადაციის პროცესი. დღეს ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. გვაქვს თუ არა შანსი ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი? არ ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი უნდა იყოს ქართული ოცნება ბრჭყალების გარეშე.

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ - დასავალი“ (2016 წლის 16 და 23 ივნისი, №№ 23, 24)