საზოგადოება
„საჯარო მოხელეებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეუწონ ხელი წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობას“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 „ყველაფერს გავაკეებთ საიმისოდ, რათა მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ, რომ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მმართველი ძალის წინასაარჩევნო კამპანიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.

 „როგორც ჩემი, ისე არაერთი მინისტრის მხრიდან მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერებულა არაერთი მოწოდება და თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჩამოვიდეს საქართველოში, რათა მთელი ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც მედიისთვის წვდომას ამ პროცესების გაშუქების კუთხით, ისე არასამთავრობო სექტორის ჩართულობას. ეს არის ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი, რომ ჩვენ შევძლოთ მართლაც დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.