პოლიტიკა
„ხიდაშელი იმდენ ტყუილს და სისულელეს ლაპარაკობდა, რომ ხანდახან გიულის უკანონო ქალიშვილი გვეგონა!“ - საქინფორმი

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ა.წ. 22 ივნისს ვარშავაში, მარშალის ფონდში გამოსვლისას თინა ხიდაშელმა ნატო სიცრუესა და ორპირობაში დაადანაშაულა და „უკანონობისთვის რუსეთის დასჯა“ მოსთხოვა. ხიდაშელმა განაცხადა, რომ ნატო საქართველოს მიღებაზე უარს ამბობს რუსეთის გამო, „რომელიც დიდ როლს თამაშობს ნატოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში“.

 ამ დროს ნატოს ხელმძღვანელობას არასოდეს დაუმალავს, რომ გამონაკლისს არ დაუშვებს საქართველოს გამო – არ დაარღვევს თავისი წესდების მე–5 პარაგრაფს, სანამ საქართველო თავის ტერიტორიულ პრობლემებს არ გადაწყვეტს, ანუ არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რადგან სხვანაირად - რუსეთთან ომით - მათ დაბრუნება არ შეუძლია.

 ნატოს ხელმძღვანელებმა ბევრჯერ საჯაროდ უსაყვედურეს ხიდაშელს საქართველოში ცრუ მოლოდინის დათესვის გამო, რაც შემდეგ ქართველ ხალხში იმედგაცრუებას იწვევს.

 ასე რომ, ნატო არ ცრუობდა, ცრუობდა თინა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ მგზავრობებში ატარებდა, იღებდა უზარმაზარ სამივლინებო თანხებს, პრემიებს, ხელფასებსა და ბონუსებს და გვატყუებდა, რომ საქართველოს, სადაცაა, ალიანსში მიიღებდნენ (სახელმწიფო მაშინ იღუპება, როცა პოლიტიკა ამგვარი ბიზნესი ხდება)!

 დღეს კი უტვინო რესპუბლიკელმა პოლიტიკურ მორგში დაბრუნების წინ „პლასტინკა შეცვალა“ და წასული სააკაშვილივით ამღერდა - დაიწყო ნატოს დადანაშაულება, რომელმაც თითქოსდა საქართველოს მოლოდინი გაუცრუა...

 რაც შეეხება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, ამ პროცესის შეფერხება ასევე თინა ხიდაშელის „წყალობით“ მოხდა, რომელმაც, ვითომდა რეგიონული უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებად ყველაზე არაადეკვატური და რუსეთთან დაპირისპირებული  ქვეყნები - ურქეთი და უკრაინა აირჩია! აწი სტრატე-გიული პარტნიორების სამეულს - საქართველო, რომელგიულის შვილმა გზას ააცდინა; გიულის შვილის მიერ არეულ-დარეულ უკრაინას და გიულის საყვარელ  თურქეთს - ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ ერთად მისცემენ, და ისიც - მარტო მაშინ, როცა მათ საიმედო შემაკავებელ მექანიზმს მოიგონებს, რადგანაც ეს სამი ქვეყანა  ერთ უვიზო ზონას წარმოადგენს, რომელშიც მიგრანტებს - ისლამისტებს - ტერორისტებს თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ.

საქინფორმის რედაქცია