სამართალი
„სითავხედე იყო ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება, რომ ქცევის კოდექსი მისთვის ფარატინა ქაღალდია“ – პაატა ჯიბლაძე

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ვიქტორ დოლიძის ახალ ინიციატივას მიესალმება.

 „მიმაჩნია, რომ ეს არის განსაზღვრული იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის "ზონდერბრიგადებთან" ერთად არ წამოიწყოს მოქმედებები, რომელიც არჩევნებს ჩაშლის. თავის დროზე ხელისუფლებას ეს კანონი რომ მიეღო, აღედგინათ სამართლიანობა, დასჯილიყვნენ ის ადამიანები, ვინც 9 წლის განმავლობაში ატერორებდნენ თითოეულ ჩვენგანს, აყალბებდნენ არჩევნებს, ისევ "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან და დღეს მოთქმა-გოდება აქვთ ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ შეიძლება, სახელისუფლო რესურსი გამოიყენოს", - განაცხადა ჯიბლაძემ "პირველ პრესკლუბში".

 ცნობისათვის: "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის პროექტი მოამზადა, რომელიც დეპუტატის საქმიანობის პრინციპებსა და წესებს განსაზღვრავს.