აქტუალური
თურქეთში პოლიციის უფროსის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ხუთი და შემდეგ კიდევ 16 მოქალაქე დააკავეს

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. მოკლულია პოლიციის უფროსი, 45 წლის ოფიცერი ჩეთინ შაჰინი.

ინციდენტი თურქეთის ქალაქ მარმარისში მოხდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, უცნობი პირები სამართალდამცველის კუთვნილი ავტომობილის გატაცებას ცდილობდნენ, რა დროსაც ჩეთინ შაჰინმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. თურქული მედია წერს, რომ სამართალდამცველს ცივი იარაღით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი მედიასაშულებები აღნიშნავენ, დაკავებული ქართველები სხვა დანაშაულების ჩადენაშიც არიან ეჭვმიტანილები.