საზოგადოება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადებით გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯამა.

 „ორმოცი ათასი ადამიანი მოვიდა ქუთაისში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისა და კამპანიის გახსნის აქციაზე. ხედავენ და ხვდებიან, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, რეალურად სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა მოიტანოს თითოეულ ოჯახში. ამისთვის ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, ადამიანური რესურსი, გამოცდილება და განათლება. ჩვენ დავამკვიდრეთ სრულიად ახალი კულტურა არჩევნების საქართველოში და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.