პუბლიკაციები
ნიკოლოზ მჟავანაძე: მარგველაშვილის და პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევისკენ არის მიმართული

  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  განცხადებებმა საზოგადოებაში  ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა  გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია მედიას ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გააცნო: 

,,პრეზიდენტის და საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებმა,  მასზე შემდგომმა რეაქციებმა ნათლად ცხადყო თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე. თუ 1991 -1992 წლებში არაკანონიერი  შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურება. ახლა ორი წელია  ცრუ ბრალდებებით, სახელგამტეხი ინფორმაციების მუდმივი ტირაჟირებით ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  გიორგი პაპუაშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობასა’’ და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ არასამთავრობოებთან ერთად ცდილობენ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები: პროკურატურა, პოლიცია და სასამართლო. სწორედ ამ ინსტიტუტების ჩამოშლის შემდეგაა შესაძლებელი სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციების მოწყობა რომელსაც უკვე კარგა ხანია აანონსებს ნაცმოძრაობა. 

1.გიორგი პაპუაშვილის განცხადება რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე მიდის ზეწოლა და შანტაჟი თავიდანვე იმიტომ არ იყო სარწმუნო, რომ თავად მოსამართლეებმა ლალი ფაფიაშვილმა, მერაბ ტურავამ, ოთარ სიჭინავამ და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა თავაძემ  მედიასთან  კატეგორიულად უარყვეს მათზე და სასამართლოს სხვა წევრებზე რაიმე სახის ზეწოლა და შანტაჟი. პაპუაშვილის   საჯარო განცხადებიდან გავიდა  6 დღე და მიუხედავად მყისიერი შეთავაზებისა  მთავარი პროკურატურის მხრიდან,  გამოცხადებულიყო პაპუაშვილი დაკითხვაზე ამ უკანასკნელმა  კატეგორიული უარი განაცხადა. არ ვენდობი გამოძიებას და პროკურატურასო. ჩნდება კითხვა რატომ არ მიდის გამოძიებასთან სასამართლოს თავმჯდომარე. ამ კითხვაზე პასუხი ნათელია. მას არ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, მას ეშინია რომ თავად არ აღმოჩნდეს ბრალდებული ცრუ დასმენის გამო, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით   დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა კანონით ისჯება. მიუხედავად ამისა ნაცმედია და ნაც არასამთავრობოები ხელისუფლებას სდებენ ბრალს საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო რაც გაუგებარია. რადგან წარსულში ჩადენილ დანაშაულზე თუ თავად ამგვარი წეზოლის და შანტაჟის მსხვერპლმა არ მიაწოდა ინფორმაცია და მტკიცებულება პროკურატურას, არ ითანამშრომლა მასთან რა საქმის გამოძიებაზე შეიძლება იყოს საუბარი.

2. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ასევე  ღიად დაარტყა  ძალოვან სტრუქტურებს როცა თქვა ჩემი სიძე როგორ გაჩხრიკეთო. ნებისმიერ წამყვან ევროპულ ქვეყანაში  ამ განცხადების შემდეგ დაიწყებდნენ პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომაზე საუბარს, რადგან პრეზიდენტმა დაარღვია კანონის წინაშე ყველას თანასწორობის აღიარებული პრინციპი. აშშ-ს და ევროპის წამყავანი ქვეყნების პირველი  პირების შვილები და ოჯახის წევრები ხშირად ყოფილან კანონთან კონფლიქტში და გასამართლებულნიც, მაგრამ ეს  არ გამხდარა მათ მხრიდან რაიმე შეთქმულების ძიების მიზეზი. თანაც ისიც  გასათვალისწინებელია  რომ ჩხრეკისას პრეზდენტის სიძის თანმხლებ პირს აღმოჩნდა ცივი იარაღი, რამაც შექმნა  გონივრული ეჭვი  რომ შესაძლოა  თავად პრეზიენტის სიძეს და სხვა პირებსაც ჰქონოდათ იარაღი ან სხვა  კანონით აკრძალული საშუალება.  აღსანიშნავია,  რომ  გიორგი მარგველაშვილი მის უფლებებს კანონთან კონფლიქტში მყოფ  სხვა  ახლო ნათესავების  გადასარჩენადაც ხშირად იყენებს. რისი დასტურიც    2013 წელს მისი ცოლის ძმის შეწყალებაა. მაკა ჩიჩუას ნახევარძმა, მიხეილ მგალობლიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ჯგუფულად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 17 წელი მიუსაჯეს, მარგველაშვილმა შეიწყალა და ციხიდან გაათავისუფლა. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მაკა ჩიჩუას ძმა, მანამდე ორჯერ იყო გასამართლებული - ნარკოტიკების მოხმარებისათვის, ხოლო ბოლო დანაშაული მან პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა. მიხეილ მგალობლიშვილმა ციხე 2013 წელს მაშინ დატოვა, როცა მას მინიმუმ კიდევ 10 წელი ჰქონდა მოსახდელი.

3. თუკი პრეზიდენტი საუბრობს მასზე ზეწოლაზე, თუკი საკონსტიტუციო სამართლოს თავმჯდომარეც საუბრობს ამგვარ ზეწოლაზე და ორივე მათგანი ღია ბოიკოტს უცხადებენ საგამოძიებო სტრუქტურებს და მათ ვიღაცეების პოლიტიკურ ინსტრუმენტად მიიჩნევენ. ამ ფონზე რაღა უნდა იფიქროს უბრალო მოქალაქემ რომელსაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებიდამ ასეთი განცხადებები ესმის.  ნათელია,  ყოველივე მიზნად ისახაბს საზოგადოებაში დაუცველობის და უკანონობის განცდის შექმნას, რათა არჩევნების წინ  ნაცმოძრაობის დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალებას სწორედ ამ უბრალო მოქალაქეებმა მხარი დაუჭირონ.

4. პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები ასევე გათვლილია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.  როცა სახელმწიფოს მიერ ძალადობაზე ქვეყნის პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სამართლოს თავმჯდომარე საუბრობს  ამას  სხვა ელფერი და გამომხმაურება აქვს. ეს ჩვენ ვიცით რომ ორივე ოდესიდან იღებს დავალებებს ამ განცადებების გასაკეთებლად, მაგრამ ევროპაში ამის ახსნა ხშირ შემთხვევაში  ძალიან ჭირს. ერთი კი უდავოდ ფაქტია მარგველაშვილის და პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევისკენ და   ნაცმოძრაობის დაანონსებული სახელმწიფო გადატრილაებისთვის შესაბამისი ფონის შექმნისკენაა მიმართული.’’