პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს გარდა, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ხალხის მტრები არიან! („საერთო გაზეთი“)

  მსოფლიოში არ არსებობს მეორე ისეთი ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებენ საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ! მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყნის მთავარ კანონში შეეტანოთ დეფინიციები სახელმწიფოს მისწრაფების შესახებ რაღაც დროებით ორგანიზაციებში, მით უმეტეს, სამხედრო ბლოკში გაწევრიანებისკენ! ასეთი რამ ნატოს წევრი ქვეყნების კონსტიტუციებშიც კი არ წერია, მაშ რატომ უნდა გაჩნდეს ასეთი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში, რომელსაც ჯარი, პრაქტიკულად, არ ჰყავს?!
უბლოკო სტატუსი ანუ .. სამხედრო ნეიტრალიტეტი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს შენარჩუნების კარგი მეთოდი იყო. დღეს კი, იქ რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. უბლოკო სტატუსზე ლაპარაკი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიებად არ ჩავთვლით. და ამ შემთხვევაშიც კი, უბლოკო სტატუსზე ლაპარაკი არასერიოზულია, იმიტომ რომ საქართველოში იმყოფება ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, სამეკავშირეო ოფისები, შეიარაღება, სამხედრო ობიექტები და დანარჩენი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამერიკელების ფულით არის შექმნილი.
 ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ აქ არ არიან არც რუსები, არც ამერიკელები. განა შეძლებს გეოპოლიტიკურად მიმზიდველი ქვეყანა ჯარისა და მოკავშირეების გარეშე ასეთ `ცხელ~ რეგიონში თავის დაცვას?! შეძლებს კი საქართველო, მარტო დაუპირისპირდეს ტერორიზმსისლამურ სახელმწიფოს, რომელთან საბრძოლველად სუპერსახელმწიფოებიც კირუსეთი და აშშკოალიციებს ქმნიან, ანუ სამხედრო ბლოკებში ერთიანდებიან?!
რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს! მითხარით, გეთაყვა, რა დაეწუნებოდათ მოკავშირეებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ), რომელიც საქართველომ დატოვა? და რა საჭიროა, აპრიორი, კონსტიტუციის დონეზე გამოირიცხოს საქართველოს შესვლა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (ЕврАзЭС), რომელიც, ეკონომიკურის გარდა, ერთიან სამხედრო სივრცეს, ანუ სამხედრო ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს?! მოვლენები როგორ განვითარდება, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, მაშ, რა საჭიროა წინასწარ „ხიდების დაწვა“?
საქართველო ნატოში შესვლაზე უარს ერთი მარტივი მიზეზით ვერ იტყვისიმიტომ, რომ საქართველოს ნატოში არავინ არ იღებს და მიღებას არც აპირებს! როგორ შეიძლება, უარი იმაზე თქვა, რაც არ არსებობს?! უსუფაშვილის წინადადება რომც გავიდეს და კონსტიტუციაში ჩაწერონ დებულება საქართველოს ნატოსკენ მუდმივი სწრაფვის შესახებ, ჩვენ სამუდამოდ `სუფრასთან მიშვებისკენ მიმსწრაფველებად~ დავრჩებით, როგორც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ფაზილ ისკანდერი იტყოდა. ასე რომ, რუსეთის მოტყუება და უბლოკო სტატუსის გაცვლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე არ გამოვა. ხოლო ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე უარის თქმა რუსეთთან დათმობაზე წასვლა კი არა, საქართველოსთვის სიკეთეა და მის სახელმწიფო ინტერესებს პასუხობს.
საქართველოს მიერ უბლოკო სტატუსის მიღებას ავტომატურად არ მოჰყვება აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, რუსეთის მიერ მათ აღიარებაზე უარის თქმა და დევნილების დაბრუნება. ამისათვის სხვა, მაქსიმალურად კონფიდენციალური იუველირული მუშაობაა საჭირო და არა მოსკოვში გაპიარებული სირბილი და პლაკატური ლოზუნგები.
 ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებსაც კონსტიტუციაში რაღაცების შეცვლა სურთ, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ მათთვის მხურვალედ საყვარელ ამერიკაში მხოლოდ ერთი კონსტიტუციაა, რომელიც 1787 წელს მიიღეს და რომელშიც დღემდე მხოლოდ 27 შესწორებაა შეტანილი! საქართველოში კი 1921 წლიდან ოთხი კონსტიტუცია გვქონდა, ბოლო ორი 1995 და 2010 წელს იქნა მიღებული, შესწორებების რაოდენობაზე ხომ აღარც ვლაპარაკობ!
 როცა სხვადასხვა ინსტიტუციები პოლიტიკური პროსტიტუციით არიან დაკავებული და კონსტიტუციებს კარიერული და კორუფციული მოსაზრებებით ცვლიან, ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველი ასეთი კაბალური შესწორების ან კანონპროექტისთვის დასავლეთი დიდ ფულს უხდის პარლამენტის თავმჯდომარეს. მაგალითად, უსუფაშვილმა უეჭველად უხვი ანაზღაურება მიიღო პარლამენტში ინიცირებული და გატანილი „ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის“. 
თხუნელა უსუფაშვილს ამით ერთდროულად რამდენიმე ძირგამომთხრელი მიზნის მიღწევა სურდა: წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ პოტენციურ ამომრჩევლებში პანიკის გამოწვევა და მათი დაფრთხობა; ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთა – რესპუბლიკური პარტიის, „ნაცმოძრაობის“, ალასანიას, ბურჭულაძის, ჯაფარიძის, ვაშაძის, კაციტაძის და სააკაშვილის სხვა სატელიტი პარტიების ინტერესების სასარგებლოდ; ბიძინა ივანიშვილის იმიჯის შელახვა, რომელიც თითქოსდა ქართველ ხალხს ტოვებს და საზღვარგარეთ გარბის; ქართველების გაბრაზება ივანიშვილზე, რომელიც ვითომდა ფარულად უზიარებს თავის საიდუმლო გეგმებს ხალხისათვის საძულველი რესპუბლიკელების ლიდერს. და რაც მთავარია, ამ განცხადებით უსუფაშვილმა ივანიშვილის დაშანტაჟება სცადა.
 ივანიშვილის პარტიის პრორუსულობაში მხილებით ხიდაშელი მთავრობას აშანტაჟებს, რეპრესიებისკენ უბიძგებს, როგორც სააკაშვილის დროს; ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს – დემოკრატიას, რომლის წყალობითაც ამ „პრორუსულმა ძალებმა“ საკუთარი თავის ხმამაღლა წარმოჩენა გაბედეს; ხიდაშელი დასავლეთის თვალში ივანიშვილისა და მისი პარტიის დისკრედიტაციას ახდენს, როგორც „პრორუსულის“, და „ერთადერთი პროდასავლური“ რესპუბლიკური პარტიისთვის ახალ-ახალ გრანტებს იხვეჭს. და რაც მთავარია, ხიდაშელიც, როგორც მისი ქმარი, ივანიშვილის დაშანტაჟებას ცდილობს, რათა ერთი-ორი მილიონი წაჰგლიჯოს!
 სინამდვილეში, ოფიციალური მოსკოვი ყოველთვის ამჯობინებს, საქმე ოპოზიციასთან კი არა, ხელისუფლებასთან დაიჭიროს, თუნდაც ყველაზე უარესთან, როგორიც იყო შევარდნაძის ან სააკაშვილის ხელისუფლება, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებებს მაინც ხელისუფლება იღებს. ასე რომ, თხუნელა ხიდაშელიც ცრუობს, ისევე, როგორც მისი ქმარი.
საინტერესოა, რესპუბლიკელები და ყველა ის, ვინც დღეს პრორუსული ძალების“ აკრძალვას ითხოვს, რატომ არ მოითხოვენ, აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობაკრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც საქართველოში სისტემური დამნაშავეობა დანერგა და რომლის დამფუძნებელი და უცვლელი ლიდერი ოფიციალურად ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სიფილიტიკი სააკაშვილია?! ხალხის ნების მიუხედავად, რატომ არ დაიწყო კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელშიც რესპუბლიკური პარტიაც შედიოდა, სამართლებრივი პროცედურები იმ პარტიისთვის რეგისტრაციის გასაუქმებლად, რომელიც მხილებულია საქართველოს მოქალაქეთა მასობრივ წამებასა და მკვლელობაში, საკუთარი ხალხის გენოციდში სამაჩაბლოში?! 
 სირცხვილი! სამეგრელოს ანალური ჯალათის, მანიაკის, შიზოფრენიკისა და ნარკომანის ცოლი, ცე-ერ-- მსუბუქი ყოფაქცევის ჯაშუში, მოკლული პატიმრების ორგანოებით მოვაჭრე სანდრა რულოვსი პარლამენტში კენჭს ზუგდიდიდან მაჟორიტარად იყრის! ანდა ქართული ოცნებისმიმნებებლობით, გიულენის და გიულის შავი ზღვის უნივერსიტეტის გვერდზე რატომ იმყოფება დღემდე დივერსიული ცენტრი ოქროს ასოებიანი წარწერით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ფულით აშენდა და სადაც მისი წიგნები ინახება?! თუ რუსეთი ერდოღანს არ გადაარჩენდა და თურქეთში სამხედრო გადატრიალება გაიმარჯვებდა, მეორე ეტაპზე თურქული არმია აჭარაში შემოვიდოდა – ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ხუთი წლით ადრე – „ბათუმის ვილაიეთის“, „გურჯისტანის“ მმართველად კი – გიულენის შვილობილ მიშა-ფაშას დასაბრუნებლად! 
 რაც შეეხება რუსეთს, ის დაელაპარაკება ყველა ჯანსაღ და კომპეტენტურ ძალას, თუ ისინი შედგებიან, როგორც პოლიტიკური პარტიები და პარლამენტში მოსვლას შეძლებენ, რაც ხალხის მხარდაჭერის მოწმობა იქნება. ამიტომ ასეთმა ძალებმა უნდა დაარწმუნონ არა რუსი პოლიტიკოსები, არამედ ქართველი ხალხი, რათა მოიპოვონ უფლებამოსილება, რუსეთთან თავიანთი ამომრჩევლის სახელით ილაპარაკონ.
 მე მაინც მიბჟუტავს იმედი, რომ ხელისუფლება, რომელმაც გასულ კვირას პუშკინის ქუჩაზე სააკაშვილის მიერ გაუქმებული ორმხრივი მოძრაობა აღადგინა, იმ დიდ გზაზეც აღადგენს ორმხრივ მოძრაობას, რომლითაც ალექსანდრ სერგეევიჩი რუსეთიდან საქართველოში დადიოდა...

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშბილი
წყარო: „საერთო გაზეთი“ №32
2016 წლის 24 აგვისტო