საზოგადოება
"საქინფორმი" გამარჯვებას ულოცავს გიორგი ნადარეიშვილს და "სტარტაპ საქართველოს" დანარჩენ 50 ფინალისტს!

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ინოვაციური ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის "სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს 51 ფინალისტი ყავს150-მდე განაცხადიდან საუკეთესოები "სილიკონის ველის" საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. ფინალისტებს სერტიფიკატები და "სტარტაპ საქართველოს" სიმბოლო გადაეცათ, რომელიც "ტექნოპარკშიდამზადდა.
 "სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური კომპონენტის დახურვის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და სიტყვით გამოვიდა (პრემიერის გამოსვლის სრული ტექსტი წაიკითხეთ აქ).
 „ეს პროგრამა, რომელიც გახლავთ მთავრობის ოთხპუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, არის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს პროგრამა ახალისებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას და აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს, წამოიწყონ თავისი საქმე. შესაძლებელია კარგ იდეაზე დაყრდნობით ინოვაციური იდეის მოფიქრება და ბიზნესის წამოწყება საქართველოში, არა მხოლოდ ბიზნეს სექტორის, არამედ სტარტაპ ჯორჯიას მეშვეობით“,
 - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა (პრემიერის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი იხ. აქ).
 "საქინფორმის" რედაქცია 
საქართველოში "ტექნოპარკის" გახსნის და ინოვაციური ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ პროგრამას "სტარტაპ საქართველოთავიდანვე დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს და მკითხველს დაწვრილებით აუწყებდა ამ შესანიშნავი წამოწყების და პროექტის ყველა სიახლის თაობაზე. მაგრამ მას მერე, რაც ტექნოპარკის Facebook-გვერდზე ყველა პრეზენტაციას გავეცანით, რომლებიც 2 ნაწილად 2 ვიდეოშია წარდგენილი, ჩვენი ფავორიტი პირველ დღეს გამოსული პირველივე პრეტენდენტი - გიორგი ნადარეიშვილი გახდა, თავისი ძალზედ პრაქტიკული და, ამავე დროს, ორიგინალური იდეით (იხ. ვიდეო, რომელიც გიორგი ნადარეიშვილის პრეზენტაციით იწყება).
და არ შევმცდარვართ - გიორგი ნადარეიშვილი 51 გამარჯვებულ ფინალისტ შორის არის და ის პრიზით - 100 ათასი ლარით დაჯილდოვდება!
 "რუსთავი 2"-ის მოკლე ტელესიუჟეტში ის სულ ორიოდე სიტყვ საუბრობს თავის პროექტზე 
(გიორგი ნადარეიშვილის კომენტარი იხ. აქ), ხოლო"საქინფორმი" ახლო მომავალში ჰპირდება თავის მკითხველებს ვრცელ ინტერვიუს ახალგაზრდა გამომგონებელ გიორგი ნადარეიშვილთან, რომელიც დაწვრილებით მოგვიყვება თავის მაღალტექნოლოგიურ ინოვაციაზე - პლატფორმაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბრენდებს და მძღოლებს და ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც მანქანა და სურვილი აქვს,  საკუთარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.
 "საქინფომის" რედაქცია ულოცავს გიორგი ნადარეიშვი, რომელმაც საქართველო ავტორიტეტული საერთაშორისო კომისიის წინაშე ასახელა და დიდ წარმატებას უსურვებს მას!  "სულ ზევით! ზევით!", როგორც "ტექნოპარკის Facebook-გვერდის ყდაზე წერია.