პოლიტიკა
უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ

 საქართველო, 29 აგვისტო, საქიფორმი. ამის შესახებ აღინიშნა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ მი ენჰუასთან  და სხვა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან  გამართა. 

 გიორგი კვირიკაშვილმა ჩინელ ბიზნესმენებს  საინვესტიციო გარემო გააცნო.

 შეხვედრაზე ყურადღება გახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე. 

 მხარეებმა ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რაც, მათი თქმით, დიდ შესაძლებლობას ქმნის  ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.