სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა ხელი მოაწერესშეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო ანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია 
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშნვნელობაზე და ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.