სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. შეხვედრის მთავარი თემა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო.

 „საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმის დაცვით. შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, - განაცხადა აშშ-ის ელჩთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 შეხვედრაზე შს მინისტრმა და აშშს-ის ელჩმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში დაგეგმილი შს სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის მთავრობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორ 110-ფუთიან Island-ის კლასის საპატრულო ხომალდს საჩუქრად გადასცემს.