საზოგადოება
„მე ვაკრიტიკებ არა მესამე სექტორს, არამედ იქ თავშეფარებულ ხალხს!“ – ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებში მყოფ „ნაცმოძრაობის“ აგენტებს ამხელს

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ, უკაცრავად და, გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის, იბრალებს და ისეთ ნიშას იკავებს, ისეთი აგრესიულები არიან,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც კი არ არიან ხშირად, რომლებიც არასამთავრობოებს აფარებენ თავს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 ყოფილ პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, 26 მაისის აქციის დარბევის კადრების გავრცელებას პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს.

 "ალბათ, "პაგონებიანმა" გიგაურმა თქვა. ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო "პაგონები" მაგ დროს. მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ, თქვან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, კეთილი ინებონ და დაირქვან სახელი, რომელიც მათ ეკუთვნით. ორმაგ დანაშაულს სჩადიან, როგორც ლეიბორისტული პარტია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.