უცხოეთი
პუტინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს ვოლოდინის კანდიდატურას, ნარიშკინი კი საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად დაინიშნა

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ვიაჩესლავ ვოლოდინის კანდიდატურას ახალი მოწვევის სახელმწიფო მდივნის თავმჯდომარის პოსტზე და დასძინა, რომ მისი დანიშვნა დეპუტატების პრეროგატივაა.

 „დგება საკითხი სახელმწიფო დუმის ახალი თავმჯდომარის არჩევის შესსახებ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სადეპუტატო კორპუსის საქმეა“, – განაცხადა ვ. პუტინმა პარასკევს 18 სექტემბერს, მეშვიდე მოწვევის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.

 „მე და დიმიტრი ანატოლიევიჩი (მედვედევი), ჩვენის მხრივ, ვთხოვთ „ედინაია როსიას“, მხარი დაუჭირონ ვიაჩესლავ ვიქტორის ძე ვოლოდინის კანდიდატურას“, – განაცხადა პუტინმა.

 სახელმწიფო დუმის ყოფილი თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად დაინიშნა.