აქტუალური
„ანაკლიის პორტი გრანდიოზული პროექტია, რომელიც თავისუფალი ეკონომიკური ზონის დაფუძნებასაც ითვალისწინებს“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კითხვას, აპირებს თუ არა თავისუფალი სავაჭრო ზონების გახსნას.

 „ანაკლიაში აშენდება პორტი და იწყება მშენებლობა უახლოეს პერიოდში. ეს არის გრანდიოზული, ძალიან დიდი პროექტი.  ამავდროულად, ამ პროექტში განიხილება  თავისუფალი ეკონომიკური ზონის დაფუძნებაც, რომ ეს პროექტი ბიზნეს ენაზე იყოს გამართული, იყოს რენტაბელური. ამას უნდა კარგი კანონმდებლობა, კარგი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან. ახალი წლიდან დაიწყება მშენებლობა ანაკლიის პორტის. ეს ძალიან დიდ წინსვლას და დიდ პერსპექტივას უქმნის ჩვენი ეკონომიკის განვითარებას”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.