აქტუალური
„ყველანაირი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილურობის არევისკენ, იქნება ჩახშობილი“ – ლევან იზორია

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, სადაც ყველა პროცესი დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს,  მათ შორის - საარჩევნო პროცესიც, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  ჟურნალისტებს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მთავარი პროკურატურის მიერ მრავალ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული, ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიშკა სააკაშვილის მიერ დაგეგმილი მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ შეკითხვის პასუხად განუცხადა.

 როგორც იზორიამ აღნიშნა, ხალხი განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის ხელისუფლება.

 "ამას არ განსაზღვრავს სააკაშვილი და არც სხვა, ამას განსაზღვრავს ქართველი ხალხი. ყველანაირი მცდელობა ამ პროცესების მიღმა გარკვეული მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილური სიტუაციის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი", - განაცხადა ლევან იზორიამ.

 "მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ყველაფერი წავა მშვიდობიანი გზით და კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.