აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი: „მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში მხარდაჭერას უცხადებს“

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონის შეხვედრისას აღინიშნა.

 მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა.

 შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებსაც მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს და მზად არის, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც განაგრძოს.

 მერსი ტემბონმა მსოფლიო ბანკის სახელით კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან დაკავშირებითაც.

 შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.