სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: ყველა იმ ადამიანის პირადი მტერი ვიქნები, ვინც აღმართავს ხელს ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე!

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია შს მინისტრის ინიციატივით დაიწყო და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში" ფარგლებში ხორციელდება.

 კამპანიის მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

 “არ შეშინდეთ, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, მთელი ჩვენი უწყება - 40 000 ადამიანი თქვენ გვერდით ვართ, იმისთვის, რომ დაგიცვათ”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.