საზოგადოება
გივი თარგამაძე: სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება არის მიუღებელი და აზიანებს მეორე ტურების კამპანიას

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე სანდრა რულოვსის მიერ მეორე ტურზე უარის თქმას მიუღებელს უწოდებს.

 როგორც თარგამაძემ განაცხადა, პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე და, აქედან გამომდინარე, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება აზიანებს მეორე ტურების კამპანიას.

 "ჩვენ ყველამ ვიცოდით წინასწარ, რომ ივანიშვილი დაგვიპირისპირებდა უკიდურეს ძალადობას, მანიპულაციებს, დაშინებას. ამიტომ აქ ახალი არაფერი არ მომხდარა. ბუნებრივია, პარტია ახდენს ძალისხმევის გონივრულ დიფერენცირებას დარჩენილი მეორე ტურების ოლქების მიხედვით, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბრძოლას აქვს აზრი, ყველაზე ნათლად დაადასტურა მარნეულის ამომრჩეველმა. ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურებში", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.