საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016 წლის რეიტინგში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და 41-ე ადგილი დაიკავა. 2014 წელთან შედარებით პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა.
საქართველოს პოზიცია 2016 წლის რეიტინგში გაუმჯობესდა შემდეგ კომპონენტებში: უცხოურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა - 30 ადგილით, სასაზღვრო ადმინისტრაციის ეფექტიანობა და გამჭვირვალობა - 2 ადგილით, სატრანსპორტო სერვისები და მათი ხარისხი - 3 ადგილით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი ხარისხი - 5 ადგილით, ოპერაციული გარემო - 17 ადგილით.
"საქართველო განაგრძობს საკუთარი პოზიციების გამყარებას რეგიონში და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საქართველოს პოზიცია რეიტინგში 5 ერთეულით უმჯობესდება 41-ე პოზიციამდე, მაშინ, როდესაც რეგიონში წინსვლა ამ მხრივ არ შეინიშნება. საქართველო არის რეგიონის ლიდერი ინდექსის ყველა კომპონენტში, ტრანსპორტის გარდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.