სამართალი
გიორგი კაკაურიძე: ონლაინ სესხის კომპანიები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ და რეგულაციებს არ დაექვემდებარებიან, ეტაპობრივად გაუქმდებიან

  საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ონლაინ სესხებზე რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებას.

 „რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ სესხების ნაწილის გაუქმებას, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის მქონე პირებზე მუშაობენ და იმით სარგებლობენ, რომ ეს მომხმარებლები ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ მათი დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, დაიხურება. რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს. ის ორგანიზაციები, რომლებიც სწორად აკეთებენ ბიზნესს და სწორი მენეჯმენტი აქვთ, რა თქმა უნდა, დარჩებიან და იქნებიან ბაზარზე. რა სახელწოდებით იქნებიან, ამას კანონი დაარეგულირებს, თუმცა ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ და რეგულაციებს არ დაექვემდებარებიან, ეტაპობრივად გაუქმდებიან", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.