რედაქტორისგან
აშშ–ს კავკასიაში დიდი ბრიტანეთი შეცვლის – CSSF-ის გეგმები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში (საქინფორმი)

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი.

საკითხის ისტორიიდან: მითი „რუსეთის პროპაგანდის“ შესახებ საქართველოში  პრეზიდენტმა სააკაშვილმა სპეციალურად დანერგა. „რუსეთის პროპაგანდა საქართველოში“ იმჟამინდელი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის მთავარ იდეოლოგიურ შემადგენლად და ინსტრუმენტად იქცა. ნებისმიერ პოზიციას, რომელიც თუნდაც რაღაცაში არ ემთხვეოდა ოფიციოზის მიერ დეკლარირებულ კურსს – „რუსული პროპაგანდის“, ხოლო ოპონენტებს, რომლებიც ალტერნატიული აზრის გამოხატვას გაბედავდნენ, „რუსეთის ჯაშუშების“ იარლიყი ეწებებოდათ, რაც პოლიციურ რეჟიმს სხვაგვარად მოაზროვნეებთან ანგარიშსწორების საფუძველს აძლევდა – იქნებოდნენ ისინი უბრალო ობივატელები, თუ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ანალიტიკოსები ანდა ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

 „რუსულ პროპაგანდასთან“ ბრძოლას კურირებდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. აშშ–ის სახდეპის იმჟამინდელი ხელმძღვანელობისა და ჯორჯ სოროსის ჩანაფიქრით საქართველო კავკასიაში ანტირუსული პროპაგანდის ცენტრად უნდა ქცეულიყო, სადაც ხორციელდება იდეოლოგიური დივერსიების დაგეგმვა, მომზადება და მართვა ჩრდილოეთ კავკასიაში (პანკისის ხეობის ფაქტორის გამოყენებით), სომხეთსა და აზერბაიჯანში (მთიანი ყარაბაღის ფაქტორის გამოყენებით).

 ბოკერია და მერაბიშვილი, გარდა საქართველოს შსს–ს სტრუქტურებში სპეციალურად შექმნილი სამსახურების (ახალი ხელისუფლების მიერ გაუქმებული) გარდა, კურირებდნენ ძირგამომთხრელი მიზნებისთვის სპეციალურად შექმნილ ტელეკომპანია „ПИК»–ს, რუსეთიდან მოწვეულ პროპაგანდისტებთან მატვეი განაპოლსკისა და ოლეგ პანფილოვთან ერთად, ასევე ინტერნეტ დივერსანტების – რუსულენოვანი ბლოგერების ჯგუფს. და, რა თქმა უნდა,  მრავალ ბეჭდურ გამოცემასა და ყველა ქართულ ტელეკომპანიას „რუსთავი 2“–ით სათავეში (მედია–კავშირ „ობიექტივის“ გამოკლებით). ურჩი მედიის მიმართ კი გამოიყენებოდა რეპრესიული ზომები – ტელეკომპანიებისა („იმედი“, „იბერია“ და სხვ.) და გაზეთების რედაქციების (გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში, „საქართველო და მსოფლიო“ და სხვ.) დარბევა მაშინ საქართველოში ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა.

თუმცა, რადგან ქართველ საზოგადოებას „რუსული პროპაგანდის“ არსებობისა ნაკლებად სწამდა, მეტი დამაჯერებლობისთვის გადაღებული და ნაჩვენები იქნა „ჯაშუშური დოკუმენტური“ სერიალი „ენვერის“ ორი სერია, ასევე „შეიკერა“ საქმეები „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ შპიონაჟის შესახებ“ (მაგალითისთვის – წამებით მოკლული, წითელი ვარსკლავის ორდენის ორგზის კავალერის, ავღანეთის გმირის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის  საქმე, გახმაურებული „რეპორტიორთა საქმე“ და სხვ.). უდანაშაულო ადამიანებს საშინელი წამებითა და მუქარით - რომ გამოაქვეყნებდნენ ვიდეოკადრებს, სადაც მათ აუპატიურებენ, აიძულებდნენ კამერის წინ ეღიარებინათ „სამშობლოს ღალატი და შპიონაჟი რუსეთის სასარგებლოდ“.

განსაკუთრებით ფართო გაქანებას მიაღწია განუკითხაობამ და დაკავებებმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ – კრემლის მიერ გადაბირებულ აგენტებად მაშინ თითქმის ნახევარი საქართველო გამოაცხადეს – პრაქტიკულად ყველა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების და სახელმწიფო ჩინოვნიკებისა გარდა. თუმცა 2011 წლის ბოლოს მეცენატმა და მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, აღშფოთებულ,  თუმცა სააკაშვილის შეიარაღებული ზონდერბრიგადების წინაშე უმწეო ქართველ ხალხზე დაყრდნობით, შექმნა პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც ერთი წლის შემდეგ – 2012 წლის 1 ოქტომბერს - მოიგო საპარლამენტო არჩევნები, რითაც ბოლო მოუღო სააკაშვილის სისხლიან დიქტატურას.

გავიდა 4 წელი, სააკაშვილი თავის პროპაგანდისტებთან – გავნაპოლსკისა და პანფილოვთან -  ერთად უკრაინაში გაიქცა, ტელეკომპანია „ПИК» დახურეს, ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვეს და საქართველო იქცა სამართლებრივ სახელმწიფოდ, თავისუფალი მედიით. სწორედ ამიტომ, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მეორედ – 2016 წლის 8 ოქტომბერს – კვლავ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსი გააგრძელა.

მიუხედავად ამისა, საუბარი საქართველოში არსებულ „რუსულ პროპაგანდაზე“ არ შეწყვეტილა. ანტირუსული პროპაგანდა განაგრძო ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპმა, რომელმაც სიმრავლით მეორე საპარლამენტო ფრაქცია, სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“, მოსყიდული ბეჭდური მედია, თვითმარქვია „ექსპერტები“ და ყველა მსხვილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია (NJO), ასევე სააკაშვილის იდეოლოგიური პარტნიორები – „რესპუბლიკური პარტია“ და პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, სათავეში მათი ლიდერებით – საქართველოს თავდაცვის ორი ექსმინისტრით – ირაკლი ალასანიათი და თინა ხიდაშელით.

ეს პუბლიკა, ვითომდა აქ არაფერია, კვლავ ხმამაღლა აცხადებდა „რუსული პროპაგანდის“, „რბილი ძალისა“ და საქართველოს წინააღმდეგ კრემლის „ჰიბრიდული ომის“, „რუსული პროპაგანდიდან მომდინარე საშიშროებებისა“ და მისი გამტარებლების ნეიტრალიზაციის აუცილებლობის შესახებ. ხიდაშელმა, დასავლეთელი კურატორების რეკომენდაციით, თავდაცვის სამინისტროში რუსულ პროპაგანდასთან მებრძოლი დეპარტამენტიც კი შექმნა (როგორც ნატოში, რომელიც გააუქმა მისმა მემკვიდრე ლევან იზორიამ).

საქმე იქამდე მივიდა, რომ „რუსული პროპაგანდის“ წაქეზებაში მათ თავად ბიძინა ივანიშვილი, მოქმედი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა დაადანაშაულეს, რომელმაც, თურმე გაბედა და არ გაიზიარა ქვეყანაში ვითომდა არსებული „სახიფათო მასშტაბების რუსული პროპაგანდა“(?!).

რა თქმა უნდა, საქართველოში მათი არავის სჯერა – ქართველ ხალხს იმუნიტეტი გამოუმუშავდა სააკაშვილის სექტის ყალბ აგიტაციაზე, მაგრამ „რუსულ პროპაგანდაზე“ მოლაყბე თავხედებს ეს არ აცბუნებთ. როგორც ის ფაქტი, რომ „პრორუსულმა“ პარტიებმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 5%–იანი ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლეს – იმდენად მწირი იყო მათი პიარ–კამპანიები. ნუთუ ეს იყო „სახიფათო მასშტაბების რუსული პროპაგანდა“?!

სინამდვილეში ზემოჩამოთვლილმა პუბლიკამ ჩინებულად იცის, რომ რუსეთმა 2004 წლიდან დემონტრატიული დისტანცირება მოახდინა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან და რომ რუსული პროპაგანდა აქ როგორც არ ყოფილა, ისე არც არის, ხოლო თითო–ოროლა რუსული მედია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, „სტერილურ“, გულისრევამდე ნეიტრალურ კონტენტს ავრცელებს. თუმცა, ქართველი ნეოტროცკისტები იძლებული არიან არა მარტო  ყოველდღიურად გააბრიყვონ თავისი ამომრჩევლები, არამედ დაუმტკიცონ თავისი საჭიროება პატრონებს – სპონსორებს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან და ლონდონიდან, რომლებსაც სისტემატურად სწერენ ყალბ ანგარიშებს „საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან თავისი თავდადებული ბრძოლის შესახებ“ (ამ ანგარიშებზე ქვემოთ ვისაუბრებთ). შედეგად ისინი აითვისებენ უზარმაზარ გრანტებს, რომლებსაც იმავე სახეწოდების ნატოს პროფილური დეპარტამენტი და სხვადასხვა დასავლური სამთავრობო ფონდი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში ურიცხავს, რომელთაგანაც ერთ–ერთი ამ პუბლიკაციის თემაა.

კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობი ფონდი (CSSF, დიდი ბრიტანეთი)

მას შემდეგ, რაც აშშ–ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, რომელსაც რუსეთთან და პუტინთან მეგობრობა და „ისლამური სახელმწიფოს“ ერთად განადგურება განუზრახავს, უარყოფითად არის განწყობილი აშშ–ის არმიის მონაწილეობის მიმართ ნატოს ოპერაციებში და აცხადებს, რომ ამერიკამ უნდა შეწყვიტოს „ფერადი რევოლუციების“ მოწყობა სხვა ქვეყნებში, ასევე აპირებს აშშ–ში უცხო ქვეყნების მთავრობების ინტერესებში ლობისტური საქმიანობის აკრძალვას, ნისლიან ალბიონში განგაშის ზარი შემოჰკრეს: „ევროკავშირთან ჩვენ ბრექსიტი „ვჭამეთ“, ამერიკას ჟღალი ალქაჯის გამო ვკარგავთ და თანაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც  უპატრონოდ დარჩებიან, თუ პუტინი მართლაც დაუმეგობრდება ტრამპსა და ამერიკელები იქიდან წავლენ, მაგალითად – საქართველოდან!“  

ანგლოსაქსები პანიკაში ჩავარდნენ და სასწრაფოდ გააგზავნეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ამერიკისა და ევროპის საქმეებში, სერ ალან დუნკანი, ბრიტანეტის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ჯენტლმენების დელეგაციის სათავეში – საქართველოს ხელისუფლებასთან „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ დასამყარებლად (იხ. ფოტო) . პლენარული სესიის რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს, სადაც დაფიქსირებულია „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში“.

საქინფორმისთვის გამოცანად რჩება: როგორ შეუძლია დიდ ბრიტანეთს, რომელმაც ახლახან დატოვა ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური უპერსპექტივობის გამო, იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომლის უალტერნატივო საგარეო პოლიტიკურ კურსადაც ევროკავშირისკენ სწრაფვაა გამოცხადებული? თუ ევროკავშირში ლონდონი ცუდად იყო, რა მოსაზრებებით უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას იქითკენ, საიდანაც სულ ახლახან დიდი ზარზაიმით თავად წავიდა?!

რისთვის სჭირდება საქართველოს, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებას და მოუთმენლად ელის ვიზალიბერალიზაციას, ასეთი სტრატეგიული პარტნიორი „პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთოების საკითხებში“?! საქართველოს მოქალაქეებს ხომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგაც უვიზოდ ინგლისში არ შეუშვებენ – ის შენგენის ზონაში არ არის და არასოდეს ისწრაფვოდა იქით (საქართველოსგან განსხვავებით), ასევე არ გაუცვლია თავისი გირვანქა სტერლინგი ევროზე. და რისთვის სჭირდება საქართველოს, რომელმაც ხელი მოაწერა აშშ–სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას, კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთის სახით?!

საქმე ისაა, რომ სერები ძალიან შეშფოთდნენ – მოლდოვასა და ბულგარეთში გაიმარჯვეს „პრორუსულმა“ ლიდერებმა და საფრანგეთშიც იმარჯვებს – ამიტომ ტრადიციულმა კოლონიზატორმა – დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა , თავისი გავლენის სფეროში დროზე მოექცია სამხრეთ კავკასია, მისი ცენტრი – საქართველოს შავ ზღვაზე გასასვლელით, აფხაზთი, სამხრეთ ოსეთი და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასია პანკისის ხეობის  მეშვეობით, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღით, ასევე მოლდოვა, უკრაინა და დნესტრისპირეთი, ამასთანავე, საცეცები გაეწვდინა მეზობელი თურქეთისკენ, რომელსაც ბოლო ხანია აძაგძაგებს ერდოღანისგან.

ზემოჩამოთვილილი ამოცანებით დაკავდება კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ბრიტანული ფონდი (CFFS), რომლის საქმიანობის შედეგადაც, შეეცდებიან საქართველო, ზემოჩამოთვილილი ქვეყნების ტერიტორიებთან ერთად,  ამერიკული ინტერესების (და შესაძლოა უკვე ინტერესობის) სფეროდან გადაძლიონ დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ინტერესების სფეროში, მაქსიმალურად დააშორონ ისინი რუსეთისგან

ცნობისათვის: კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდი (CSSF) 2015 წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. ფონდის სტრუქტურაში გაერთიანდნენ ზემონახსენებ სამინისტროებთან არსებული რიგი უწინ მოქმედი ფონდები. CSSF–ის ძირეულ განსხვავებას მასში შერწყმული წინამორბედი ფონდებისგან წარმოადგენს მისი მუშაობის კოორდინაცია უშუალოდ დიდი ბრიტანეთის ნაცონალური უსაფრთხოების საბჭოს მიერ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის თავმჯდომარეობით. ამ ორგანიზაციის შექმნით განხორციელდა ყველა სამთავრობო ფონდის ცენტრალიზაცია, რამაც მათი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის და სახელმწიფოს ხელმძღვანელობის დონეზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის კომპლექსური სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელების საშუალება მისცა.

ფონდის წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ამჟამად არსებობს ფონდის ორი წარმომადგენლობა: საქართველოში – ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ბიშკეკში – ცენტრალური აზიის საკითხებში, ხოლო ფონდის მუშაობას აღმოსავლეთ ევროპაში კოორდინაციას უწევს დიდი ბრიტანეთის საელჩო უკრაინაში, კიევში.

კავკასიასა და მოლდოვაში 2016–2017 წლებში კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდის (CSSF) პროგრამული დოკუმენტი

CSSF–ის პროგრამა საქართველოსა და მოლდოვასთვის კოორდინირებულია ეფექტიანი მართვის ფონდის (GGF) უკვე არსებული პროექტებით, „ამ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის გავლენის გაძლიერების მიზნით(პროგრამის დედნის გაცნობა ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ ქვემოთ, წინამდებარე პუბლიკაციის ბოლოს).

„2016–2017 წლებში საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში“ CSSF-ის საქმიანობის ოთხი მიმართულებიდან მთავარს ეწოდება „ზემოხსენებულ რეგიონებში რუსული მედიის მიერ გავრცელებული და ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა“.

საქინფორმი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ „ზემოხსენებულ რეგიონებში რუსული მედიის მიერ გავრცელებული და ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის“ არცერთი კონრეტული მაგალითი დოკუმენტში არ არის და ვერც იქნება, რაც „ატკატების“ მიღების მიზნით კარგად აწყობილ კორუფციულ მექანიზმზე მიგვანიშნებს.

შემდგომ მითითებულია, რომ აღნიშნული პროგრამრების რეალიზაცია მჭიდროდ უკავშირდება „დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ მიზნებს, რუსეთთან ურთიერთობების დამყარების სტრატეგიის ჩათვლით“.

საქინფორმი: ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, კავკასიის ქვეყნებს, მოლდოვასა და თურქეთს ამ თამაშში, რუსეთზე ზეწოლის მიზნით, პაიკებად გამოყენებას უპირებენ.

ზემოხსენებულ პროგრამას კავკასიაში რეგიონული კონფლიქტების საკითხებში (RCA) მრჩეველი, ხუთი საელჩოს თანამშრომლებთან ერთად განახორციელებს, ბრიტანელი სპეციალისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი), ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების (NJO) ჩართულობით, რომლებსაც “რეგიონში მსგავსი პროექტების რეალიზაციის დიდი გამოცდილება აქვთ”.

საქინფორმის ინფორმაციით, კავკასიასა და მოლდოვაში რეგიონული კონფლიქტების საკითხებში პოლიტიკური მრჩეველი გახლავთ დიდი ბრიტანეთის საელჩოს მრჩეველი საქართველოში კრისტოფერ ჯოისი – სავარაუდოდ, საკადრო მზვერავი, ინგლისის სადაზვერვო სამსახურის “MI 6” -ის (Military Intelligence Section 6) თანამშრომელი.

თავში „სტრატეგია“ მითითებულია, რომ „ამიერკავკასიის ქვეყნები და მოლდოვა განიცდიან რუსეთის გავლენას, რაც სრულებით მიუღებელი და შეუსაბამოა ევროპულ ღირებულებებთან“. ამიტომ მოცემული პროგრამის რეალიზაცია „ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთის წინაშე მდგარი უფრო გლობალური პოლიტიკური მიზნების მიღწევას“, ასევე „საშუალებას მისცემს აღნიშნული რეგიონი დიდი ბრიტანეთის გავლენის სფეროში მოაქციოს“.

საქინფორმი: აქ საკვანძო სიტყვებია „დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური მიზნები“, რომლებიც მდგომარეობს „დიდი ბრიტანეთის გავლენის სფეროში კავკასიის მოქცევას“. სხვაგვარად გამოდის, რომ დიდი ბრიტანეთი უხეშად ერევა საშინაო საქმეებში: სომხეთის - რუსეთის სტრატეგიული მოკავშირის; აზერბაიჯანის, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა უარი ამ „ევროპულ ღირებულებებზე“; მოლდოვის, რომლის მოქალაქეებმაც პრორუსი პრეზიდენტი აირჩიეს.

ანდა ანგლოსაქსებმა, მანამ, სანამ მართლმადიდებლურ საქართველოს თავს მოახვევდნენ „სტრატეგიულ პარტიორობას“, არ შეისწავლეს მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც განუყოფელ კავშირშია რუსეთის იმპერიის ისტორიასა და კულტურასთან, ამიტომ საქართველოს არ შეუძლია განიცადოს დისკომფორტი თავისი უძველესი და უახლოესი მეზობლის – რუსეთისგან.

განსაკუთრებული ყურადღება CSSF–ის ფონდის პროგრამაში ეთმობა ცალკეულ შემადგენლებს:

1. ზემოაღნიშნულ რეგიონებში რუსული მედიის მიერ გავრცელებული და ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც გულისხმობს „საინფორმაციო რესურსების შექმნას ხუთ ენაზე (აზერბაიჯანული, სომხური, ქართული, რუსული და ინგლისური) აღნიშნული რეგიონების საინფორმაციო სივრცეში ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების მიზნით“.

„დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირსა და ევროპაში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, საინფორმაციო ბრძოლის სფეროში მუშაობის ფარგლებში, ეს გადაიქცევა  საქართველოში მსგავსი მედიის შექმნის შესახებ GGF-ის პროექტისა და რუსულენოვანი მედიის შექმნის ახალი კამპანიის დანამატად. ახალი საერთო ევროპული პროექტი EECAD, რუსულენოვანი მედიის შექმნის შესახებ რეალიზებული იქნება წლეულს, CSSF–ის უკვე არსებული პროგრამების გამოყენებით. ზემოხსენებული პროექტის მიზანი მდგომარეობს აღნიშნულ რეგიონებში სიტუაციის განვითარებაზე დიდი ბრიტანეთის გავლენის შემდგომ გავრცელებაში“.

საქინფორმი: ყველაფერი ნათელია – დოკუმენტში ღიად არის ნათქვამი, რომ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობენ და შეიქმნებიან მედიასაშულალებები, რომლებსაც ჩვენ დამოუკიდებელი დემოკრატიული მედიის ეტალონად მივიჩნევდით, სინამდვილეში კი ის პროპაგანდისტულ რუპორს წარმოადგენენ პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ბრიტანეთის გავლენის გავრცელების მიზნით. (ბრიტანელების ამბიციას მსოფლიო ბატონობაზე გასაკვირად ნუ მიიჩნევთ – ეს ამბიციები მათ კოლუმბის ხანამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ, როცა მსოფლიოში საუკეთესო ფლოტსა და მრავალ კოლონიას ფლობდნენ).

„საინფორმაციო ბრძოლის საკითხებში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის (UKVNC) მუდმივი ყოფნა (CSSF-ის ფინანსური მხარდაჭერით) საქართველოს თავდაცვის სამინიტროში წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის წვლილს ნატო–საქართველოს ურთიერთქმედების პროცესში, რომელიც რეგულირდება უელსში, ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული წარმომადგენელი ხელს უწყობს საქართველოს თადვაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფას, ასევე ხელს უწყობს მთავრობებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემის შეუფერხებელ მუშაობას. ის მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიული განვითარების საკითხში (SDA) ჩვენს მრჩეველთან, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროშია მოვლინებული, ასევე GGF-ისა და ლონდონში მდებარე EECAD-ის საკომუნიკაციო განყოფილების საინფორმაციო ბრძოლის ჯგუფებთან“.

საქინფორმს ნაკლებად აინტერესებს, რით არიან დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინგლისელი მრჩევლები, რადგან ისედაც ყველაფერი ზედმიწევნით ნათელია...  საქმე სხვა რამეშია: შეიძლება თუ არა დამოუკიდებლად მიიჩნეოდეს სახელმწიფო, თუ მის ერთ–ერთ ყველაზე საიდუმლო უწყებაში, როგორიცაა თავდაცვის სამინიტრო, გამუდმებით იმყოფებიან უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები? და არა უბრალოდ წარმომადგენლები, არამედ ვიწრო პროფილის სპეციალისტები?!

2. ბრძოლა ძალადობრივ ექსტრემიზმთან: „ჩრდილოეთ კავკასიის რუსული რეგიონები კვლავაც რჩება რადიკალურად განწყობილი ბოევიკებისა და ექსტრემისტების სამშობლოდ, რომლებიც შემდგომში ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობენ. საქართველოს პოლიტიკურად მოწყვლადი რეგიონები (პანკისის ხეობა, აჭარა და ა. შ.) და აზერბაიჯანი ასევე წარმოადგენს სამიზნეს სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფებებისთვის. სწორედ ეს ფაქტი აქტიურად გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მიერ ზემოაღნიშნული სახელმწიფოების ტერიტორიებზე შესაძლო სამხედრო ჩარევისა და ინტერვენციის ერთ–ერთ პოტენციურ საბაბად“.  

საქინფორმი: ინგლისელები საოცარ არაკომპეტენტურობას - იმ რეგიონის სამარცხვინო არცოდნას ამჟღავნებენ, სადაც თავისი არისტოკრატიული ცხვირი შეყვეს! დაე იცოდნენ, რომ მთის კანონებით კავკასიაში არ იბრძვიან იქ, სადაც ცხოვრობენ, ამიტომ პანკისი და აჭარა ვერ იქცევა ბოევიკების  – იმ ადგილების მცხოვრებთა სამიზნედ, რომლებიც საომრად მიემგზავრებიან შორს - ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში!

დამნაშავე არიან მიმნდობი ინგლისელების ადგილობრივი ფასიანი დეზინფორმატორებიც, რომლებმაც, როგორც აღმოჩნდა, „არ იციან“, რომ სააკაშვილის შემდგომ, ბოევიკთა ბანაკები პანკისის ხეობაში (მერაბიშვილი რომ კურირებდა) აღარ არსებობს; რომ საქართველოს შსს კვალში უდგას და აკავებს ყველა გადამბირებელსა და რეკრუტს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მიემართებიან და პანკისში – სახლში, შვებულებით ბრუნდებიან; და რომ რუსეთის ფედერაციას ბევრჯერ ჰქონია პანკისში შესვლის მიზეზი, როცა იქ მის მიერ დევნილი ჩეჩენი ბოევიკები გადადიოდნენ, მაგრამ თვით სააკაშვილის დროსაც კი ამისგან თავი შეუკავებია!

3. შიდა კონფლიქტებს დაქვემდებარებულ თანამეგობრობათა იზოლაციისა და პოლიტიკური მოწყვლადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული საქმიანობა: „ჩვენ უშუალო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლების ორგანოებს არსებული კონფლიქტების დარეგულირებაში (აფხაზეთ, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი) და სხვადასხვა თანამეგობრობას შორის საიმედო ურთიერთობების დამყარებაში.

...უშუალო მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თავისი წარმომადგენლობების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები აღმოგვიჩენენ (ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მისია (EUSR), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (МНЕС), ეუთოს წარმომადგენლობა მოლდოვაში) დიდ წონას შესძენს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისკენ მიმართულ დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ საქმიანობას, ასევე განამტკიცებს მის გავლენას აღნიშნულ პროცესებზე. დარეგულირების პროცესების სიმტკიცის უზრუნველყოფისკენ მიმართული საქმიანობა ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გავლენის ნეიტრალიზაციას აღნიშნულ ქვეყნებში“.

საქინფორმი: ეს უთუოდ ინგლისური იუმორია! როგორ შეუძლია ტერიტორიული დავებით ტრადიციულად გახლეჩილ დიდ ბრიტანეთს, რომელსაც საუკუნეებია „საიმედო ურთიერთობები“ ვერ დაუმყარებია ირლანდიელებთან, ხელი შეუწყოს „არსებული კონფლიქტების დარეგულირებას“ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის?! რომლებიც ევროპელებს იმდენად  არ სცემენ პატივს, რომ ზემოჩამოთვლილი მისიების ქვეყანაში შეშვებაზე ძლივს დაყაბულდნენ?! აფხაზებსა და ოსებს ევროპელები და სხვა ნატოელები რომ ჰყვარებოდათ, ახლა საქართველოსთან იქნებოდნენ და არა რუსეთთან, რომლის „დესტრუქციული გავლენისგანაც“ მათ დაცვას ბეჩავი ანგლოსექსები აპირებენ...

4. უშიშროების ორგანოებისა და შეიარაღებული ძალების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ამაღლებისკენ მიმართული ნაბიჯები: „შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან დღეისათვის არსებულმა ურთიერთქმედებამ უკვე დადებითი გავლენა იქონია შემდგომი თანამშრომლობისთვის მყარი პლატფორმის შექმნაში, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს საქმიანობაში ჩვენი ჩართულობის გაფართოების მიზნით აღნიშნული სფეროს ფარგლებში. ბრიტანელი მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საქმეში მოვლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ის ასევე საკონსულტაციო დახმარებას უწევს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს. მის მოვალეობებში ასევე შედის ანალიტიკური მიმოხილვების მომზადება ორივე ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საკითხების შესახებ“.

საქინფორმი: ცინიზმის რა მარაგს უნდა ფლობდე, როგორ ცხვრებად უნდა მიგაჩნდეს ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, მოლდოველები და სხვანი, რომ „რუსული პროპაგანდის საფრთხეზე“ იყბედონ ქვეყნებში, სადაც თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებში კომფორტულად მოკალათებულან ინგლისელი მზვერავები?! რომლებსაც კაბინეტებში ყავასთან ერთად, სრულებით საიდუმლო ინფორმაცია შეაქვთ, რომელსაც ისინი თავის ხელმძღვანელობას უგზავნიან! ნუთუ ლეგენდარული ზვერავების, საკუთარი სიცოცხლის შეწირვის შიშით რომ მოიპოვებდნენ ჯაშუშურ ინფორმაციას, მხოლოდ კინოფილმებში და დეტექტივებში დარჩნენ?!

კეთილი, საქართველოს რომ თავი დავანებოთ, რა დაჰკარგვიათ ბრიტანელ მრჩევლებს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრის – სომხეთის თავდაცვის სამინისტროში?!

(საქინფორმი იმეორებს – ჩვენ მოგვყავს მხოლოდ ამონარიდები დიდი მოცულობის დოკუმენტიდან, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს, CSSF–ის პროგრამის დედანი კი, სადაც ინგლისურის მცოდნე მკითხველებს სრულად შეუძლიათ გაეცნონ ფონდის კონკრეტულ გეგმებს სომხეთთან, აზერბაიჯანსა და მოლდოვასთან დაკავშირებით, იხილეთ ქვემოთ, აღნიშნული პუბლიკაციის ბოლოს).

შემდეგი თავია – „სიტუაციის შეფასება თანამედროვე ეტაპზე“. პირველსაწყისი პირობების ტანახმად, რომლებიც CSSF-ის წესდებაშია გაწერილი, ფონდი შემდეგი მიმართულებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად დაარსდა:

*კონფლიქტების აღკვეთა ხანგრძლივვადიან მადესტაბილიზებელ ფაქტორებზე გავლენის მოხდენის გზით

*დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის არსებული მუქარების საფუძველში არსებული და მის ინტერესებზე ნეგატიური გავლენის მქონე პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული ქმედებები

*ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა უფრო მეტად რენტაბელური და ეფექტიანი სამშვიდობო და სხვა მრავალმხრივი პროგრამების სარეალიზაციოდ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა დიდი ბრიტანეთი აუცილებლად მიიჩნევს მრავალმხრივი ორგანიზაციების მეშვეობით მოქმედებას

*კონფლიქტების აღკვეთისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ღონისძიებების კომპლექსის გატარება, ასევე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის დამყარება

*ოპერატიული რეაგირება წარმოქმნილ კონფლიქტებზე, კონფლიქტების აღკვეთისკენ მიმართული მოკლევადიანი სამუშაოს ჩათვლით

*კონფლიქტის ხელახლა წარმოშობისა და სიტუაციის დესტაბილიზაციის აღკვეთისკენ მიმართული ზომების მიღება

*პოტენციალის ზრდისკენ მიმართული საქმიანობა, საკონსულტაციო მომსახურებისა და მხარდაჭერის აღმოჩენის ჩათვლით.

საქინფორმი: მართლაცდა, დასავლეთის ნებისმიერი სახელმწიფოს სპეცსამსახურების სტანდარტული მიზნები და ამოცანები...

დიდი ბრიტანეთის აზრით, იმისათვის, რომ აღნიშნული რეგიონის სახელმწიფოები ძლიერი, აყვავებული, სტაბილური და დემოკრატული იყვნენ, რაც ეროვნული უშიშროების სამსახურის სტრატეგიის ხანგრძლივვადიან მიზნებს პასუხობს, აუცილებელია შემდეგი შედეგების მიღწება (იხ. ცხრილი):

„ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი პოლიტიკური კურსის რეალიზაციისა და გავლენის გაფართოების პროცესში ინდივიდუალური კონტაქტების მნიშვნელობა. საკვანძო რეგიონული პოლიტიკური მოთამაშეების მოზიდვის უნარს დიდ ბრიტანეთში მომზადების გასავლელად და მათ მიერ ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებების მიღებას გაცილებით ხანგრძლივვადიანი დივიდენდების მოტანა შეუძლია, რომლებიც ერთი ფანინანსური წრის ფარგლებს საკმაოდ შორს გაცდება“, – აღნიშნულია, კერძოდ, დოკუმენტში.

საქინფორმი: დიახ, დიდი ფულით კარგი ნაცნობობის მქონე ცალკეული სუბიექტების გადაბირება და ხელახლა აღზრდა ძნელი არ არის. თუმცა, „ევროპული პრინციპები და ღირებულებები“ საქართველოში  ფეხს რომ ვერაფრით იკიდებს, ინგლისელებს, როგორც ჩანს, ადგილობრივმა დეზინფორმატორებმა დაუმალეს, სპონსორი რომ არ დაეკარგათ...

შემდგომ მოდის საკმაოდ საინტერესო თავი „გენდერული საკითხები და კონფლიქტებისადმი მედეგობა“, საიდანაც მხოლოდ ერთ საგულისხმო ციტატას მოვიყვანთ: „მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ჩვენი ხანგრძლივვადიანი მუშაობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნა სადავო საკითხების გადასაჭრელად, რაც დაგვეხმარება ვითარების განმუხტვასა და რუსეთისთვის ხელის შეშლაში, არსებული სიტუაცია საზოგადოების დესტაბილიზაციის მიზნებით გამოიყენოს. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია კადრების სათანადო მომზადების უზრუნველყოფა და მოქმედების ოპტიმალური გეგმის შემუშავება, რომლის რეალიზებასაც შეიძლება დაუყოვნებლივ შევუდგეთ (ყურადღება!), როცა საჭირო პოლიტიკური მომენტი დადგება (?!).

საქინფორმი: „კადრების მომზადება და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის დაუყოვნებლივ რეალიზებაც საჭირო პოლიტიკურ მომენტში  შესაძლებელი იქნება“ შეიძლება ნიშნავდეს - „საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების – ახალი „ფერადი რევოლუციის“ მოწყობას მოქმედი მთავრობის დამხობის მიზნით, თუკი ის ზედმეტ დამოუკიდებლობას და პატრიოტიზმს გამოაჩენს“.

„რამდენადაც დიდი ბრიტანეთი (როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების სახით) ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ–აფხაზური ნახევარფორმატიანი დიალოგის ჩამოყალიბების პროცესში, ჩვენ მოვახერხეთ კონტაქტების დამყარება საკვანძო მოთამაშეებთან, რომელთაგან ბევრი, ჩინოვნიკების მორიგი როტაციის შემდგომ, საკმაოდ გავლენიანი მდგომარეობის დაკავებას შეძლებს“.

საქინფორმი: მოისყიდეთ რამდენიმე აფხაზი ლიდერი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო?! თავს ნუ მოიტყუებთ, ჩვენიანებს ჩვენ უკეთ ვიცნობთ – ისინი თქვენს მუქთა ფულს აიღებენ, ბოლოს კი „გადაგაგდებენ“!

„ჩვენ მივავლენთ ჩვენს წარმომადგენლებს ევროკავშირის, ევროკავშირის სადამკვირვებლო და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის მისიაში (რომლებიც საზღვრისპირა ზონებში – გალსა და ხურჩაში კონფლიქტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობენ – საქინფორმი), რითაც აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლობების როლსა და მნიშვნელობას ვზრდით. ამასთან, აღნიშნული ქმედებები რეგიონზე დიდი ბრიტანეთის გავლენის შენარჩუნების გარანტიას იძლევა და ღიად ახდენს  მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ჩვენი მისწრაფების დემონსტრირებას რუსეთისა და რეგიონული მთავრობების წინაშე“.

საქინფორმმა ამის კომენტარი უკვე გააკეთა. თუკი მეფე არტურის შთამომავლებს საქართველოში სეირნობა მოსწონთ, გულითადად ვეპატიჟებით, ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ოღონდ თქვენ მუდამ უცხოებად დარჩებით როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისა და ოსებისთვის, იმიტომ, რომ არ იცნობთ ჩვენი ხალხების ენას, წეს–ჩვეულებებს, ისტროიასა და კულტურას, მაგრამ ჩამოხვედით, რომ, ველურებივით, შეგვარიგოთ! ამ აურზაურში კი მანდარინის პლანტაციების მონებად გვაქციოთ ჩვენსავე საკუთარ მიწა-წყალზე...

და საერთოდ, ბატონო ინგლისელებო! დაუფასეთ საქინფორმს ეს შრომა! ასეთ სიმართლეს თქვენს კმაყოფაზე მყოფი ადგილობრივი NJOებისგან ვერ გაიგონებთ!  

შემდეგ თავში – „უსაფრთხოების დონის შეფასება და  იურიდიული მხარდაჭერის აღმოჩენა საზღვარგარეთ“ – კერძოდ, აღნიშნულია, რომ „პროექტის კონკრეტული, განსაკუთრებით ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, მიმართულებებით, შემდგომი მუშაობის მიმდინარეობისას, შესაძლოა დაგვჭირდეს უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების დამყარება რუსეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან... ინფორმაცია, კონტაქტები ადგილობრივი სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, ასევე ურთიერთქმედება სამოქალაქო საზოგადოების უფრო ფართო ფენებთან უკიდურესად მნისვნელოვანია რეგიონში ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად... ადგილობრივი NJOების გამოყენების სტრატეგია ხშირად უფრო ეფექტიანია საერთაშორისო ორგანიზაციების გამოუენების სტრატეგიასთან შედარებით, ასევე, ამას შეუძლია მთლიანი ხარჯების შემცირება. ადგილობრივ NJOებთან მუშაობის მიმდინარეობისას ეკონომიკური ეფექტიანობისკენ სწრაფვის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, რომ არ დავუშვათ მიღებული შედეგების ხარისხის კლება“.

საქინფორმი: იქონიეთ ნამუსი, სერებო, და იყავით თანმიმდევრულნი! როგორ შეგიძლიათ დასახმარებლად მიმართოთ რუსეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს, რომელთა ოფიციალური ხელისუფლებების წინააღმდეგ მოქმედებთ? რის შესახებაც მათ მშვენივრად იციან, ამიტომაც დახურეს თქვენი ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალები თავიანტი ქვეყნების ტერიტორიებზე...

თავში „რენტაბელობა“ მითითებულია, რომ CSSF-ის გაერთიანებულ სამდივნოს განზრახული აქვს, 2020 წლის მარტამდე, აღნიშნული პროგრამის სარეალიზაციოდ ყოველწლიურად 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყოს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქმიანობის თითოეული მიმართულებისთვის გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიდგომა მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფისადმი.

1. რუსეთის მხრიდან მადესტაბილიზებელ დეზინფორმაციასთან ბრძოლა: „მოცემულ შემთხვევაში ჩვენ დავეყრდნობით ადგილობრივ NJOებს, რომლებსაც ჟურნალისტური კავშირები აქვთ მრავალ სახელმწიფოში, მათ შორის, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აუღიარებელ ქვეყნებში (აფხაზეთი. სამაჩაბლო, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი - საქინფორმი).

რაც შეეხება აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე ჩვენთან მომუშავე პარტნიორებს, განზრახული გვაქვს თანამშრომლობის გაგრძელება და ველით მათი საქმიანობის დადებითი, ჩვენ მიერ დაბანდებული სახსრების მოცულობის შესაბამისი შედეგების ხილვას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათთან მუშაობის შეწყვეტა ჯერ ძალიან ადრეა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც 105 000 გირვანქა სტერლინგზე მეტ დაფინანსებას იღებენ, დაფინანსების მხოლოდ ერთი წყარო ექნებათ“.

საქინფორმი: აი თურმე, რატომ გაჰყვირიან „რუსული პროპაგანდის“ შესახებ  „ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“, აღნიშნული პუბლიკაციის წინასიტყვაობაში მოხსენიებული არასამთავრო ორგანიზაციები (NJOები) და „ჯიბის“ ჟურნალისტები! თუმცა, საქინფორმი ვარაუდობს, რომ ინგლისელები ამაოდ ელიან „მათი საქმიანობის დადებითი, ჩადებული სახსრების შესაბამისი შედეგების ხილვას“. პატივცემულო ბატონო ინგლისელებო, მათთან მუშაობის შეწყვეტა თქვენთვის „ძალიან ადრე“ კი არა, ძალიან გვიანია! ასეთი  ფულის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო უფრო სანდო რაღაცის მოფიქრება, ვიდრე ყოველდღიური ისტერიკები „რუსთავი 2“–ის ტელეეთერში და ორიოდე აშკარად ყალბი და ბრიყვული ანგარიში „საქართველოში რუსული პროპაგანდის შესახებ“!

რატომ დაუშვეს პრაგმატულმა ინგლისელებმა „მიღებული შედეგების ხარისხის გაუარესება“, რისი დაუშვებლობის შესახებაც პროგრამაში თავად წერენ (იხ. ზემოთ)? რატომ იხდიან მილიონებს ხალტურაში, საქინფორმის რედაქციისთვის გამოცანად რჩება, ამიტომ ამას კვლავ განუმეორებელ ინგლისურ იუმორს მივაწერთ.  

2. ბრძოლა ძალადობრივ ექსტრემიზმთან: „ჩრდილოეთ კავკასიაში აღნიშნული მიმართულებით მუშაობას განახორციელებენ სანდო NJOები, რომლებიც მკაფიოდ ერკვევიან ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში, რაც აუცილებელია პროექტის წარმატებული რეალიზაციისთვის. რაც შეეხება მოცემული პროექტის ფარგლებში  ჩვენთან უკვე მომუშავე პარტნიორებს, ჩვენ განზრახული გვაქვს თანამშრომლობის გაგრძელება. საქართველოს ან აზერბაიჯანის მთავრობებთან ყველა ახალი სამუშაო კონტრაქტის განხორციელება მოხდება  მხოლოდ „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ხელმოწერის შემდგომ.

3. კონფლიქტებს დაქვემდებარებული სამოქალაქო საზოგადოებების მოწყვლადობისა და იზოლაციის დონის დაქვეითება: „უფრო მსხვილი პროექტები განხორციელდება CSSF-ის ჩარჩო–შეთანხმების მონაწილეთა მიერ, რომელთა შორის არიან გავლენიანი საერთაშორისო NJOები, რომლებსაც მსგავსი პროგრამების  რეალიზაციის დიდი გამოცდილება აქვთ აღნიშნულ რეგიონში. გრანტების გაცემის თაობაზე კონტრაქტების დადება ადგილობრივ პატარა NJOებთან შესაძლებელია მათი საინიციატივო წინადადების დამტკიცების შემთხვევაში“.

4. თავდაცვის სექტორისა და უშიშროების ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდა: „მუშაობას აღნიშნული მიმართულებით განახორციელებს თავდაცვის სამინისტრო, მისდამი დაქვემდებარებული შესყიდვისა და მონიტორინგის სისტემების გამოყენებით“.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები „შესყიდვებისა და მონიტორინგის განხორციელების სისტემიდან“ დღეს ციხეში სასჯელს იხდიან  ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს ჩადენილი ფინანსური დარღვევებისთვის.

ადგილობრივი NJOების გამოყენება, რომელთაგან დიდი ნაწილს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, დამატებით შესაძლებლობას იძლევა პროექტების წარმატებული რეალიზაციისთვის, ასევე ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, რაც საერტაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობისას შეუძლებელია. ადგილობრივი NJOების მხარდაჭერა ჩვენი მუშაობის ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, რაც აუცილებელია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების პოტენციალის ზრდისთვის, რომლებიც ძირითად მამოძრავებელ ძალად იქცევა დადებითი რეფორმების გატარების გზაზე რეგიონში.

ყველა კონტრაქტი, რომლის თანხაც 800 გირვანქა სტერლინგს აჭარბებს, უნდა მოიწონოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა. უფრო მცირე თანხიან კონტრაქტებს მოიწონებს რეგიონული პროგრამული საბჭოები“, – აღნიშნულია, კერძოდ, დოკუმენტში.

საქინფორმი: NJO, NJO, NJO, NJO... აი სად არის ბოროტების წყარო! თქვენ გარყვენით ჩვენი ახალგაზრდობა! სანამ თქვენ არ შესვით ჩვენი შვილები „გრანტების ნემსზე“ – მუქთა ფულზე, მანამ მათ მასწავლებლობა, ინჟინრობა, მხატვრობა, ექიმობა და კოსმონავტობა სურდათ! ახლა კი ისინი NJOოშნიკები, ანუ უსაქმურები არიან, რომლებიც მთელი დღე ოფისებში ყავას მიირთმევენ და „რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის“ შესახებ ყალბ პროექტებს წერენ!

მაინც რა პროფესიაა ეს NJOშნიკობა?!  და რას ნიშნავს „არასამთავრობო ორგანიზაცია“, თუ სახელმწიფოში არსებობს მთავრობა?!

თუმცა თქვენ ტყუილუბრალოდ როდი ხარჯავთ ფულს – შემდგომ თქვენ მიერ გატუტუცებული და გადაბირებული ჭაბუკები და ქალიშვილები პარლამეტში მოხვდებიან და მათი გამოკვება უკვე ჩვენ – ქართველ ხალხს, გადასახადების გადამხდელებს მოგვიწევს! თქვენ კი, ამპარტავანი დასავლეთელები, დემოკრატიას რომ გვასწავლით, დივიდენდებს მიიღებთ პარლამენტის მიერ მიღებული თქვენთვის საჭირო „ცისფერი“ კანონების სახით! ქართველების დამამცირებელი და საქართველოსთვის კაბალური... 

დაფინანსება

„CSSF”–ის საქმიანობის პროგრამა საქართველოსა და მოლდოვაში ითვალისწინებს 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგის ოდენობის ყოველწლიური ბიუჯეტის გამოყოფას 2020 წლის მარტამდე. ბოლო უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მითითებულ რეგიონში წლიური ბიუჯეტები მთლიანად შესრულდა და მიღებული იქნა შეთავაზება, დარჩენილი სახსრების გამოყენების შესახებ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

საქინფორმი: პრაგმატულო ინგლისელებო, თქვენ მუქთად ნემსსაც არავის აჩუქებთ! ამიტომ ამ მილიონებსაც ათმაგად დაიბრუნებთ, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ.

მართვა

„პროგრამის ხელმძღვანელობას განახორციელებენ CSSF-სგან დაფინანსების მიმღები შემდეგი თანამშრომლები:

  • *მრჩეველი რეგიონული კონფლიქტების საკითხებში (RCA) (კატეგორია D6) – ტერიტორიულად იმყოფება თბილისში – პასუხს აგებს პროგრამის რეალიზაციაზე კავკასიის რეგიონსა და მოლდოვაში. (შენიშვნა: მრჩეველი რეგიონული კონფლიქტების საკითხებში კავკასიის რეგიონში პასუხს აგებს პროგრამის შედგენაზე მოლდოვასთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი ღონისძიებების რეალიზაციასა და კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია მრჩეველი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში უკრაინაში. უფლებამოსილებათა ასეთი გადანაწილება EECAD-ის რეგიონულ საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყდა).

როგორც საქინფორმმა ზემოთ აღნიშნა, მრჩეველი რეგიონული კონფლიქტების საკითხებში კავკასიასა და მოლდოვაში გახლავთ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი კრისტოფერ ჯოისი.

 

  • პროგრამების რეალიზაციის სპეციალისტი (კატეგორია C5) - იმყოფება თბილისში - მის საქმიანობას აფინანსებს GGF, თუმცა სამუშაო დრო თანაბრად ნაწილდება GGF და CSSF-ის პროექტებს შორის. 2016 წლის მაისში დაგეგმილია აღნიშნული ვაკანსიის სრული განაკვეთის პირობებზე გადაყვანა. ანგარიშებს წარუდგენს მრჩეველს რეგიონული კონფლიქტების საკითხებში.
  • რეგიონული საინფორმაციო ბრძოლის სპეციალისტი (კატეგორია B3 – ადგილობრივად დაქირავებული თანამშრომლების რიცხვიდან) - იმყოფება თბილისში. ანგარიშებს წარუდგენს მრჩეველს რეგიონული კონფლიქტების საკითხებში.
  • პროგრამების რეალიზაციის სპეციალისტი ჩრდილოეთ კავკასიაში (კატეგორია B3- ადგილობრივად დაქირავებული თანამშრომლების რიცხვიდან) - იმყოფება მოსკოვში. ანგარიშებს წარუდგენს დიდი ბრიტანეთის საელჩოს მოსკოვში და მრჩეველს რეგიონული კონფლიქტების საკითხებში.
  • მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში (SDA) (კატეგორია D6, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში - კატეგორია B2) მივლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე მუშაობს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ანგარიშებს წარადგენს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს WEP-ში.
  • VNC (დიდი ბრიტანეთი) სტრატეგიული ურთიერთქმედების სპეციალისტი (ნატო) – (მივლინებული თანამშრომელი - გათანაბრებულია D& კატეგორიასთან, თავდაცვის სამინისტროში - B1 კატეგორია) - მიმაგრებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე. ანგარიშებს წარუდგენს რეგიონულ სამხედრო ატაშეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროპული პოლიტიკის განყოფილებაში და ნატოს შტაბბინაში.

შემდგომ საპროგრამო დოკუმენტში მოყვანილია „პროგრამის რეალიზაციასა და კონტროლის განხორციელებაში დამხმარე სხვა თანამშრომლების საშტატო ცხრილი, რომელთა მომსახურება არ ანაზღაურდება CSSF-ის ფონდის მიერ“ - ესენი არიან თანამშრომლები პროექტების რეალიზაციის ან პოლიტიკურ საკითხებში ბაქოს, ერევნის, კიშინიოვის, ანკარასა და თბილისის წარმომადგენლობებში.

აღნიშნულია, რომ „CSSF-მა მოახერხა ეფექტიანი ურთიერთქმედების დამყარება მთელ რეგიონში 5 საელჩოსთან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროგრამის შემუშავებაში, რეალიზაციასა და მონიტორინგში“. ხოლო „დანაშაულთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტო და თავდაცვის სამინისტრო ახორციელებენ თავისი პროექტების ხელმძღვანელობას უშუალოდ, შუამავალთა გარეშე და დროულად უგზავნიან ყოველკვარტალური ანგარიშებს სახსრების გახარჯვისა და მუშაობის შედეგების შესახებ მრჩეველს რეგიონულ საკითხებში“ (ანუ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ზემოდასახელებულ პოლიტიკურ მრჩეველს საქართველოში კრისტოფერ ჯოისს).

ხელმძღვანელობა

CSSF-ის კავკასიისა და მოლდოვის საბჭოს შემადგენლობაში შევლენ:

  • მრჩეველი რეგიონულ საკითხებში (კრისტოფერ ჯოისი)
  • ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენელი (ელჩი, ელჩის მოადგილე) და პროექტების სპეციალისტი  ბაქოს, თბილისის, ერევნის, კიშინიოვის საელჩოებში
  • ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენელი (ელჩის მოადგილე/D6+ კატეგორიის თანამშრომელი), პროექტების სპეციალისტი და თანამშრომელი მოსკოვიდან
  • დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (WEF და/ანდა რეგიონული სამხედრო ატაშე და მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში);
  • დანაშაულთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს წარმომადგენელი (სტამბული ან ლონდონი).

ყოველ 6 თვეში CSSF-ის საბჭომ კავკასიისა და მოლდოვის საკითხებში უნდა წარადგინოს ანგარიში ლონდონში - საბჭოში, რომელიც პროგრამების რეალიზაციას კურირებს EECAD-ში. აღნიშნული საბჭო გულდასმით შეისწავლის ცნობებს, რომლებიც კავკასიასა და მოლდოვაში პროგრამების განხორციელებას ეხება და თავის შეფასებასა და რეკომენდაციებს გაუგზავნის ზემდგომ ხელმძღვანელობას - EECAD/СНБ რეგიონულ საბჭოს“.

საქინფორმი: აი ისინიც, წინამდებარე პუბლიკაციის შესავალ ნაწილში ნახსენები ანგარიშები!

რისკები

საქინფორმს მოჰყავს „რისკების“ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი და ინგილისელების მიერ რეკომენდებული „ღონისძიებები“ მათი დაძლევისა და ნეიტრალიზაციისთვის (უფრო დაწვრილებით ცნობები შესაძლო რისკების აღრიცხვასა და მათი შემცირების მეთოდებზე - იხ. ქვემოთ, ინგლისური დედანი).

დიდ პოლიტიკურ რისკად, სცენარის ნეგატიური განვითარების დიდი ალბათობით, განიხილება „აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის გამკაცრებული პოლიტიკა NJOებთან დაკავშირებით, რომელმაც ზეგავლენა იქონია აღნიშნული ორგანიზაციების მუშაობაზე ქვეყანაში. როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე შიდასახელმწიფოებრივი პროექტების რეალიზაცია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიდო, ან საერთოდ შეწყდა. აზერბაიჯანული NJOების მიერ (ანდა სომხურ HJOბთან ერთად) სარეალიზაციოდ მომზადებული ოთხი პროექტიდან 2015-2016 წლებში, მხოლოდ ერთი იმყოფება აქტიურ სტადიაზე, რადგან მხოლოდ ახლახან შეიქმნა პირობების მის განსახორციელებლად“.

რეკომენდებული ღონისძიება: „აუცილებელია ადგილი ჰქონდეს ურთიერთქმედების დამყარების მცდელობას საერთაშორისო NJOებთან, რომლებმაც მოახერხეს თავისი საქმიანობის გაგრძელება მსგავს ვითარებაში“.  

დიდ პოლიტიკურ რისკად, სცენარის ნეგატიური განვითარების დიდი ალბათობით, განიხილება ფაქტი, რომ „მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან, NJOებს წაერთვათ საშუალება, გაეჩაღებინათ თავისი საქმიანობა რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით წამყვანმა დამოუკიდებელმა NJOებმა ოფიციალურად შეწყვიტეს თავისი არსებობა. NJOების თანამშრომლები გამუდმებით განიცდიან ზეწოლას სამხრეთ ოსეთის КГБ- სგან. ჩვენ ვფლობთ ერთობ შეზღუდულ შესაძლებლობებს სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე ზეგავლენისთვის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს საქმიანობსა პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში პრაქტიკულად შედეგები არ მოაქვს.

აღნიშნული მიმართულებით  მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელია რესპუბლიკაში ჩვენი საქმიანობის განხორციელების ახალი მეთოდების შემუშავება“.

რეკომენდებული ღონისძიება: „საჭიროა აქცენტების შეცვლა და საქმიანობის გადატანა პოლიტიკის სფეროდან სამეცნიერო სფეროში. აუცილებელია ხელი შეეწყოს სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების ჩართვას უფრო მაღალი დონის ღონისძიებებში, რომელთა გეოგრაფია მოიცავს არა მარტო ოსეთსა და საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის დანარჩენ ქვეყნებსაც“.

საშუალო პოლიტიკურ რისკად, სცენარის ნეგატიური განვითარების საშუალო ალბათობით, განიხილება ინფორმაცია, რომ „აფხაზეთში ასევე მკაცრდება პოლიტიკა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. თუმცა აფხაზეთის ხელმძღვანელობის ამგვარი ინიციატივები წინააღმდეგობას აწყდება ზოგიერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სტრურების/NJOების მხრიდან“.

რეკომენდებული ღონისძიება: „კავკასიის რეგიონში მუშაობის ფარგლებში აუცილებელია აფხაზეთისთვის პრიორიტეტის მინიჭება. საჭიროა კავშირების განმტკიცება სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებაში მყოფ ჩინოვნიკებთან - როგორც აფხაზეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.

საქინფორმი: მიაქციეთ ყურადღება: „კავკასიის რეგიონში მუშაობის ფარგლებში აუცილებელია აფხაზეთისთვის პრიორიტეტის მინიჭება“ - როგორც ვხედავთ, ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი საქართველოს იურისდიქციაში მისი დაბრუნების შესახებ, რაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის დე-ფაქტო აღიარებას ნიშნავს, რომელთანაც შეიძლება და საჭიროა „ინდივიდუალური სამუშაოს“ ჩატარება, მათ შორის „ადგილობრივ საკვანძო მოთამაშეებთან - არაფორმალურ ლიდერებთან  და ჩინოვნიკებთან, რომლებიც როტაციის შედეგად ხელმძღვანელ პოსტებს დაიკავებენ“ (იხ. ზემოთ).

საშუალო პოლიტიკურ რისკად, ნეგატიური შედეგების საშუალო ალბათობით, განიხილება „თურქეთის საგარეო პოლიტიკური კავშირების შემდგომი გაუარესება, ასევე ქვეყნის შიგნით სიტუაციის გამწვავება, რაც აბრკოლებს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას“.

რეკომენდებული ღონისძიება: „საჭიროა უწინდებურად ყურადღების კონცენტრირება სამოქალაქო საზოგადოებასა და დაბალი რანგის ჩინოვნიკებზე, შეუმჩნეველი მუშაობის გაგრძელება. რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები ზეგავლენას მოახდენს სომხეთის ხელმძღვანელი წრეების რიტორიკაზე“.

საშუალო პოლიტიკურ რისკად, ნეგატიური შედეგების საშუალო ალბათობით, განიხილება „რადიკალური შეიარაღებული ფორმირებების გააქტიურება კავკასიის რეგიონის ტერიტორიაზე, რომლსაც შედეგად მოსდევს ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ ზომების შემდგომი გამკაცრება. ახალი რუსული კანონმდებლობა, რომელიც უცხოური და საერთაშორისო NJOების საქმიანობას კრძალავს, პროექტის რეალიზაციის პროცესს ართულებს“.

რეკომენდებული ღონისძიება: „აუცილებელია თანამშრომლობის გაგრძელება ადგილობრივ NJOებთან არსებულ ვითარებაში მუშაობის ახალი მეთოდების შემუშავების მიზნით. NJOებს უკვე აქვთ ხელმძღვანელი სახელმწიფო წრეების მხრიდან მსგავსი ნეგატიური რეაქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის კოლოსალური გამოცდილება“.

პროგრამის ბოლოს წინა თავში - „რეგიონში რუსეთის მავნე საქმიანობის აქტივაცია“, - კერძოდ, აღნიშნულია, რომ „რეგიონში თანხების ინვესტირების პოლიტიკის განვითარება CSSF-ის მუშაობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან სახელმწიფო ორგანოების შიგნით ანდა საზოგადოებაში გარე ზემოქმედების მიმართ მგრადი ძალის შექმნის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია“.

საქინფორმი:  უკიდურესი მატერიალური გაჭირვების პირობებში, როცა ყოველი მე-5 ბავშვი საქართველოში შიმშილობს, სახსრების ინვესტირებით, ანუ იმ ადამიანების მოსყიდვით, რომლებიც ანგლოსაქსების მიერ სსრკ-ს დაშლის შემდეგ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება...

როგორც საქინფორმი 2016 წლის 8 თებერვალს იტყობინებოდა, საქართველოში გაიხსნა კრიზისული სიტუაციების მართვის სამთავრობო ცენტრი. იგი მსგავსი დანიშნულების ბრიტანული ცენტრი „კობრას“ მოდელის მიხედვით შეიქმნა ბრიტანელი სპეციალისტების სერ ჰარი ჯონსონისა და სერ სტიუარტ ჰარისონის ჩართულობით (იხ. ფოტო).

ექსპერტების მუშაობას მხარს უჭერდა კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი ბრიტანული სამთავრობო ფონდი (CSSF).

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრე ჰოლ ჰოლი, ასევე რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელი და ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი.

საქინფორმი

შენიშვნა: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საიტიდან www.saqinform.ge  (www.ru.saqinform.ge) მასალების რეპუბლიკაციისას პირველწყაროს ჰიპერბმულის მითითება აუცილებელია!