რელიგია
კვირიკაშვილი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არის ეროვნული მოღვაწე, რომლის მნიშვნელობაც დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 39 წლის იუბილე მიულოცა.

 "მინდა, ვუსურვო მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც. იგი არის ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწე, რომლის მნიშვნელობაც დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს. მის პერიოდში მოხდა სასულიერო ცხოვრების, ეკლესია-მონასტრებისა და სამონასტრო ცხოვრების აღორძინება და მინდა, მადლობა გადავუხადო მას ძალიან ბევრი ადამიანის სახელით. პირველ რიგში, ჩემი ძალიან გულწრფელი და თბილი მადლობა მას იმისთვის, რომ არსებობს და არის ნუგეშად ყველა ჩვენგანისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.