რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ვარდების მოედნის“ ქვეშ რა უმსგავსობაც ხდება, განპირობებულია სირცხვილით, რაც „ვარდნების მოედნის“ ზემოთ უკვე წლებია, გრძელდება!”

   „არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება!" - ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ქვეყნის პრემიერმა, თურმე, მხოლოდ დღეს გაიგო ის, რაც მთელმა საქართველომ, დიდიან-პატარიანად, დიდი ხანია, იცის - რომ დედაქალაქის შუაგულში, "ვარდების მოედნის" ქვეშ ერთი დიდი ბორდელია, სადაც ქართველი მანდილოსნები, მათ შორის მცირეწლოვანები, არაბებს და თურქებს სექსუალურად აკმაყოფილებენ…

  არ დავიჯერებ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ეს ადრეც იცოდა, მაგრამ ითმენდა, ყველა დანარჩენი ქართველი მამაკაცის მსგავსად, რომლებსაც იმ ბორდელებში არ უშვებენ! თუმცა, გასაკვირი არაფერია მს შემდეგ, რაც ქართველები უკვე მერამდენე წელია, ერთ თავხედ თურქს და მის ბინძურ კომპანიას - „სიი პარკს“ (C.T.Park) ითმენენ, რომლებც თბილისში ყველა ავტომფლობლს აუპატიურებენ...

  მაგრამ “ვარდების მოედნის“ ქვეშ რა უმსგავსობაც ხდება, განპირობებულია იმ სირცხვილით, რაც „ვარდნების მოედნის“ ზემოთ უკვე მერამდენე წელია, გრძელდება! მელი აზარიანცის უკანა ეზოში მდებარე, დამახინჯებულ და სომეხი მეცენატის  ქალიშვილივით უბედურ მოედანზე, სადაც ოდესღაც მუშათა კლასის და მოწინავე გლეხობის, კომუნისტური შრომის დამკვრელი გმირების და ქართული საბჭოთა ინტელიგენციის მხიარული  აღლუმები ტარდებოდა,  დღეს ისევ მიშიკ სააკიანცის ჯადო-ველოსიპედი იწონებს თავს, აღმაშენებლის გაძევებული ძეგლის ნაცვლად!

  აი, სად არის ნამდვილი პროსტიტუცია - როცა სიტყვიერად სააკაშვილის რეჟიმს ვგმბთ და ამავდრო მის ნამოქმედარს ვადიდებთ და ვუფრთხილდებით! დღევანდელი ხელისუფლება, გერ უკვე მეექვსე წელია, ვერ ბედავს და არ გვეუბნება - ბოლოს და ბოლოს, რა იყოვარდების რევოლუცია“ - დასაგმობი სახელმწიფო გადატრიალება თუ ისტორიული მიღწევა?

  სანამ ამ შეკითხვაზე ოფიციალურ პასუხს არ მივიღებთ, სანამ ეს სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ არ ითქმება, თბილისში, მელიქ აზარიანცის „უკანალში“ „ვარდების მოედანი“ მუდამ იარსებებს - ზედ ზონდერეპოქის სიმბოლოებითა და ქვეშ - ბოზობით...

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 16 იანვარი