სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლებისა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

  ბრალდებულმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ "წითელი ხიდის" გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც ტანსაცმელსა და ხელბარგში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები. საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.