უცხოეთი
ქვეყნის რეინტეგრაცია, ნეიტრალიტეტი და მართლმადიდებლური ღირებულებები – მოლდოვასა და საქართველოს პრობლემებები აბსოლუტურად იდენტურია, თუმცა მოლდოვა მათ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობით წყვეტს

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ფრაგმენტი მოლდოვას პრეზიდენტის იგორ დოდონის გამოსვლიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

  „ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი ოიციალური ვიზიტით ჩამოვიდა მოსკოვში. აქამდე მოლდოვას ხელმძღვანელები ან არ ჩამოდიოდნენ, ანდა ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებოდნენ ბრიუსელში.

  მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეებმა შარშან ხმა მისცეს ღირებულებებს, რომლებსაც მოლდოვას პრეზიდენტი დანერგავს. ესაა მოლდოვას რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, ქვეყნის რეინტეგრაცია, დნესტრისპირეთის პრობლემის გადაწყვეტა, ჩვენი მართლმადიდებლური ღირებულებების შენარჩუნება. სამივე ამ მიმართულებით სვლა შეუძლებელია რფ–სთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე.

  მინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მკაფიოდ ესმოდეთ და სწამდეთ, რომ მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობას, ზოგიერთი პოლიტიკოსის დეკლარაციის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა სურს. ჩვენს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მომხრე ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ჩვენ ახალ ფურცელს გადავშლით ჩვენს ორმხრივ საერთაშორისო ურთიერთობებში“.