აქტუალური
შესაძლოა თუ არა სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი ტელევიზია მაღალრეიტინგულიც იყოს? – საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა სახელმწიფო ტელევიზიის განვითარების ალტერნატიული გეგმა წარადგინა

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ტელევიზიის განვითარების ალტერნატიული გეგმა წარადგინა. ბორდის წევრები ამ გეგმაზე ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ და საკუთარი ხედვა აღმასრულებელ საბჭოსა და გენერალურ დირექტორს წარუდგინეს.

  ახალი მენეჯმენტი კონსულტაციებისთვის მზად არის.

  „ჩვენ ვარ მზად ალტერნატივებისთვის და ეს ითქვა პირველივე დღეს, ოღონდ ეს ალტერნატივები არ უნდა აზიანებდეს ჩვენს საბოლოო მიზანს, რომ 3 წლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ლიდერი ტელევიზია“, - აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე.

  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს მხარს არ უჭერს და რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმი მხოლოდ რეიტინგი არ უნდა იყოს.