უცხოეთი
აფხაზეთი ორის ნაცვლად ხუთი კატეგორიის ვიზებს გასცემს

  საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის  მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ვიზები ორის ნაცვლად 5 კატეგორიაში გაიცემა.

  აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კანა ტანიას განმარტებით, პროექტის მიხედვით, შემდეგი კატეგორიების ვიზები გაიცემა: დიპლომატიური, სამსახურეობრივი, სტანდარტული, სატრანზიტო და დროებითი მობინადრე პირის ვიზა.

  მისი თქმით, ამჟამად სტანდარტული სამუშაო და კერძო ვიზები გაიცემა.

  საგარეო მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტანდარტულ სამუშაო ვიზებს სახელმწიფო მიგრაციის სამსახური გასცემს.