სამართალი
ნიკოლოზ მჟავანაძე: ამ ქვეყნის მედიის და პოლიტიკური სპექტრის მიზანია, არ დაველაპარაკოთ ოკუპანტ რუსეთს, რათა არ გავაბრაზოთ ევროპელები

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ქვეყანას, რომელსაც 25 წელზე მეტია აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის არაფერი გაუკეთებია.

ქვეყანა, რომლის მოსახლეობა კატასტროფულად მცირდება და 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგება,

სწორედ ამ ქვეყნის მედიის და პოლიტიკური სპექტრის მიზანია:

1. არ დაველაპარაკოთ ოკუპანტ რუსეთს, რათა არ გავაბრაზოთ ევროპელები.

2. მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, რათა კიდევ უფრო განადგურდეს გენოფონდი.

3. მოსმენების გასაღების უშიშროებისთვის არ გადაცემით მოხდეს უსაფრთხოების დასუსტება.

4. მოხდეს სოროსის მიერ ნაკვები NGO-ებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების გადაცემა.

5. შეტევა განხორციელდეს ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზე", - წერს მჟავანაძე.