საზოგადოება
საქინფორმი: მალთაყვის სანაპირო ზოლი – ეს მანერგეიმის სანაპირო ზოლია, რომელმაც საქართველო რუსეთისგან უნდა დაიცვას

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.

"ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო მიმართულება. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს ფოთთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული ქალაქი, რომლის პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა პრემიერმა.

მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 18 500 000 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტი 2018 წელს დასრულდება – სწორედ იმ დროისთვის, როცა ფოთში ნატოს სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყება და იქ სანაპირო ფორტიფიკაციები გაჩნდება.

ამგვარად, მალთაყვის სანაპირო ზოლი მანერგეიმის სანაპირო ზოლად გადაიქცევა, რომელიც „საქართველოს რუსეთისგან დაიცავს“ შავი ზღვის მხრიდან.