პუბლიკაციები
აშშ: თავისუფლების გარყვნა. სხვა ქვეყნების მიმართ აშშ–ის ფარისევლური და ამორალური მოქმედება მისი პოლიტიკური ელიტის მოქმედების ტოლფარდია.

american_flagვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია”.

უკანასკნელი ათწლეულის მოვლენები გარკვევით გვიდასტურებს, რომ აშშ სისტემატურად “აწარმოებს” ინფორმაციას პოლიტიკური შანტაჟის მიზნით.

ბოლო ორი ადმინისტრაციის მმართველობის წლები, რომლებიც გამოირჩა ერაყში კანონსაწინააღმდეგო შეჭრით, კლიმატის ცვლილების შესახებ “ კიოტოს ოქმის” რატიფიკაციაზე უარის თქმით, აბუ გრეიბსსა და გუანტანამოს პატიმართა წამებით, ავღანეთში შეჭრითა და შემდგომ ნარკოტიკების წარმოების აყვავებით ამ ქვეყანაში, დაბოლოს, “უოლსტრიტელი” ფინანსისტების უსირცხვილობით, რომლებმაც განახორციელეს მსოფლიო ფინანსური კრიზისის პროვოცირება, აშშ-ს მსოფლიოს მორალური და პოლიტიკური ლიდერობის უფლება აღუკვეთა.

აშშ-ის ე. წ. მცდელობა – შეექმნა “მსოფლიო დემოკრატიის საზოგადოება”, რომელიც მისეულის მსგავსი იქნებოდა – წარუმატებელი გამოდგა “ექსპორტირებული საქონლის” დეკლარირებულ ფასეულობებთან შეუთავსებლობის გამო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის უმეტესმა ნაწილმა არ მიიღო იდეა “ამერიკული” დემოკრატიის თაობაზე, რომელიც მაგალითი უნდა იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის. არადა, სწორედ ამ იდეის მისთვის თავსმოხვევას მონდომებით ცდილობდნენ. ამერიკის მომხრეებსაც კი ეეჭვებოდათ, ჰქონდა კი უფლება აშშ-ს უფლება, თავისი შეხედულება თავს მოეხვია სხვებისთვის?

აშშ რჩება ლიდერად ისეთი “დემოკრატიული გამოყენების საქმეში, როგორებიცაა “რადიო თავისუფლება”, Amnerty International, Freedom Hous, Human Rights Watch და Transparency International, რომლებიც “ფილანტროპ” ჯორჯ სოროსის, აშშ კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სახსრებით ფინანსდება. ამ ორგანიზაციების ანგარიშებში ჩამოთვლილია ყველა ქვეყანა, მაგრამ მთავარ ბოროტმოქმედებად გამოყოფილი არიან აშშ-ის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგენი და მათი მეგობრები. იმათი სიტუაცია, ვინც “არ დაუწვა” ვაშინგტონს, წლიდან წლამდე უარესდება.

ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ 1950-70-იან წლებში “რადიო თავისუფლების” ინფორმაცია აშშ-ში კარგა ხნის მანძილზე აკრძალული იყო, დიდი ოდენობით აშკარად ცრუ პუბლიკაციების გამო, რომლებსაც შეიძლება ნეგატიურად ემოქმედა ამერიკის საზოგადოებრივ აზრზე. იურიდიული აკრძალვების მოხსნის მიუხედავად, აშშ-ის საინფორმაციო ქსელი(?) არანაკლებ მკაცრად კონტროლდება.

“ცივი ომის” დაწყებისთანავე (40-იან წლების ბოლოს) ცენტრალურმა სადაზერვო სამმართველომ დაიწყო ოპერაცია Moskingbird, რომლის მიზანი უმსხვილეს მედიასტრუქტურებზე ზემოქმედება და წამყვანი ჟურნალისტების გადაბირება იყო. ეს ოპერაცია წარმატებით განვითარდა. გადაბირებული მედიასტრუქტურების სიაში აღმოჩნდა ABC, NBC, CBS, ისეთი ბეჭდური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საინფორმაციო სააგენტოები, როგორიცაა Time, Newsweek, Associated Press, VPG, Reuters, Washington Post, Los Angeles Times და სხვები, აგრეთვე 400 ჟურნალისტი, რომლებიც ცენტრალური სადაზერვო სამმართველოს საიდუმლო დაავადებებს ასრულებდნენ.

იმ ჟურნალისტებს, რომლებიც “დუმილის საიდუმლო აღთქმას” გატეხდნენ სპეცსამსახურები დაუსჯელს არ ტოვებდნენ. სტივენ კანგასი, საქმეში ჩახედული ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი, რომელმაც ცენტრალური სადაზერვო სამმართველოს შესახებ რამდენიმე გულახდილი მასალა გამოაქვეყნა, პისტოლეტიდან ნასროლი ტყვიით მოკლული იპოვეს.

სისტემის მეორე მსხვერპლი აღმოჩნდა ჟურნალისტი რალფ მაკგი, რომელიც 25 წლის განმავლობაში ცენტრალური სადაზერვო სამმართველოს აგენტი იყო და რომელიც 2000 წელს დაუნდობლად სცემეს იმიტომ, რომ გამოაქვეყნა ამ სტრუქტურასთან დაკავშირებული მასალა “ვიეტნამური პროგრამა ფენიქსის” შესახებ.

აშკარაა, რომ ტროცკისტული იდეის “მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის” (დედანში საბჭოთა იდეად არის მოხსენიებული, რაც აშკარა შეცდომაა. - მთარგ.) მსგავსად, “ამერიკული ლიბერალიზმი” მშვიდობის თეორია კი არ არის, არამედ - “ჯვაროსნული ლაშქრობის” თეორია. ხოლო აშშ გლობალური სტრატეგია, რომელიც ეფუძნება ლიბერალურ იდეებს, წარმოგვიდგება არა მშვიდობის სტრატეგიად, არამედ კონფლიქტების სტრატეგიად. ლიბერალიზმი, რომელიც შემოსილია ამერიკის მე-6 ფლოტის ჯავშნით, ასაზრდოებს შეერთებული შტატების იმპერიულ ამბიციებს, რომლებიც ამერიკული ლიბერალიზმის პოლიტიკური ფილოსოფიის მიერ სხვა პოლიტიკური იდეოლოგების მიუღებლობითაა განპირობებული.

ამასთან, აშშ-მა, რომელიც მიისწრაფვის “გლობალური ლიბერალური იმპერიის” შექმნისკენ, აშკარად გადაამეტა გამოყენებული მეთოდების თვალსაზრისით. “ამერიკის მსგავს” სახელმწიფოებს აშშ რაიმე განსაკუთრებული თეორიის გამოყენებით კი არ ქმნის, არამედ, ფაქტობრივად, ძალით, თავისებურად გაგებული დემოკრატიულ ფასეულობათა გარშემო აერთიანებს მსოფლიოს. მაგრამ აშშ-დან ათასობით დაშორებულ ქვეყნებში, ხელისუფლებას რომ ცვლიან, ამერიკელები ისეთ შლეიფს ტოვებენ, რომელიც ჩრდილს აყენებს ე.წ. ამერიკულ მაღალ იდეალებს.

იგი ძუკნის შვილია, მაგრამ ჩვენი ძუკნისშვილია”

პრეზიტენტი ფ.დ. რუზველტი

ნიკარაგუის დიქტატორ სამოსას შესახებ

დროა, გავახსენოთ ამერიკელების შეჭრა ერაყში, რასაც სახელმწიფოს მეთაურის დამხობა და სახელმწიფოებრიობის ნგრევა მოჰყვა, გამოაშკარავდა მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებაში ამ ქვეყნის დადანაშაულების უსაფუძვლობა და ბრალდების ფალსიფიცირება. მამის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებით ბუშმა– უმცროსმა შეცვალა ძალთა გეოპოლიტიკური განლაგება და გამოიწვია ვითარების დესტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთში. სიკვდილ-სიცოცხლესთან თამაში ამერიკული ჯარისკაცებისთვის გართობად იქცა, რაც ამერიკის პრეზიდენტების აზარტულ საყვარელ “რულეტკის თამაშსა” ჰგავს.

აქვე უპრიანია ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტისა და ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სააგენტო Reuters-ის რეპორტიორების მოკვლის შეხსენებაც. არანაკლებ სამარცხვინოა აშშ-ისთვის, რომელიც უფლებათა დაცვის ციტადელად არის მიჩნეული, წამებანი, რომელთაც ადგილი ჰქონდა აბუ გრეიბის ციხეში.

2004 წლის აპრილში ტელეარხ CBS-ის პროგრამა “60 წუთის” ეთერით გადაიცა სიუჟეტი ამ ციხის პატიმართა აბუჩად აგდების შესახებ. ამერიკელი ჯარისკაცები აწამებდნენ მათ, აჭენებდნენ ცხენებივით, ძაღლებივით აყეფებდნენ, აიძულებდნენ, ტუალეტებიდან ამოეღოთ საკვები, აუპატიურებდნენ. წამების ფოტოსურათები რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა გაზეთმა New York Times-მა CBS ტელეარხით გადაცემული რეპორტაჟის კვალზე. მოგვიანებით აშშ მთავრობამ აკრძალა ამერიკული სამხედრო ბაზებიდან ავღანეთსა და ერაყში წამების ფოტოსურათების გამოქვეყნება. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შესწორება კანონის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელიც კრძალავს პუბლიკაციას, თუ ეს შეიძლება დაემუქროს ვინმეს სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას (ამ შემთხვევაში გულისხმობდნენ ავღანეთსა და ერაყში ამერიკელი მოძალადე ჯარისკაცების უსაფრთხოებას. - რედ.). აშშ ხელისუფლება იყენებს ნებისმიერ ცენზურას იმ შემთხვევაში, როცა ეს მის ინტერესებშია, რითაც მნიშვნელოვნად ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევათა გამო პასუხისგებაში მიცემულ 12 სამხედრო მოსამსახურეს შორის არც ერთი იყო პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომელი.

2004 წლიდან ერაყში ექვსწლიანი ომის შედეგად დაიღუპა 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის 66 პროცენტზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ამრიგად, ერაყში ომის თითოეულ დღეს 31 მშვიდობიანი მცხოვრების სიცოცხლე ეწირება.

ამერიკელი ჯარისკაცების ანალოგიური ქცევა დაფიქსირდა ავღანეთის ომის დროსაც, რაც მიმდინარეობს “დემოკრატიული იდეალების” გამარჯვების დროშით. ბრიტანული Guardian-ის მიხედვით, აშშ შეიარაღებული ძალები ბაგრამში - მთავარ ციხეში, რომელიც ქაბულისა და ყანდაგარის მახლობლად მდებარეობს, იყენებდნენ აბუ გრეიბში გამოყენებული წამების სტილსა და მეთოდებს.

პატიმრებს წამების პროცესში უტრიალებდნენ მკლავებს, პირში ჩრიდნენ დაუტენავ პისტოლეტს და გამოჰკრავდნენ ჩახმახს. ამასთან, ამერიკელი ჯარისკაცები ყელზე უჭერდნენ თოკს ისე, რომ პატიმარი გრძნობას კარგავდა, და ბეისბოლის “ბიტებით” სიცოცხლეს უსწრაფებდნენ. პატიმრებს მიუსევდნენ ძაღლებს, სცემდნენ, უმტვრევდნენ ძვლებს და უსაზიზღრესად აუპატიურებდნენ.

ამერიკის მიერ დემოკრატიულ ფასეულობათა სასტიკ და უმოწყალო “დამკვიდრებას” დიდი ხნის ისტორია აქვს, რომლის ფესვები გასული საუკუნის შუა პერიოდშია გადადგმული.

1953 წელს აშშ ცენტრალურმა სადაზერვო სამმართველომ გადატრიალების გზით დაამხო ირანში დემოკრატიულად არჩეული მუჰამედ მოსადიკი, რომელიც დიქტატორ მუჰამედ რეზა ფეხლევით შეცვალა. მოსადიკი მხოლოდ იმიტომ დაამხეს, რომ იგი ინგლისურ-ირანული ნავთობის კომპანიით ნაციონალიზაციას ცდილობდა.

ანალოგიური მოვლენები დაფიქსირდა გვატემალაშიც, სადაც ცსს-მ დაამხო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ჰაკობო არბენსი, რადგან იგი აპირებდა კომპანია United Feuit Company-ის ნაციონალიზაციას, რომელიც ეკუთვნოდა როკფელერს და რომლის აქციონერი იყო, აგრეთვე, ცსს დირექტორი ალენ დალესი (ოპერაცია “ეშმაკი”). შედეგად არბენსი შეცვალეს “მემარჯვენე” დიქტატორებმა, რომლებმაც ბოლო 40 წლის განმავლობაში 40 ათასზე მეტი გვატემალელი დახოცეს.

შემდეგ და შემდეგ უარესი მოხდა. 1957-დან 1973 წლამდე ცსს პრაქტიკულად ყოველ წელიწადში ერთხელ განახორციელებს გადატრიალებას და ცდილობს, გააქარწყლოს დემოკრატიული არჩევნების შედეგები ლაოსში. თავისი გეგმების განსახორციელებლად ცსს ჯერ აყალიბებს “საიდუმლო აზიელი დაქირავებულების არმიას”, მთელი რიგი წარუმატებლობის შემდეგ აშშ იწყებს დაბომბვებს და ლაოსს იმაზე მეტ ბომბს დააყრის, ვიდრე მთელი მსოფლიო ომის განმავლობაში საერთოდ ჩამოაგდეს ამერიკელებმა.

1964 წელს ცსს-მ სამხედრო გადატრიალების მეშვეობით დაამხო ბრაზილიაში დემოკრატიულად არჩეული ჟოაო გულარტის მთავრობა. ხუნტა, რომელმაც იგი შეცვალა, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმსმელ რეჟიმად ჩამოყალიბდა - გენერალმა კასტელო ბრანკომ შექმნა ლათინურ ამერიკაში პირველი “სიკვდილის ესკადრონები”, რომელთა ძირითადი მიზანი პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, წამება და ლიკვიდაცია იყო.

უფრო მასშატაბური შედეგები ჰქონდა გადატრიალებას, რომელიც ცსს-მ განახორციელა ინდონეზიაში 1965 წელს, როცა თანამდებობიდან გადააყენეს ქვეყნის დემოკრატიული მმართველი სუკარნო. მისმა შემცვლელმა გენერალმა სუხატომ სისხლში ჩაახშო სხვადასხვა ანგარიშით 500 ათასიდან 1 მილიონამდე სამოქალაქო პირი.

ამერიკული “დემოკრატიის ექსპორტის” კიდევ ერთ მაგალითად შეიძლება დასახელდეს კლასიკური გადატრიალება, რომელიც 1973 წელს ჩილეში განხორციელდა და რომლის დროსაც მოკლეს დემოკრატიულად არჩეული სოციალისტი ლიდერი - პრეზიდენტი სალვადორ ალიენტე. აშშ-სა და ალიენდეს შორის პრობლემები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ამერიკელების კუთვნილი კომპანიების ნაციონალიზაცია გადაწყვიტა. შედეგად ცსს-მ ალიენდე შეცვალა ადამიანით “თეთრი მუნდირით და შავი სულით” - გენერალ აუგუსტო პინოჩეტით, ვინც მრავალი წლის განმავლობაში დიქტატურის სინონიმად იქცა. შემდგომში აშშ ხელისუფლებამ თითი თითს არ დააკარა თავისი დაყენებული კაცის სისხლის სამართლის დევნისაგან გადასარჩენად.

ანალოგიური შედეგი ჰქონდა გადატრიალებას კამბოჯაში, სადაც ცსს-ს მიერ პრინც საუნეკის გადაყენების შემდეგ 1970 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა ლონ ნოლის მარიოტენული მთავრობა, რომელმაც თავისი არაპოპულარული მოქმედებით ხელი შეუწყო 1975 წელს ხელისუფლებაში “წითელი ქხმერების” მოსვლას პოლ პოტის მეთაურობით. საქვეყნოდ ცნობილია, რომ პოლ პოტისა და იანგ სარის რეჟიმმა სიცოცხლე მოუსწრაფა მილიონობით საკუთარ მოქალაქეს.

“დემოკრატიის ექსპორტი” ცსს-ს რეცეპტით განხორციელდა, აგრეთვე, ბოლივიაში, ეკვატორში, დომინიკის რესპუბლიკაში, ზაირში, ჰონდურასში, პანამასა და სალვადორში.

განსაკუთრებით საყურადღებოა ოპერაცია სალვადორში, ელბაზოტში 1980-დან 1992 წლამდე, სადაც სამხედრო მთავრობამ ცსს-ს მხარდაჭერით სპეციალურ საკონცენტრაციო ბანაკებში, დღევანდელ “ოსვენციმებში”, სიცოცხლეს გამოასალმა თავისი ქვეყნის 63 ათასამდე მოქალაქე.

1983 წელს ცსს–მ ჰონდურასის სამხედრო ხელისუფლებას გადასცა “ადამიანური რესურსების ექსპლოატაციის სახელმძღვანელო”, რომელიც, ფაქტობრივად, იყო მითითებული წამების საწარმოებლად. მოგვიანებით ავადსახსენებელმა “ბატალიონმა 316”-მა გამოიყენა ეს დამხმარე სახელმძღვანელო ათასობით მემარცხენე დისიდენტის საწამებლად.

გასულის საუკუნის 80-იანი წლებისთვის “ლიბერალურ ღირებულებათა ექსპორტის” ტექნოლოგიამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია. მაგალითად შეიძლება საიდუმლო ოპერაცია “ციკლონის” დასახელება, რომელიც 1979-1989 წლებში ავღანეთში საბჭოთა შეჭრის პერიოდში ხანგრძლივ პროგრამად წარმოგვიდგა მოჯაჰედების დაფინანსების, შეიარაღებისა და მომზადების თვალსაზრისით. პროგრამა უზრუნველყოფდა იმ ისლამისტური ჯგუფების ყოველმხრივ მხარდაჭერას, რომლებიც მეზობელ პაკისტანთან იყო დაკავშირებული. ეს იყო ცსს-ის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საიდუმლო ოპერაცია აშშ-ის საზღვრებს გარეთ, რომლის ბიუჯეტი პირველ წლებში 30 მლნ აშშ დოლარს არ აღემატებოდა, მაგრამ 1987 წლისთვის 630 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. პროგრამის ფარგლებში გამოიწრთო ავღანელ საველე მეთაურთა მთელი თაობა, მათ შორის იყვნენ ჯამალუდინ ჰაკანი და გულბედინ ჰიქმ-თიარი. პირველს ებარა საუდის არაბეთიდან მოხალისეთა მომზადება, რომელთა შორის იყო ცნობილი უსამა ბინ ლადენი.

მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ანალოგიური ბედი ეწია ცენტრალური სადაზერვო სამმართველოს მიერ დაყენებულ კაცებსაც. ასე იყო გენერალ ნორიეგას შემთხვევაში, რომელიც პანამის სათავეში 60-იანი წლებიდან იდგა და ხელფას ცსს-დან იღებდა. 1972 წლიდან, ცსს-ს ფარული თანხმობით, ნორიეგა ნარკოტრაფიკით იყო დაკავებული და მხოლოდ მისი მზარდი დამოუკიდებლობის გამო ვაშინგტონმა 1989 წელს დაამხო იგი.

ამერიკელი და უცხოელი ჟურნალისტები და პუბლიცისტები, რომლებიც ცდილობდნენ, ემხილებინათ ამერიკული დამსჯელი მანქანის დანაშაულებანი, სასტიკი ცენზურის ზემოქმედებას განიცდიდნენ, მათი ხვედრი იყო დამცირება, წამება, არცთუ იშვიათად სიცოცხლის ხელყოფა. ამგვარი რიტუალური სისასტიკის, პირფერობისა და ცინიზმის უამრავი მაგალითი XX საუკუნის ისტორიაში, აშშ-ს “წყალობით”, უამრავია.

კარიბის ზღვის “ბასტილია”

აშშ-ს “ორმაგი სტანდარტების” ყველაზე ნათელი სიმბოლო გახდა გუანტანამოს ყურეში ამერიკის სამხედრო - საზღვაო ბაზის საპყრობილე. ეს ციხე 2002 წლის იანვარში გაჩნდა, როცა იქ პირველი ორი პატიმარი მიიყვანეს ავღანეთიდან, რომელთაც ბრალად ედებოდათ საომარ მოქმედებებში თალიბების მხარეს. მოგვიანებით იქ მოათავსეს ასობით ადამიანი საუდის არაბეთიდან, იემენიდან, უიგურელი სეპარატისტებიც კი, რომელთა ჩინეთისთვის გადაცემაზე აშშ უარს ამბობს.

გუანტანამოს ბევრი პატიმარი ციხეში იმყოფება ოფიციალური ბრალდების წარუდგენლად. მათ წინააღმდეგ იყენებენ აშშ მთავრობისა და პრეზიდენტის მიერ სანქცირებული წამების მეთოდებს, მათ შორის, დახრჩობის იმიტაციას, ელექტროშოკს, ფიზიკურ ძალადობას. პენტაგონმა განაცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურად. აშშ-ს შესაძლებლად მიაჩნია. სიკვდილით დასაჯოს ის პატიმრები, რომლებმაც აღიარეს დანაშაული წამების შედეგად. აშშ დღემდე არ ცნობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუსს. ამრიგად, აშშ–ის ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია დაუსჯელად დაამციროს, ცემოს, აწამოს და მოკლას ნებისმიერი ადამიანი დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

2009 წლის 2 იანვარს, თანამდებობაზე ყოფნის მეორე დღესვე, აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას გუანტანამოს ციხის გაუქმების შესახებ. სასამართლოს სხდომები ბაზაზე 120 დღით შეჩერდა. მაგრამ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ განხორციელებულა, ციხე კვლავ ფუნქციონირებს და გააგრძელებს არსებობას.

აშშ-ის თანამედროვე პოლიტიკა გარკვევით დაახასიათა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ: “თუ უწინ შეერთებული შტატების სიმბოლო იყო თავისუფლების ქანდაკება, ამჟამად ასეთია გუანტანამოს ციხე”.

ამერიკელი პოლიტიკოსები გაიტაცა ილუზიამ, რომ შესაძლებელია მსოფლიოს ყველა ქვეყნის გარდაქმნა ამერიკის პოლიტიკური სისტემის ქარგაზე, თანაც ასეთი “გარდაქმნისთვის” გამოიყენონ ზემოთ ნახსენები მეთოდები. დრომ გვიჩვენა, რომ ასეთი ამოცანა შორს იყო ხალხისგან.

In Gold We Trust! - ჩვენ გვწამს ოქროსი!

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ საკამათო საკითხად რჩება პრობლემა - ხელეწიფება თუ არა “მსოფლიო ლიბერალურ იმპერიას” აშშ-ის მეთაურობით უზრუნველყოს მსოფლიოს ქვეყნების ინტერესების ჰარმონიზაცია და არა - უფრო სუსტების ძალადობრივი დამორჩილება უფრო ძლიერთა ინტერესებისადმი?

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავაანალიზოთ პერსპექტივ