რედაქტორისგან
სანამ თუნდაც ორი ჩვენგანი იცოცხლებს, ჩვენ თანამემამულეები ვიქნებით! - „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი დიადი გამარჯვების 72 წლისთავს ულოცავს

    ჩვენ  აღვიზარდეთ  იმ  ხანაში,  როცა  ყველგან –  სასწავლო  დაწესებულებებსა  და  ოჯახში –  სწორად  გვასწავლიდნენ.  შესაძლოა,  ეს  ყოველთვის  არ  იყო 100-პროცენტიანი  სიმართლე,  მაგრამ,  სამაგიეროდ,  აზროვნებას  ვსწავლობდით.  მაშინ  ბიბლიოთეკებს,  მუზეუმებსა  და  უფროსებთან  ურთიერთობას  კომპიუტერი  არ  ცვლიდა,  რის  წყალობითაც  ჩვენმა  თაობამ  იცის  იმ  ომის  შესახებ,  რომელსაც  დიდი  სამამულო ჰქვია  და  აცნობიერებს  დიადი  გამარჯვების  მნიშვნელობას. 

 მოდი,  თვალი გადავავლოთ  იმ  ომს,  მის  ერთ-ერთ  მთავარ  ეპიზოდს დღევანდელი  გადასახედიდან,  თანამედროვე  რეალიებიდან,  არა  როგორც  ისტორიას,  არამედ  როგორც  მის  გაგრძელებას. და რას ვხედავთ? კავკასია კვლავაც საფრთხეშია, კავკასიისთვის ბრძოლა გრძელდებაჰიბრიდული მეთოდებით, „რბილი“ ძალით და უცხოთა ხელით დღეს მას მეორე ფრონტზე ყოფილი მოკავშირეები წარმართავენ –  ზოგიერთი  დასავლური  ქვეყნის  ხელისუფლება. 

კონკრეტულ  პარალელებს  გავავლებ: 1942  წლის 5  ივლისი-1943  წლის 9  ოქტომბერი,  კავკასიისთვის  ბრძოლის  დასაწყისი  და  დასასრული.  ფაშისტებს  კავკასია  სსრ  კავშირისგან  უნდა  გაემიჯნათ,  რათა  გროზნოს,  კასპიისპირეთის,  ახლო  აღმოსავლეთის  ნავთობი  მიეღოთ.  ამიტომ  თავიდან  ჩრდილოეთ  კავკასიას  შეუტიეს,  რათა  შემდგომ  კასპიისპირეთში  გასულიყვნენ,  შემდეგ  კავკასიონის  ქედის  გავლით  ამიერკავკასიაში  შეეღწიათ,  შავი  ზღვისკენ  გაჭრილიყვნენ,  მესამე  რაიხის  მხარეზე  ომში  ჩაებათ  თურქეთი  და  კიდევ  უფრო  შორს,  ირან-ერაყის  საზღვარზე,  ახლო  აღმოსავლეთში,  ინდოეთამდე  გასულიყვნენ.

მაგრამ საბჭოთა  არმიამ,  რომლის  შემადგენლობაშიც  სსრ  კავშირის  ყველა –  მათ  შორის,  კავკასიის  ხალხების  მოძმე  ოჯახის  წარმომადგენლებიც  იბრძოდნენ,  მართალია,  დიდი  დანაკარგებით,  მაგრამ  მაინც  შეინარჩუნა  კავკასია  ვერმახტის  სპეციალურად  გაწვრთნილ-ეკიპირებულ  ძალებთან,  მათ  შორის,  პირველ  სამთო-მსროლელ  დივიზია „ედელვაისთან“  ბრძოლებში.  მიუხედავად  იმისა,  რომ  გერმანელებმა  კავკასიელი  ხალხისგან  რიგი  ნაციონალური  ფორმირებების  შექმნა  შეძლეს, მაგალითად, ვერმახტის “ქართული ლეგიონის” წულუკიძე-ზალდასტანის მეთაურობით (არ შეგეშალოთ ქართველ ზალდასტანოვში - ბაიკერ “ქირურგში”), ჰიტლერის  ოცნება –  საბჭოთა  კავშირის  სხვა  ხალხებთან  კავკასიელ  ხალხთა  მეგობრობა  გაეცამტვერებინა,  არ  ახდა,  თუმცა  ჰებელსის  პროპაგანდა  ადგილობრივ 

მოსახლეობას უნერგავდა, თითქოს ისინი მხოლოდ რუსებს ებრძოდნენ, ხოლო კავკასიის ხალხებისთვის მონობიდან გათავისუფლება და ცივილიზაცია მოჰქონდათ“!

ახლა  კი  დღევანდელ  დღეში  გადმოვინაცვლოთ:  სსრ  კავშირის  ხალხები  კვლავ  ერთად  რომ  არ  დადგნენ  და კავკასია რომ არ დაიცვან,  ჯერ  სსრ კავშირი  დაანგრიესშემდეგ  ყოფილი  თანამემამულეები  ერთმანეთს  წაგვკიდეს. დასავლეთის  სპეცსამსახურების  გათვლა  სწორი  აღმოჩნდა –  იერიში  იმ  სუსტ  ადგილას  მიიტანეს,  რომელსაც  კავკასიელი  ხალხები  მუდამ  საკუთარ  მთავარ  ღირსებად  მიიჩნევდნენ:  ეს  თავიანთი  ეროვნული  კუთვნილებით ჰიპერტროფირებული  სიამაყე  და  სხვებისგან  გამორჩეულობაა.  და  თუკი  ეს  უწინ  მხოლოდ შეუდარებელ  სტუმართმოყვარეობაში,  სიკეთესა  და  მანდილოსნის მიმართ  რაინდობაში  გამოიხატებოდა (რასაც  საუკეთესო  კავკასიური  ტრადიციების  გადაღებით  ბევრი  ბაძავდა),  ახლა  ოკეანისგაღმელმა  სპეცებმა  ეს  სიამაყე  აგრესიისა  და  მიუღებლობის  არხში  გადაიყვანეს,  რამაც  ერთაშორისი  შუღლი  წარმოშვა,  რის  შედეგადაცქართველი“  დღეს  ზოგიერთისთვის დამღასა  და  განაჩენივით  ჟღერს! მიუხედავად იმისა, რომ მრავალეროვანმა ქართველმა ხალხმა მაშინ ფრონტზე საქართველოს მოსახლეობის 20% გაგზავნა (700 ათასი 3,5 მილიონიდან), იქიდან 57% არ დაბრუნდა (400 ათასი), დღეს კი 1 პროცენტზე ოდნავ მეტია ცოცხალი (დიდი სამამულო ომის 948 ვეტერანი). და კიდევ, ქართველებმა ქვეყანას 167 საბჭოთა კავშირის გმირი და უმაღლესი მთავარსარდალი მისცეს, რომლის გარეშეც დიადი გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა!

გამოდის, რომ კარგი  და  ცუდი  ხალხები  კი  არ  არსებობენ – არიან  კარგი  და  ცუდი  მმართველებირომლებიცსხვათა  შორისმუდმივად  ვერ  იქნებიან. ოკუპანტი და აგრესორი რუსია, აფხაზებსა და ოსებთან კი გასაყოფი არაფერი გვაქვს!“ –  ყოველდღიურად აცხადებენ  საქართველოს  ხელისუფლების წარმომადგენლები და  მაშინვე მახსენდება ჰებელსისეული ჩვენ ვეომებით მხოლოდ რუსებს, ხოლო კავკასიის ხალხებისთვის მონობისგან გათავისუფლება და ცივილიზაცია მოგვაქვს!“. იმავეს გვეუბნებიან დღეს ევროკავშირის ქვეყნების და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელები, ოღონდ, ჰიტლერისგან განსხვავებით,  რუსებთან ომის თავი არა აქვთ, მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებზე “ქაჩავენ”.

თუ  ამერიკელ სამხედრო  ინსტრუქტორებს, აღჭურვილობასა  და  საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს მისიებს, პროგრამებსა და წვრთნებსაც  გავითვალისწინებთ,  მივხვდებით,  რომ  დამნაშავეა  არა  მარტო ის, ვინც  პირველმა  გაისროლა (მაგალითად, სააკაშვილი),  არამედ  ისიც,  ვინც  მას  ხელში  ჩახმახშეყენებული  და  დატენილი  პისტოლეტი  ჩაუდო!  შეხედეთ,  შეიარაღებისა  და  ფულის  გარდა (რომლის  ლომის  წილიც  ისევ  და  ისევ  იარაღის  შესყიდვაზე  იხარჯება!)  ჩვენთვის  არაფერი  მოუციათ!  რაღაც  ვერ  ვხედავ  ჩვენში  სახელგანთქმული  დასავლური  ბრენდების  ფილიალებს - აღჭურვილობის,  ავტომანქანების,  მძიმე  და  მსუბუქი  მრეწველობის  მწარმოებელ  ქარხნებს,  მაღალტექნოლოგიურ  საწარმოებს. სამაგიეროდ,  გვეხმარებიან  სამხედრო  ინფრასტრუქტურის  შექმნაში  ლოგისტიკით –  საწვრთნელი  ცენტრები და პოლიგონები,  ბაზები,  აეროდრომები  და  მათთან  მისასვლელი  გზები, რათა ქართველები ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში საომრად მოამზადონ და ჩაითრიონ მორიგ ავანტიურაში სახელწოდებით “შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება”.
სამხედრო  საქმის  გარდა,  ჩვენ „დემოკრატიასაც“  გვასწავლიან:  საინტერესოა, რასთან  დაკავშირებით  აღელდნენ  ჩვენ  გამო ისინი,  ვინც თვითონ მუდმივად  არღვევდა  ადამიანის  უფლებებს,  ხალხის  კლასიფიცირებას კანის  ფერით  ახდენდა  და,  ჰიტლერის  მსგავსად,  საკუთარი  სახლიდან  ათასობით  კილომეტრით  დაშორებულ  სხვის  მიწებზე  თავისი  ინტერესებისთვის  იბრძოდა?!  ფაშისტები  საკუთარ  თავს  უმაღლეს  რასად  მიიჩნევდნენ,  ამათაც  თავი  უმაღლესი  სორტისა  ჰგონიათ,  უბრალოდ,  ამას  ხმამაღლა  არ  აცხადებენ.  არ  აცხადებენ,  მაგრამ  მაშინვე  გესხმიან  თავს,  რადგან  თავდასხმა  - მათი  სტილია,  ორმაგი  სტანდარტები – მათი  პოლიტიკა,  თვითნებობა –  მათი  კანონი!

პროპაგანდისა  და  განათლების  რაიხსმინისტრის,  რაიხსლაიტერ  ჰებელსის  მსგავსად,  ჩვენი „განმანათლებელ-განმათავისუფლებელნი“, ასევე,  იდეოლოგიურად  დეზინფორმაციულ  ომსაც  აწარმოებენ, რომლის სათავეში დღეს ისევ სააკაშვილის ტელეარხი „რუსთავი 2“, სოროსის ფონდის, ინგლისის სახელმწიფო ფონდ CSSF-ის, ამერიკული ინსტიტტების NDI-ს, IRI-ს და აშშ-ს სახელმწიფო სააგენტო  USAID-ს მიერ შექმნილი ათასობით ე.წ.  „არასამთავროო ორგანიზაციაა“. თუმცა  კავკასიის  რუსეთისგან  ჩამოშორებაში,  როგორც  ამას  ფიურერიც  ოცნებობდა,  დასავლელ  სტრატეგებს  ხელს  რუსეთი  უშლის.  ამიტომ  ახლა  ტაქტიკა  შეიცვალა:  თუკი  გუშინ  ისინი გათიშე  და  იბატონეს“  პრინციპით  მოქმედებდნენ  და  კავკასიაში  ერთმანეთს  გადაჰკიდეს  ყველა –  აზერბაიჯანელები,  სომხები,  ქართველები,  აფხაზები,  ოსები,  რუსები,  ჩეჩნები,  დღეს  ყველას „დამეგობრება“  სურთ - რუსეთის წინააღმდეგ!

მაგრამ პროდასავლური ნარატივი  მხოლოდ  რუსეთის  კი  არა,  თავად  კავკასიის  ხალხების  წინააღმდეგაც  არის  მიმართული:  განსხვავებული  კულტურის,  ენის,  რელიგიის,  პრიორიტეტებისა  და  პრობლემების  მქონე  ხალხი  თუკი  ამ „ჯოჯოხეთურ  კოქტეილად“  გაერთიანდება,  დაკარგავს  ეროვნულ  კულტურასა  და  თვითმყოფადობას,  მცირე  ხალხები და  ეთნიკური  ჯგუფები  კი,  უბრალოდ,  გაქრებიან  უფრო დიდ  ჯგუფებთან  ასიმილირების  გამო,  რომლებსაც თურქეთიდან,  ირანიდან, სირიიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულები დაემატებიან.

ვინც  დღეს  „ერთიან  კავკასიაზე“  ლაპარაკობს,  სწორედ  მათი  ბრალია,  ჩვენ  რომ  ყველას  ერთნაირად  გვნათლავდნენ „კავკასიური  ეროვნების  პირად“. მე  კი  მინდა,  რომ  უწინდებურად,  უბრალოდ,  ქართველს  მეძახდნენ,  მაგრამ  არა  სიძულვილით,  არამედ  ნოსტალგიით...

შესაძლოა,  ვინმე  შემედავოს,  აქაოდა,  დღეს  თანამემამულეები  აღარ  ვართ,  სხვადასხვა  სამშობლო  გვაქვსო! დიახ,  სსრკ  აღარ  არსებობს, მაგრამ  ხომ  დარჩა ხალხი,  ვინც  წარმომავლობით  იქიდანაა?!  რა  ვუყოთ  ჩვენს  პრინციპებს?! თუ ჩვენმა გმირმა ვეტერანებმა ტყუილუბრალოდ  დაღვარეს  სისხლი  დღეს  არარსებული  მამულისათვის?!  სიცოცხლე შეწირეს „რუსი ოკუპანტებისთვის“?!

არა,  სანამ  თუნდაც  ორი ჩვენგანი იცოცხლებს,  ჩვენ  თანამემამულეები  ვიქნებით! ასე რომ, დავიცვათ დღეს კავკასია, როგორც ის ჩვენმა მამა-პაპებმა დაიცვეს!

„საქინფორმი“ გილოცავთ დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე დიადი გამარჯვების 72 წლისთავს – 9 მაისის დღესასწაულს!

ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი სახელით -
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 9 მაისი
საქართველო, თბილისი

(ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმიმუშაობას 2017 წლის 10 მაისს განაახლებს)