სამართალი
დღეს სტუდია "მონიტორის" მორიგი ჟურნალისტური გამოძიების ფილმის ჩვენება გაიმართება

monitorსტუდია "მონიტორის" მორიგი ჟურნალისტური გამოძიების "ნაციონალური გაკულაკება" პრეზენტაცია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გაიმართება. ფილმის პრეზენტაცია 17:00 საათზე გაიმართება.

ჟურნალისტური გამოძიება ეხება იმას, თუ როგორ აიძულეს ლანჩხუთელი ბიზნესმენი, ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა. დასასვენებელ კომპლექსში, რომელსაც ის 20 წლის განმავლობაში აშენებდა, ამჟამად პატრიოტთა ბანაკია განლაგებული.