რედაქტორისგან
ძალიან მალე “ქართული ევროატლანტიზმი” საქართველოს უახლესი ისტორიის გადაშლილ ფურცლად იქცევა - არნო ხიდირბეგიშვილი (საქინფორმი)

   ყველაზე ბნელი ღამე სწორედ აღდგომის წინ არის ხოლმე და ჯვარცმის წინ განთიადზე “მამლები” ყველაზე ხმამაღლა ყივიან! დღეს საქართველოში ყველაზე მძიმე “ვნების პარასკევი” დგას, მაგრამ “აღდგომა” გარდაუვალია!

როგორ მოიქცეოდა რუსეთი, საქართველოს ამერიკა რომ დასხმოდა თავს?  - ასეთი შეკითხვა დავსვი 9 მაისს რამდენიმე პოპულარულ ფეისბუქ-გვერდზე (“Команда Путина”, “Группа поддержки Путина В.В.” და სხვ.). “ერთმნიშვნელოვნად დაიცავდა - საქართველოს არავის დავაჩაგვრინებთ!” - მიპასუხეს ათასობით კომენტარში რუსებმა და სოცქსელების მომხმარებლებმა საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან. მადლობა ყველას, ვინც მზად არის, უწინდებურად დაიცვას ჩემი სამშობლო!

დღეს დასავლეთის აგენტები საქართველოში საბოლოოდ ჩაფლავდნენ, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში. ისინი მხილებული არიან, როგორც მიხეილ გორბაჩოვი - რუსეთში, და ძალიან მალე, სტალინის სიტყვებით რომ ვთქვათ, ისტორიის ქარი ამ ნაგავს გაფანტავს, ხოლო “ქართული ევროატლანტიზმი” საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთ გადაშლილ ეკზოტიკურ ფურცლად იქცევა. აი, მაშინ ჩვენ, ქართველებს, ძალიან შეგვრცხვება, რომ 15 წელი ჭკუას გვასწავლიდნენ გასაოცრად გაუნათლებელი პროპაგანდისტები დივერსიული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, “ნაცმოძრაობიდან” (გორბაჩოვის სეხნიის - მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან) და პრიმიტიული ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან.

დღეს სოროსის ფონდის, USAID-ის, CSSF-ის, IRI-ს, NDI&Cо-ს აგონიაში მყოფი დაქირავებულები, რომლებიც საქართველოში 2003 წელს ხელისუფლებაში “ფერადი რევოლუციის” შედეგად მოვიდნენ ყოველგვარი ეროვნულის - ქართულის მკვეთრად უარმყოფელი ლიბერალურ-გლობალისტური ლოზუნგებით, “ხავსს” - ფსევდოპატრიოტიზმსა და რუსოფობიას  ეჭიდებიან: საქართველოს და ქართველების მთავარ მტრებად გამოცხადებული არიან “რუსი ოკუპანტები”, “აგრესორი რუსეთი” და მისი პრეზიდენტი - პუტინი. რუსოფობიურმა ელიტამ თითქმის მთელი მედიასივრცის ოკუპაცია მოახდინა და მათ საბოტაჟს “მორცხვად არ იმჩნევენ” სუს-ი და შსს.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალთა პროპორცია საქართველოში უწინდელი დარჩა - ქართველ ხალხს, ქართული პოლიტისტებლიშმენტისგან განსხვავებით, ძველებურად რუსებთან და რუსეთთან მეგობრობა სურს, ხოლო ეგრეთ წოდებული ქართველი ინტელიგენცია, როგორც ყოველთვის, გამყიდველი და ლაჩარია. არაფერი შეცვლილა - არამზადები საქართველოში ყოველთვის იყვნენ, უბრალოდ, 2003 წლის შემდეგ მათ თავები წამოყვეს, რადგან დასავლეთის მძლავრი მხარდაჭერა იგრძნეს, ხოლო ქართველი ხალხი, რომელიც რუსეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩა, საჯიჯგნად დასავლეთელ სვავებს მიუგდეს, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი წამოიწყეს “რბილი ძალით” - ტელევიზიის, პრესისა და ინტერნეტის საშუალებით.

იაფფასიანი ჯაშუშები - ლიბერალი ვაი-პოლიტიკოსები, ფსევდოისტორიკოსები, მოსყიდული ჟურნალისტები, “ენჯეო”-ელები და ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი ინტელიგენციის გონებაშეზღუდული წარმომადგენლები, რომლებმაც თავი ქართული “მაღალი საზოგადოების” ნაღებად და “ჭეშმარიტ ევროპელებად” წარმოიდგინეს, სინამდვილეში სულიერადაც და ფიზიკურადაც ძალიან ბინძურები და, რაც მთავარია - განსაცვიფრებლად გაუნათლებლები აღმოჩნდნენ! ყველა ამ “გლამურული” ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, გამყიდველი პოლიტიკოსებისა და “ანალიტიკოსების”, მსახიობების, არასამთავრობოთა ხელმძღვანელების და საზოგადოებაში გაპიარებული სხვა “ცნობადი სახეების” ინტელექტი საბჭოთა სკოლის მეორეკლასელის დონეზე აღმოჩნდა. მათ მშობლებს ხომ, რომლებიც, უმრავლეს შემთხვევაში, კპ ცკ-ის ნომენკლატურა და, ამავე დროს, “კაგებეს” საიდუმლო თანამშრომლები იყვნენ, მათთვის არ ეცალათ, ამიტომ “უპატრონო”, მაგრამ კარგად ნასუქი ნაშიერები - იმ დროისათვის დეფიციტურ Levi Strauss&Co- ჯინსებში გამოწყობილი უსაქმურები - “ძიასოროსმა შეიფარა და გამოზარდა.

გამარჯვების დღის ზეიმზე 2017 წლის 9 მაისს საქართველოში პირველად არ იყო არცერთი წმინდა გიორგის ლენტი და, რაღა თქმა უნდა, არც “უკვდავი პოლკი”, რაშიც, სიმხდალისა და მოღალატეობის გარდა, სოროსის გამოკვებილთა დიდი წვლილიც არის. მათთვის, ეჭვგარეშეა, უცნობია წმინდა გიორგის ლენტის ისტორია და ჯილდოები, რომლებშიც ის ფიგურირებს. მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, ვერცერთი მათგანი გასაგებად ვერ მოყვება - ვინ იყო წმინდა გიორგი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წმინდანი.

მაშ, დაიმახსოვრეთ, გაუნათლებელო უდღეურებო: “ოკუპანტი და აგრესორი” რუსეთის საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული სიმბოლო წმინდა გიორგის ლენტი კი არა, დათვია, მიშკა! “რუსული დათვი” - ადრე ასეთი რამ არ გსმენიათ, წიგნებში არ წაგიკითხავთ, რუსეთის მმართველი პარტია “ედინაია როსიას” ბანერები არ გინახავთ?! ახლა კი, თუ ასეთი “თანმიმდევრული პატრიოტები” ბრძანდებით, მიდით, საქართველოში ყველა დათვი ამოხოცეთ! და ბარემ თქვენი ფიურერის - მიშკა სააკაშვილის მიხვრეტაც არ დაგავიწყდეთ - მისი სახელის გამო, რომელიც რუსეთის სიმბოლოს მოგვაგონებს!

და კიდევ, გაუწყებთ, უბადრუკო არარაობებო, რომ ფაშიზმი, გენოციდი და ინკვიზიცია რუსეთში კი არა, ევროპაში წარმოიშვა! და თუკი საქართველო ევროპაა, თქვენ კი - ევროპელები, როგორც ჯიუტად ამტკიცებთ, მაშინ - დიახ, უფლება გაქვთ, გააგრძელოთ ეს ევროპული ტრადიციები, რომლებითაც ასე მოგაქვთ თავი!

გამაგრდით, ძვირფასო თანამემამულენო! ღალატი, ჯვარცმა და აღდგომა - ეს პარადიგმა უკვე 21-ე საუკუნეა, მეორდება! გახსოვდეთ, რომ ყველაზე ბნელი ღამე სწორედ აღდგომის წინ არის ხოლმე და ჯვარცმის წინ განთიადზე “მამლები” ყველაზე ხმამაღლა ყივიან! დღეს საქართველოში ყველაზე მძიმე “ვნების პარასკევი” დგას, მაგრამ “აღდგომა” გარდაუვალია!

“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 15 მაისი
საქართველო, თბილისი