აქტუალური
“დღეს მიწის ფასი დაბალია, რაც საზოგადოებაში იწვევს იმის ცდუნებას, რომ უცხოელებზე გაყიდონ” - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. "ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, ხუთნახევარი პროცენტი არის უკვე გასხვისებული უცხოელებზე მიწის რესურსი, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ, რა თქმა უნდა, საუკეთესო მიწას ყიდულობენ უცხოელები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან აღნიშნა, რომ უცხოელებზე მიწის არგაყიდვა ეკონომიკაზე მიზერულ გავლენას მოახდენს.

ჩვენ დამატებით სიღრმისეულად გავაანალიზეთ, თუ რა წვლილი შეაქვს მიწის გასხვისებას უცხოელებზე ან უცხოურ კომპანიებზე ეკონომიკურ ზრდაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.