აქტუალური
„თუ რეალურად პარტია არის პარტია, მას უნდა ჰქონდეს 50 000 ხმის მიღების რესურსი“ - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. „300 დელეგატი აირჩევს პრეზიდენტს და სამასივე არჩეულია პროპორციული სისტემით”, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ “არჩევანის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. ისიც არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც ერთი წლით ერთჯერადად გახანგრძლივდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებაც ილაპარაკა. ოპოზიციამ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა. მინიმუმ, შეცდომა უნდა ვუწოდოთ ამას და დღეს, რეალურად, ჩაგვაყენა კონსენსუსის მიღწევის სირთულის კუთხით, უმრავლესობის შიგნით ისეთივე რთულ მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავით 2015-2016 წელში, - განაცხადა მან.

მე კიდევ ერთხელ არ მომწონს ის, რომ პროპორციულზე არ გადავდივართ შემდეგი არჩევნებიდან, თუმცა პატივს ვცემ თითოეული თანაგუნდელის პოზიციას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას აღარ აქვს იმედი, რომ მსგავსი უმრავლესობით რომელიმე სხვა პარტიაც შევა პარლამენტში: გამოვრიცხავ იმას, რომ კიდევ ერთხელ 116 დეპუტატით შევიდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია პარლამენტში“. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ბარიერი 3%-მდე დაიწევს: თუ რეალურად პარტია არის პარტია, მას უნდა ჰქონდეს 50 000 ხმის მიღების რესურსი“.