რელიგია
მამა გიორგი მამალაძის ოჯახის პატრიარქთან შეხვედრის აუდიოჩანაწერი საპატრიარქოს გვერდიდან გაურკვეველი მიზეზების გამო წაიშალა!

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (25.06.2017):
“ჩვენს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და უკვე დილიდან იგი საიტზე აღარ არის. ვარკვევთ ამის მიზეზებს, მანამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, იგივე ჩანაწერი იხილონ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გვერდზე”.