პუბლიკაციები
კვირას, 23 ივლისს 19 საათზე ჩვენც შევიკრიბოთ აღმაშენებლის გამზირზე! - ზაზა დავითაიას მოწოდება პოლიტპატიმრებს

    საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ოთხშაბათს, 20 ივლისს, LGBT-სა და ფემინისტების გაპიარებული  კონტრ-აქცია „ქართველთა მარშის“ წინააღმდეგ სამარცხვინოდ ჩავარდა - თბილისში აღმაშენებლის გამზირზე გამართულ  გეი-აღლუმზე სულ 50-დე ქართველთმოძულე გამოვიდა და  მეფე დავით აღმაშენებლის დროშა და ჯვარი შეურაცხო!

ამის მერე ლიბერასტ - გლობალისტებმა „მძიმე არტილერია“ ჩართეს - შაბათს, 23 ივლისს, 20 საათზე. აღმაშენებლის გამზირზე უკვე გიგა ბოკერიას პარტია - სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე შექმნილი „ევროპული საქართველო“ და მისი სატელიტი NGO-ები აპირებენ გამოსვლას. მაგრამ „ქართველთა მარშის“ ლიდერები და მომხრეები ერთი საათით ადრე - 19 საათზე,რკინიგზელთა სასახლესთან აპირებენ შეკრებას, რათა ბოკერიას ზემოთხსენებულ მსვლელობას ხელი შეუშალონ. გამორიცხული არც ის გახლავთ, პარალელური აქციები ფიზიკური დაპარისპირებით დასრულდეს.

ამასთან დაკავშირებით ყოფილი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი ზაზა დავითაია, სოციალურ ქსელში პოლიტპატიმართა მიმართ შემდეგ მოწოდებას ავრცელებს:

23 ივლისს, საღამოს 20  საათზე გიგა ბოკერიას ლიბერასტურმა ხროვამ აღმაშენებლის გამზირზე ქართველთა მარშის კონტრაქცია დააანონსა! ეს ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დირიჟორობდნენ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მიმდინარე რეპრესიებს, ორგანიზებას უწევდნენ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრებას და მათ ტანჯვასკვირას საღამოს უტიფრად აპირებენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო პოზიციების დემონსტრირებას და აღმაშენებლის გამზირზე ჭეშმარიტად სახალხო მანიფესტაციაზე  გამოხატული მოთხოვნების ბინძურად ჩახშობას!
მოგიწოდებთ, უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს, კვირას 23 ივლისს 19 საათზე ჩვენც შევიკრიბოთ აღმაშენებლის გამზირზეამ უტიფრების გასამართლების მოთხოვნით!

დროა, საქართველოში სამუდამოდ დასრულდეს ლიბერასტული ბინძური ხანა"!