პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აღმაშენებლის გამზირზე გამართული არცერთი აქცია არ არის მისაღები

   საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი 23 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციებს გამოეხმაურა.

  „სულისკვეთება ადამიანებისა, რომლებიც ერთ ან მეორე მხარეს იმყოფებოდნენ იმ აქციებზე, გასაგებია. შეიძლება ზოგს ეთანხმებოდე, ზოგს - არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიდერები მაინც პოლიტიკურ ამოცანას მისდევენ. ერთნი ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ და ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ, მეორენი ცდილობენ, საკუთარი თავის რებილიტაცია მოახდინონ. ქუჩებში გამოსვლით და აქციების ჩატარებით ცდილობენ იმ დანაშაულების გადაფარვას, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჰქონდათ ჩადენილი", - განაცხადა ვოლსკიმ.