პოლიტიკა
ვისაც სმენია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ფიქრობენ, რომ პროცესი არ ასახავს მოსახლეობის ნებას - ლორა ტორნტონი

    საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ეს განცხადება აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა გააკეთა. ტორნტონმა კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც თვითმმართველობის საკითხებთან მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხება.

ირკვევა, რომ ცვლილებების შესახებ ძალიან ცოტა ადამიანია ინფორმირებული. ისინი კი, ვისაც სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ფიქრობენ, რომ ეს პროცესი არ ასახავს მოსახლეობის ნებას. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში სიჩქარე არასასურველია და უმჯობესია, თუ იქნება მეტი საჯარო განხილვა და მოსახლეობის ჩართულობა“, - განაცხადა ლორა ტორნტონმა.

„რაც შეეხება კვლევას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობა სტაბილურია და ეს ქვეყნისთვის კარგია“, - აღნიშნა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა.