რელიგია
ილია მეორე მაიკ პენსსა და მის მეუღლეს სიონის საკათედრო ტაძრის კარებთან შეხვდა და საჩუქრები გადასცა

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს საჩუქრად ოქროს სამაჯური გადასცა, ხოლო მის მეუღლეს - ოქროს ჯვარი. ოქროს სამაჯურზე არის წარწერა ღმერთმა დაგლოცოთ და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერა.
პატრიარქმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარი აჩვენა და ქართველი ხალხის ისტორიაზეც ესაუბრა.
კათოლიკოს-პატრიარქმა საჩუქრები დონალდ ტრამპსა და მის მეუღლესაც გაუგზავნა. კათოლიკოს-პატრიარქმა სთხოვა ვიცე-პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლებოდა, მას გადაეცა საჩუქარი აშშ-ი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედის - მელანია ტრამპისთვის. ვიცე-პრეზიდენტმა დიდი პატივით უპასუხა, რომ ის პირადად გადასცემდა საჩუქრებს აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის”, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.