პოლიტიკა
ეს არის ФСБ-ს და ნაცმოძრაობის მიერ აგორებული ანტიპიარი! - გიორგი მღებრიშვილი (ვიდეო)

    საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. პრანკერების ლექსუსის და ვოვანის გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "პირველი და უკანასკნელი" კომენტარი გააკეთა. ”ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები. მე გეტყვით, რომ ”ფე-ეს-ბე”-ს აგენტები და ”ნაციონალური მოძრაობის" წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტი პიარი”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა (ვიდეო იხ. აქ).
საქართველოს შს მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ თემაზე დამატებით კომენტარს აღარ გააკეთებს.