პოლიტიკა
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების გაშვება უკრაინაში, ქარხანა „იუჟმაშში“ შეძენილი სარაკეტო ძრავების წყალობით შეძლო - The New York Times

    საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკული პრესის ფლაგმანმა - გაზეთმა The New York Times-მა, უილიამ ბროდისა და დევიდ სეინჯერის 2017 წლის 14 აგვისტოს სტატიაში North Korea’s Missile Success Is Linked to Ukrainian Plant, Investigators Say(„გამომძიებელთა თქმით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტების წარმატება უკრაინულ ქარხანას უკავშირდება“), ექსპერტულ ანალიზზე და ამერიკის სპეცსამსახურების შეფასებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რაკეტების წარმატებული გამოცდა, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ, შესაძლებელი გახდა „შავ ბაზარზე“, როგორც ჩანს - უკრაინული ქარხანა „იუჟმაშისგან“ («Южный машиностроительный завод» имени А. М. Макарова») მძლავრი სარაკეტო ძრავების შეძენის წყალობით.
ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ფოტოები, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ახალ სარაკეტო ძრავებს ათვალიერებს, და დაასკვნეს, რომ ისინი ეფუძნება კონსტრუქციებს, რომლებსაც ოდესღაც მოქმედებაში მოჰყავდა საბჭოთა კავშირის სარაკეტო ფლოტი. ძრავები იმდენად მძლავრი იყო, რომ ერთ რაკეტას კონტინენტებს შორის 10 თერმობირთვული ქობინის გადატანა შეეძლო.
„იუჟმაშმა“ უარყო ამერიკულ გამოცემაში მოტანილი ინფორმაცია, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მას ძალზე სერიოზულად მიუდგა.