აქტუალური
ორი მოსმენით მოსემ მიიღო 10 მცნება, მაგრამ ასე სწრაფად არ მომხდარა ეს ამბავი! - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი.ეს პროცესი ამ ბოლო დროს პოკერის თამაშივითაა!,  - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
მთელი, ჯერ ჩაკეტილი, კარს მიღმა მუშაობა, მერე უცებ ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უსწრაფესად მიღება. ორი მოსმენით მოსემ მიიღო 10 მცნება, მაგამ ასე სწრაფად არ მომხდარა ეს ამბავი. ეს პროცესი ამ ბოლო დროს პოკერის თამაშივითაა. ერთმანეთს უცხადებენ ხოლმე რაღაცებს და ეს ყველაფერი მიდის ისე, რომ არ არის საზოგადოება ჩართული, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.