აქტუალური
მმართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას მიმდინარე კვირაში შეკრებას და საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას სთავაზობს

    საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი. “ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს - ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სპეციალურ განცხადებაში.
როგორც გუშინ საქინფორმი იუწყებოდა,  თუკი მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეთანხმებას მოახერხებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, ერთჯერადად უბარიეროდ ჩატარდეს, რასაც ოპოზიციის ნაწილი კონსენსუსის შექმნის ილუზიასა” და პოლიტიკურ სატყუარას” უწოდებს.