სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. უწყების ცნობით, დაკავებულია 4 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი არის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და ფოთის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი მალხაზ ბუკია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მტკიცებულების სახით ამოღებულია 160 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 500 000 ლარი.