სამართალი
დეკანოზ მამალაძის ახალი აუდიოჩანაწერი: დამწვარი სამების რეაბილიტაცია - ვინ მიითვისა 2 მილიონი? (ვიდეო)

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. „კურიერმა“ ე.წ. ციანიდის საქმის ახალი აუდიოჩანაწერი მოიპოვა. ჩანაწერში დეკანოზი აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად დამწვარი სამების საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციაზე მეუფე იაკობის მიერ დაქირავებული კომპანია მუშაობდა და ფინანსებსაც პატრიარქის ქორეპისკოპოსი განაგებდა. „რადგან მე სამების ტაძრის სარეაბილიტაციო კომისიის წევრი ვიყავი, ამაზე დაყრდნობით ბრალდება 2 მილიონი ლარის მითვისებას მაბრალებდა“, - განაცხადა დეკანოზმა (ვიდეო იხ. აქ).
გიორგი მამალაძის თქმით, სარეაბილიტაციო კომისიაში მასთან ერთად სხვა სასულიერო პირებიც მუშაობდნენ და კომისიაში განსაკუთრებული უფლებით არ სარგებლობდა. „მსგავსი ლოგიკით, თანხები კომისიის თავმჯდომარეს, ტაძრის წინამძღვარს მამა ილია ნასიძეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საპატრიარქოს კომენდანტს მამა კახაბერ გოგოტიშვილს, პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველსაც უნდა მიეთვისებინათ. კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა, მეუფე იაკობის მიერ იყო დაქირავებული და ფინანსებთანაც შეხება მეუფეს ჰქონდა მხოლოდ“, - აცხადებს მამალაძე.